გაგიგონიათ? აკრძალული მიმზიდველია, მაცდური ხიბლით ყველას ათრობს, ყველას აოცებს, ისე ტკბილია მისი შხამი რომ არ ინანებ თუ მისი მდევი დამღუპველი ბედი გაკოცებს. მის თვალებიდან ცეცხლი მოჩანს სხვაზე ელვარე, ლალის ბაგენი გეძახიან სხვაზე ხმამაღლა, ბროლის თითები გათბობს მცივანს და ჟრუანტელს გგვრის, მისი ალერსი აგიტაცებს ყველაზე მაღლა. მისი ხმა უფრო ნარნარია, სხვაზე საამო, მის მკერდში ჩაკვრა სამოთხეში ყოფნას გპირდება. მისი ღიმილი მოგაგონებს ჩიტების ჟღურტულს და მსოფლიოში მასზე მეტი სულ არ გჭირდება. იგი ყველაზე ლამაზია, ყველაზე კარგი, ყველაზე უფრო ჭკვიანია, ყველა დაჩრდილა. ასე გგონია,მასზე ფიქრობ,\სულ მას ახსენებ, ის არ გშორდება, ყველგან დაგდევს ლანდად, აჩრდილად.. მისი სურნელი უტკბესია სხვისას არა ჰგავს, გაჟრჟოლებს, გაკრთობს და გაციებს მისი შეხება. უინტერესოდ გეჩვენება სულ ყველაფერი თუ საუბარი სხვაზე არის, მას არ ეხება. მაგრამ იცი რომ საწამლავით არის ნაზავი ეს აკრძალული სიყვარული,მწველი, ტიალი. თუმც არ ნებდები, ებრძვი შენს ბედს და მაინც გიყვარს, გიყვარს ფარულად და ხარ მისი ტრფიალი. აკრძალულია! აკრძალული! არ მიეკაროთ! თუკი განგებამ თქვენი გრძნობა გახადა რთული, თუ თქვენი გზები გაიყარა, ბედმა დაგწყავლათ, თუკი თქვენს შორის კედელია ცად აღმართული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. აკრძალული???? აკრძალული????
14. სასვენი ნიშნები არ გიყვარს სულო?4 სასვენი ნიშნები არ გიყვარს სულო?4
12. მომეწონა, თამო... :) მომეწონა, თამო... :)
9. ჩემი უსაყვარლესი ძამიკო..ირაკლი გამომიარე ერთხელ ვარკეთილში რა ჩემი უსაყვარლესი ძამიკო..ირაკლი გამომიარე ერთხელ ვარკეთილში რა
8. ის არ გშორდება, ყველგან დაგდევს ლანდად, აჩრდილად...
ალაგ-ალაგ მომეწონა!:) ემოცია მოაქვს, თუმცა, მთლად ბუნებრივი განცდები არ ჩანს, ზოგადია ძალიან. 4 ის არ გშორდება, ყველგან დაგდევს ლანდად, აჩრდილად...
ალაგ-ალაგ მომეწონა!:) ემოცია მოაქვს, თუმცა, მთლად ბუნებრივი განცდები არ ჩანს, ზოგადია ძალიან. 4
7. თამოს ვენაცვალეეე........მომენატრე დაიკოოოო................. თამოს ვენაცვალეეე........მომენატრე დაიკოოოო.................
6. ის არ გშორდება, ყველგან დაგდევს < აქ დაგსდევს.
ისე კარგი ლექსია, მე მომეწონა.
ნიჩორტას არ დავეთანხმები. ის არ გშორდება, ყველგან დაგდევს < აქ დაგსდევს.
ისე კარგი ლექსია, მე მომეწონა.
ნიჩორტას არ დავეთანხმები.
5. ნუ მე არ გამომიცდია აკრძალული სიყვარული და :) რასაც განვიცდი აკრძალული არაა :) ნუ მე არ გამომიცდია აკრძალული სიყვარული და :) რასაც განვიცდი აკრძალული არაა :)
4. 4:) კარგი გოგო ხარ.
მოგიკითხე.... 4:) კარგი გოგო ხარ.
მოგიკითხე....
3. არა მგონია, აკრძალული სიყვარული ასეთი იყოს :) არა მგონია, აკრძალული სიყვარული ასეთი იყოს :)
2. უინტერესოდ გეჩვენება სულ ყველაფერი,
5 უინტერესოდ გეჩვენება სულ ყველაფერი,
5
1. თუკი თქვენს შორის კედელია ცად აღმართული :) იწვის თუკი თქვენს შორის კედელია ცად აღმართული :) იწვის
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|