 | ავტორი: მაილო ჟანრი: პროზა 23 ივნისი, 2011 |
ბავშვობიდან ვერ ვიტანდი წიგნებში გაწელილ სცენებს, ნივთების, ბუნების, ამინდის, გარემოს აღწერებს, რომლებსაც ბოლო არ უჩანს და შენც გაკიმარებს და ლამისაა სიზმრებშიც წახვიდე. თვალები კითხულობენ, მაგრამ ტვინი სადღაც გარბის. გვერდის ბოლოში ხარ და აპირებ გადაფურცლო, მაგრამ ხვდები, რომ საერთოდ არ გახსოვს რას კითხულობდი ეს ორი ფურცელი, უფრო ზუსტი იქნებოდა მეთქვა, რა შრიფტს მიჰყვებოდა შენი თვალები. აქ ორი ვარიანტია, მკითხველთა ერთი ნაწილი ჯერ ირგვლივ მიმოიხედავს, დარწმუნებდა რა, რომ ვერავინ შენიშნა მის გარდა ვერაფერი, ჩაიღიმებს და ფურცელს გადაშლის, ფიქრით, "ისეთი რა ეწერებოდა იქ, რომ ამბის განვითარება ვერ გავიგო", მეორე ნაწილი კი, ჯერ გადაფურცლავს, შემდეგ სახეს დამანჭავს (რასაც აუცილებლად მოყვება ამოოხვრა), სინდისიც კარგად შეაჯანჯღარებს და მეხსიერებაში ბუნდოვნად ჩარჩენილი დიიიიიდი აბზაცების თავიდან გადაიკითხავას შეუდგება... ასაკსაც გააჩნია :)
რაში დამჭირდა ეს შესავალი? თითქმის არც არაფერში, ჩემი მაგიდა მინდა დაგანახოთ:
ოთხი კუთხე აქვს, საშუალო ზომის. მასზე მუდამ ბევრი ნივთი ყრია: რამდენიმე ჭიქა, რომელსაც ყოველთვის დედა მილაგებს, უამრავი ფანქარი, რადგან სულ ვხატავ და ვჩხაპნი, ოთხიოდე პასტა, ძირითადად მაინც word-ს ვიყენებ, მაკრატელი და სახაზავიც უსათუოდ, ყურსასმენი, web-კამერა, დამტენი, სადენები, სადენები, სადენები. დიდი დინამიკები ზეპელინის უკეთ მოსასმენად. ლამფა (ეს თქვენთვის ლამფა, თორემ, მე ნაჩნიკს ვეძახი, ჯიგრულად), ნაჩნიკის გვერდით (ლამფა თქვენთვის), ახალი აღთქმა და ფსალმუნები, მარჯვნივ ჩემი ჩიყვის წამლების ფირფიტები, დინამიკებზე Fერარის, კადილაკის და როლს როისის მოდელები. პრინტერი, რომელსაც არაფერში ვიყენებ და დღემდე არ ვიცი როგორ ირთვება. პრინტერზე მუდმივად დაბუდებული გუჩის სათვალე, მის გვერდით კომპიუტერის სათვალე. დანარჩენი ყველგან- მაგიდა-ზე-ში-ქვე-თან-კენ,- წიგნები, წიგნები, წიგნები!!! "ესე ყოველი ერთად და თვითოეული ცალკ-ცალკე", წარმოადგენს ჩემს არცთუ მდიდარი მაგიდის, მშრალ აღწერილობას. თუმცა, ახლა ვეცდები თავი მოგაბეზროთ და ეს ყოველივე მეტი მხატვრულობით დაგიხატოთ:
აი, წარმოიდგინეთ მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნა, არა, მგონი მაინც მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი ჯობს, თორემ ამდენ ტექნიკას რა ვუყო?. ჰო, ერთი სიტყვით წარმოიდგინეთ მეოცე საუკუნის ოციანი წლები, ახლად გადავლილი მსოფლიო ომი, გერმანია, ლაიფციგი (კაცმა არ იცის რატომ ლაიფციგი, უბრალოდ პირველი ეს მომაგონდა), ჰერ. ფრანცი დაღლილი ბრუნდება სახლში და არაქათგამოცლილი პორტფელიანად ეშვება ტყავის სავარძელში. (დამავიწყდა აღმენიშნა, რომ ეს სავარძელი მის კაბინეტში დგას). ჰერ ფრანცის ოთახში მოახლე რუთი შედის ფრთხილად და მოკრძალებით ეკითხება: "ისადილებთ ბატონო?" "არა რუთ, თავი მტკივა, ჩაი მომიტანე" რუთი უსიტყვოდ გადის, ჰერ ფრანცი კი პორტფელს ეჭიდება და თაბახის ფურცლებს ალაგებს დიდი მუხის მაგიდაზე... მაგიდა ფართეა, წაკვეთილი ბოლოებით, მუქი ყავისფერი, პრიალა ლაქის ზედაპირით. როგორც ყველა გულჩათხრობილი, უშვილძირო ბატონი, არც ჰერ ფრანცი ალაგებინებს მოახლეს თავის საბუდარს. ირგვლივ ყოველივე მიმოფანტულია. საბეჭდ მანქანას გარდი-გარდმო თაბახები გადმოუყრია ენებივით. მის გვერდით სამელნე დგას კალმით, უამრავი ფანქარი, სახაზავები, დიდი მაკრატელი, ნახაზების უამრავი რვეული დასტებად.ჰერ ფრანცი ნივთებითგადატვირთულ მაგიდას დასცქერის და ბოლოს თვალს შვილის გამოსახულებაზე აშტერებს, რომელიც ჯარში დაეღუპა. ფოტოზე მთელი ოჯახია: მისი ცოლი ევა, ვაჟი ოლივერი, თვითონ და ერთგული ძაღლი იანგი. ცოლი ადრე გარდაეცვალა ტუბერკულოზით, იანგი სიბერით გარდაიცვალა ომის დაწყებამდე, შვილი კი 1917-ში ერთ-ერთ ბოლო შეტაკებაში დაკარგა, უკვე დანებებული გერმანიის პირობებში. შესძულდა ომი. იქამდე არც არასოდეს ჩაღრმავებია მის არსს. არასოდეს ჩადიოდა სიღრმეში მაშინ, როცა კითხულობდა მსოფლიო ისტორიის მთავარ შეტაკებებზე და სხვადასხვა დროის დამპყრობელ-მეომრებზე, ძველი შუამდინარეთიდან კონსტანტინეპოლის დაცემამდე, ჰუნებზე და გოთებზე, სპარსელებზე და არაბებზე, ანგლებზე და საქსებზე, მონღოლებზე და ოსმალებზე, ჯვაროსნებზე და თურქ-სელჩუკებზე, არასოდეს ჩაფიქრებულა იმ მილიონობით ადამიანის გრძნობაზე, რომლებმაც დაკარგეს მამა, ძმა, გაუპატიურებული დედა... ახლა კი ფიქრობს და ყველა იმ წარსული ლანდის გამო ეჭიმება ტვინი, რომელზეც ოლივერის სიკვდილამდე და გადახდილ ომამდე არ უფიქრია. მისთვის ყველა ომი, აქამდე, მხოლოდ ისტორიის ფურცელი იყო, მარტივი ამბავი, სადაც მთავარია სიუჟეტი მივიდეს ლოგიკურ დასასრულთან: გამარჯვებასთან ან მარცხთან, სხვა დეტალები, მაგალითად რომ ერთ შეტაკებაში დაიღუპა 10 000 მეომარი, მისთვის მხოლოდ სტატისტიკა იყო და სხვა არაფერი. ახლა კი კარგად ესმის, რომ ამ 10 000-ში ის ერთი მეათიათასედი მისი ოლივერია და მას ვერანაირი 200 000 000 000 - იანი ლაშქარიც ვერ შეუცვლის. ომმა აგრძნობინა ტკივილი, სიცარიელე, გაჭირვება. დაანახა, რომ საბოლოოდ ყველაფერი ერთ მარტივ დებულებამდე დადის: თვითგადარჩენა. კარი ჭრიალებს. ფიქრებიდან ფხიზლდება. ოთახში რუთი შემოდის ფრთხილად. მოკრძალებით და უხმაუროდ დგამს მაგიდაზე უბრალო, ხის ლანგარს (ვერცხლისა ალბათ გაჭირვების ჟამს გაყიდეს სადმე, თავიანთ "ბარახლოვკაზე" კაპიკებად), ჭიქით, საშაქრით, ქლიავის მურაბით და პატარა კოვზით და ლამბაქით. ჰერ ფრანცი რუთს მადლობას უხდის და მძიმედ იწყებს ჩაყრილი შაქრის მორევას გამჭვირვალე ჭიქაში. ჭიქას ოვალური ფორმა აქვს, ფართე მუცელი და ვიწრო ყელი. შაქრის პატარა ნატეხები ჯერ ლბება, შემდგომ იმსხვრევა, პატარა ბურთულებს უყრის თავს ზედაპირზე და ბოლოს სითხის სიღრმეში იკარგება. ჰერ ფრანცი კოვზის კაკუნით იღებს ჭიქას მეორე ხელში და თხვრიპინით სვამს პირველ ყლუპს. იგი ცაციაა. მარცხენა ხელში წითელი ფანქარი უჭირავს და მცირე ზომის ნახაზზე წითელ წყვეტილებს ავლებს. ნახაზი გაუგებარია, ყველა მხრიდან ოთხკუთხედი და განივ ზოლებად სხვადასხვა ზომები გასდევს. ჰერ ფრანცის ულვაშებზე შერჩენილი ჩაის წვეთი მოულოდნელად წყდება და ახლადგავლებულ წითელ ხაზს ეწვეთება. ფრანცი განრისხებული დგამს ჭიქას ლამბაქზე და ერთს კარგად უკურთხებს (ეს თქვენთვის უკურთხებს, თორემ აბა მე მკითხეთ რა შლახუნ-შლეხენით აავსო ოთახი...). შემდეგ ჩუმდება, ლანგარს გვერდით აჩოჩებს, საძილე აბებისკენ და მუდმივად მისი მაგიდის მარჯვენა ზედა კუთხეში მდგომ გამჭვირვალე გრაფინიდან წყალს ასხამს. შემდგომ ორ ტაბლეტს სვამს და თვალდახუჭული უკან კიდებს თავს, ამას ალბათ საკმაოდ ხშირად აკეთებს, რადგან მისი ტყავის სავარძელი მორგებულია მისი თავის ფორმას, შეზნექილია და თითქოს ელის კიდევაც, როდის მიადებს მისი ბატონი ფართო, უამარავი ფიქრითა და ტვინის ხვეულით დამძიმებულ თავს. შემდგომ თვალებს ახელს, მაგიდის მარცხენა ზედა კუთხეში მდგომ გრამოფონს ქოქავს და ოთახი ყრუვდება ახალგამოჩენილი მარლენ დიტრიხის საუცხოო ხმით. ფრანცს სმენა არ აქვს, მაგრამ რამოდენიმე მონაკვეთში ზუსტად აყოლებს ხმას სიმღერას. შემდგომ იქვე მიგდებულ სათვალის ბუდეს ხსნის, თვალებზე თვალებს იმაგრებს და გოეთეს "ფაუსტის" კითხვას იწყებს თავიდან. ეს ყოველდღიური რიტუალია, დღეში ერთი თავი, ყოველ საღამოს, მას შემდეგ რაც მიიღებს აბებს. შიგადაშიგ, კითხვისას თვალებს უცნაურად ჭიმავს და მერე მაგრად ხუჭავს. ხვდება რომ შუქი არ ჰყოფნის და ლამფას ანთებს. " Кто ищет, вынужден блуждать "... (რა თქმა უნდა, ფრანცი გერმანულად კითხულობს). ჩერდება, ფიქრდება. გრძნობს რომ ამ სიტყვებმა ორმაგად დაღალა და აღარაფრის თავი აქვს ახლა. წიგნს მძიმედ ხურავს. მუშტებით ეყრდნობა მუქ მაგიდას და ფეხზე დგება. ლამფას აქრობს, დიტრიხს აჩუმებს და ზომიერი ნაბიჯებით კაბინეტიდან გადის. მაგიდაზე დარჩენილი ჭიქიდან, ოდნავ შესამჩნევი ორთქლიღა ამოდის.
ესეც ჩემი მაგიდის ყურებისას გამომცხვარი ამბავი. თქვენ რაც შეგეხებათ, ისევ ორი ვარიანტია: ირგვლივ მიმოიხედეთ, დარწმუნდით რომ ვერავინ ვერაფერი შენიშნა და თამამად დაწერეთ კომენტარი, გულში ფიქრით : "ეს ადამიანი მაინც სისულელეებს წერს ამჯერად რას დაწერდა ვითომ" ან მეორე, ჯერ "ნაწარმოებების" გრაფაში გადადით, შემდეგ სახე დაჭყანეთ, სინდისსაც უმალ იგრძნობთ და თავიდან დაუყევით გულმოდგინეთ, (აბა ტყუილა ვწერე ამდენი?)
ისე, ბებიაჩემი ამბობდა, ყოველთვის არსებობს მესამე ვარიანტიცო. ჭკვიანი ქალი იყო ლორეტა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. მომეწონა :))++ მომეწონა :))++
22. დიდი ახირებული ვინმე ხარ, მაილო. ჭკვიანი, თუმცა :) დიდი ახირებული ვინმე ხარ, მაილო. ჭკვიანი, თუმცა :)
21. საქმე მაქვს შენთან მაილო მომწერე პმ ში საქმე მაქვს შენთან მაილო მომწერე პმ ში
20. :D შენზე პირველად ეგ მე ვთქვი :D :D შენზე პირველად ეგ მე ვთქვი :D
18. :) momewona :) momewona
17. კარგი იყო...5 კარგი იყო...5
16. მიყვაააააააააარს ამ გვერდზე შემოსვლა.. მიყვარს ეგოსტური მოთხრობები და ძალიანაც მომეწონა ეს!!! ვოტ ტაკ!!! (ხო კიდევ ვგიჟდები ჭკვიან ქალებზე :D ) მიყვაააააააააარს ამ გვერდზე შემოსვლა.. მიყვარს ეგოსტური მოთხრობები და ძალიანაც მომეწონა ეს!!! ვოტ ტაკ!!! (ხო კიდევ ვგიჟდები ჭკვიან ქალებზე :D )
15. მაილო. შენი მაგიდის აღწერისას )მინდოდა დამეწერა "დახასიათებისას", მაგრამ ვაითუ, ვერ გამიგოსმეთქი) :), ჩემი შვილიშვილის მაგიდა გამახსენდა. ზუსტად მაგ დღეშია, რომელსაც რატომღაც მე ვალაგებ ყოველთვის და არა დედა.:)
ძალიან მომეწონა, შესანიშნავად წერთ :) :) :)
პატივისცემით: ტენდი მაილო. შენი მაგიდის აღწერისას )მინდოდა დამეწერა "დახასიათებისას", მაგრამ ვაითუ, ვერ გამიგოსმეთქი) :), ჩემი შვილიშვილის მაგიდა გამახსენდა. ზუსტად მაგ დღეშია, რომელსაც რატომღაც მე ვალაგებ ყოველთვის და არა დედა.:)
ძალიან მომეწონა, შესანიშნავად წერთ :) :) :)
პატივისცემით: ტენდი
14. წარმატებები ..
მომეწონა!!! )) წარმატებები ..
მომეწონა!!! ))
13. ნამდვილად არსებობს მესამე ვარიანტიც.....პირველივე ცდისას ინტერესით წავიკითხე და მომწონს..........:) წარმატებები.... ნამდვილად არსებობს მესამე ვარიანტიც.....პირველივე ცდისას ინტერესით წავიკითხე და მომწონს..........:) წარმატებები....
12. ცუდ რჩევებს არ გეუბნები, ზეუს :)
მაგრამ "მშვენიალური" არასწორი სიტყვაა, გამოგონილი, შეთითხნილი
მიყვარს მ ა ი ლ ო! ცუდ რჩევებს არ გეუბნები, ზეუს :)
მაგრამ "მშვენიალური" არასწორი სიტყვაა, გამოგონილი, შეთითხნილი
მიყვარს მ ა ი ლ ო!
11. მშვენიალურია მაილო :) კარგად დახარჯული სიტყვები... მშვენიალურია მაილო :) კარგად დახარჯული სიტყვები...
10. " Кто ищет, вынужден блуждать "... (რა თქმა უნდა, ფრანცი გერმანულად კითხულობს). :D საინტერესო იყო. მომეწონა. ტყუილა-დ არ გიწერია:)
" Кто ищет, вынужден блуждать "... (რა თქმა უნდა, ფრანცი გერმანულად კითხულობს). :D საინტერესო იყო. მომეწონა. ტყუილა-დ არ გიწერია:)
8. "ბავშვობიდან ვერ ვიტანდი წიგნებში გაწელილ სცენებს, ნივთების, ბუნების, ამინდის, გარემოს აღწერებს, რომლებსაც ბოლო არ უჩანს "
ასე ვიყავი ზუსტად :)
"რაში დამჭირდა ეს შესავალი? თითქმის არც არაფერში, ჩემი მაგიდა მინდა დაგანახოთ: " გადასვლა კარგი იყო :)
კარგია მაილო-ვ :) შეგიძლია "ბავშვობიდან ვერ ვიტანდი წიგნებში გაწელილ სცენებს, ნივთების, ბუნების, ამინდის, გარემოს აღწერებს, რომლებსაც ბოლო არ უჩანს "
ასე ვიყავი ზუსტად :)
"რაში დამჭირდა ეს შესავალი? თითქმის არც არაფერში, ჩემი მაგიდა მინდა დაგანახოთ: " გადასვლა კარგი იყო :)
კარგია მაილო-ვ :) შეგიძლია
7. წავიკითხავ აბა რა, მაგაზე გაწყენინებ? :) წავიკითხავ აბა რა, მაგაზე გაწყენინებ? :)
6. იურისტ!
მაილოს ისეთი საყვარლად ეგოისტური მოთხრობები აქვს .... შემპირდი, რომ წ ა ი კ ი თ ხ ა ვ იურისტ!
მაილოს ისეთი საყვარლად ეგოისტური მოთხრობები აქვს .... შემპირდი, რომ წ ა ი კ ი თ ხ ა ვ
4. მე ლოლა,ლორეტას მეგობარი ვიქნები რა,კარგი? :D Таким, как вы, я никогда не враг(Спасибо должен вам сказать?)
და ,,თხვრიპინით"(ეს თხვრიპინით"_პირველად გავიგე,თან მომწონს) :D
მაილო :) მე ლოლა,ლორეტას მეგობარი ვიქნები რა,კარგი? :D Таким, как вы, я никогда не враг(Спасибо должен вам сказать?)
და ,,თხვრიპინით"(ეს თხვრიპინით"_პირველად გავიგე,თან მომწონს) :D
მაილო :)
3. რომელი ბებია დოროთა:) ? ნეტა რას ამბობდა , მაგ მესამ ვარიანტზე:)? საინტერესო იყო , ჰერ ფრანცის ამბავი, საწყალი მარტოსული ფრანცი. რომელი ბებია დოროთა:) ? ნეტა რას ამბობდა , მაგ მესამ ვარიანტზე:)? საინტერესო იყო , ჰერ ფრანცის ამბავი, საწყალი მარტოსული ფრანცი.
2. უი... ისე იცოდე, რომ მე ბოლოდან ვიწყებ ხოლმე კითხვას...ჯერ ბოლო ფრაზას ვკითხულობ და მერე ვშლი წიგნს...
ახლა ის-ღა დამრჩენია შენი ყველა ნაწერი გადავაბრძანო დიდი პატივით ჩემს კომპიუტერში და მერე, როცა ინტერნეტი არ მექნება წავიკითხო :)
უი... ისე იცოდე, რომ მე ბოლოდან ვიწყებ ხოლმე კითხვას...ჯერ ბოლო ფრაზას ვკითხულობ და მერე ვშლი წიგნს...
ახლა ის-ღა დამრჩენია შენი ყველა ნაწერი გადავაბრძანო დიდი პატივით ჩემს კომპიუტერში და მერე, როცა ინტერნეტი არ მექნება წავიკითხო :)
1. =)) აი, ვამბობდი მიყვარს მაილო მეთქი
ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი მ ა ი ლ ო
მესამე ვარიანტი მე მაქვს... მე ვიცი, როგორ გვაბოლებენ დიდი მწერლები...მაგაზე ჩუმად ვილაპარაკოთ, ოკ :)) =)) აი, ვამბობდი მიყვარს მაილო მეთქი
ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი მ ა ი ლ ო
მესამე ვარიანტი მე მაქვს... მე ვიცი, როგორ გვაბოლებენ დიდი მწერლები...მაგაზე ჩუმად ვილაპარაკოთ, ოკ :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|