ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2011


მუნასიბი ფირდოუსს

ჰაქიმო სულთა, სამოთხელო,
ჰე, აბუ-ლ-ყასემ,
შენს სადიდებლად, ბრძნთა-ბრძენო,
ფიალას ვავსებ!

და ვლოცავ კალამს, ხორასანულს,
ფერებით სავსეს,
ეპოქებს, გმირებს რომ გვიცოცხლებ
დიადად ასე.

სამადლობელი გურჯი მგოსნის
მიიათასე,
მხატვარო სოფლის, უკეთესად განა
ხატავს მზე?!

მდგომო სპარსული პოეზიის
პარნას-ტატამზე
წინარე ყოვლთა შვიდთა ხომლთა
მნათთა მათთა ზე!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები