ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2011


ჩემი მეორე ქალაქი (IV ნაწილი, დასასრული)

      გუგას დედა ქალბატონი ჟუჟუნა ძალიან თბილი ქალბატონი აღმოჩნდა. ყავითა და ნამცხვრით გამიმასპინძლდა და როგორც კი მარტო დამიგულა მითხრა:
-მარი საყვარელო, ძალიან გთხოვ, კარგად დაფიქრდი და ცუდად ნუ გაიგებ ჩემს სიტყვებს. ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემო, სადაც დაიბადა, გაიზარდა, მეგობრები ჰყავს და ყველაფერი წარსულს ახსენებს. ჭკვიანი გოგო ხარ და ვიცი არ გაგიჭირდება გააცნობიერო, რომ თუკი გუგას გვერდით იქნები, ამ ყველაფრის დატოვება მოგიწევს. ასე ერთიანად საცხოვრებელი ქალაქის შეცვლა და კილომეტრებს იქით წასვლა თუკი დაუფიქრებლად შეგიძლია ე.ი. მართლა ისე გიყვარს ჩემი შვილი, ისე, როგორც ის ამას იმსახურებს. თუ, ეს ასე არ არის, მაშინ ძალიან გთხოვ ნუ გააწვალებ...

      ამ, ვითომ მოკლე და უმარტივესი ფრაზით ისე დამაფიქრა, ლამის უკანმოუხედავად გამოვიქეცი. თუმცა დიდი ვაჟა და მისი სტუმარ-მასპინძელი გავიხსენე, ვიზიტის ლოგიკურ დასასრულს დაველოდე და სასტუმროს ნომერში განმარტოვებულმა დავიწყე გაანალიზება იმისა, რაც ქალბატონმა ჟუჟუნამ მითხრა...



-მარ დაუჩქარე რა, ყველა შენ გელოდება...
-პატარძალმა უნდა დააგვიანოს აბა როგორ გინდათ?!.
-პატარძალიც არ იყავი და მაინც სულ აგვიანებდი ყველგან მთელი ცხოვრება, შე ზარმაცო.
-კარგი, ჰო ნუ შემჭამე... შენ აჯობებს კარი გააღო, გასკდა რეკვით ვიღაც.

-მარ ვიღაც გოგოა მოსული, გკითხულობს... რა ვუთხრა? დაბნეულმა ანიმ შემოყო ოთახში თავი.
-შემოუშვი. ვინაა ან რა უნდა ნეტავ?
-არ ვიცი...

-გამარჯობათ... მე ნინო მქვია მაპატიეთ შეწუხებისათვის. დიდხანს ვიფიქრე, მენახეთ თუ არა და ბოლოს მაინც ასე ჩავთვალე საჭიროდ. მინდა ყველაფერი გითხრათ, რაც მე და გუგას გვაკავშირებს სანამ ოფიციალურად მისი ცოლი გახდებით უნდა იცოდეთ, რომ...


-დადუნა რას აკეთებ? რატომ არ გაცვია კაბა, ან აქ რა გინდა გადაირიე გოგო?
-მე რას ვაკეთებ აქ ხომ? როგორ ბედავ და მაგას კითხულობ? შენ რომ ბავშვებს აკეთებდი მე გკითხე რას აკეთებ მეთქი?
-ნინო?.. მაინც გნახა ხო? როგორ ვთხოვე დღეს მაინც არ ეთქვა...
-აჰა, ანუ არ უნდა მცოდნოდა რა დონის არაკაცს მივყვებოდი ცოლად, ბრმა ჭუკივით უნდა მოგნდობოდი და მერე ოჯახი დამნგრეოდა?...
-არ დაგვენგრეოდა. და არც დაგვენგრევა, იმას თავისი ადგილი აქვს და იცის...
-ჩვენ ოჯახი არც გვექნება...
-შაყირობ ხო?
-აბა კარგად შემომხედე!.. მიგავს რამე შაყირის?
-სერიოზულად ამბობ? და ამდენ ხალხს რა ვუთხრა?
-მე ვეტყვი, მოიცა...


      დიდი ხნის დეპრესიის შემდეგ ძლივს შევძელი თავი ხელში ამეყვანა და ადამიანურ ცხოვრებას დავბრუნებოდი. რთულია იმედგაცრუება სიყვარულში. თან ქორწილის ჩაშლა თუმცა, როცა ვფიქრობდი, რომ პატარა ნიკოლოზს მამა გვერდით ეყოლებოდა, სიამოვნების თბილი ჟრუანტელი მივლიდა მთელს სხეულში და საკუთარ უბედობას მავიწყებდა...



-მარ, რას აპირებ ბოლოსდაბოლოს მოდიხარ ბათუმში?...
-არ ვიცი ანი იმ ამბების მერე ასე მგონია გამიჭირდება მანდ ჩამოსვლა...
-კარგი რა მარ, უკვე წელიწადზე მეტი გავიდა...
-ვნახოთ...



      ანისთან საუბარმა გამახსენა ჩემი და ბათუმის დამოკიდებულება, ჩენი სიყვარული ერთმანეთისადმი და მივხვდი, თუ რა უნამუსოდ მოვექეცი ამ თბილ და მზიან ქალაქს... ის ჩემგან ასეთ მოქცევას ნამდვილად არ იმსახურებდა. მივხვდი როგორ ეგოისტურად გამომივიდა თბილისში ტყვეობა. შემძულდა საკუთარი თავი, ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც რომ არ ჩავედი და...


    ნესტისა და ყვავილების სუნმა ლამაზი მოგონებები ამიშალა... როგორ მომნატრებია და ვერც კი ვაცნობიერებდი, რამდენად ძვირფასი ყოფილა და ვერ ვაფასებდი... ნეტავ, როგორ ვძლებდი ამდენ ხანს მის გარეშე?... დავდივარ უაზროდ ბათუმის ლამაზ ქუჩებში და ბედნიერი ვარ... მიხარია, რომ არსებობს ჩემს ქვეყანაში ასეთი ლამაზი და თბილი ქალაქი, რომ მე ღირსეულად ვაფასებ მას... გულისცემას ყურებში ვგრძნობ აღელვებული ზღვის დანახვისას, ამ დროს ყველა და ყველაფერი მავიწყდება... მიხარია, რომ მე შევძელი და არ წავართვი სხვას თავისი წილი ბედნიერება. ამაყი ვარ, როდესაც ვფიქრობ, რომ "ჩემი მეორე ქალაქის" ქუჩებში სეირნობისას შესაძლოა შემხვდეს ბედნიერი წყვილი, რომელთა ერთად ყოფნაშიც მე დიდი წვლილი მიმიძღვის... ვფიქრობ და მარტო მივუყვები ბულვარის მოკირწყლულ ბილიკს, ვდგავარ ჩემი საყვარელი ქანდაკების წინ და იდიოტივით მეღიმება, როდესაც მის წინ დაჩოქილ ახალგაზრდა მამაკაცს ვხედავ. ალბათ ისიც სიყვარულის პოვნაში დახმარებას სთხოვს. მე არ გამიმართლა, ნეტავ მას გაუმართლოს. ღმერთო მიეცი თავისი წილი ბედნიერება...  თუმცა...

-შეიძლება ჭიქა ყავაზე დაგპატიჟოთ?.. როგორც მივხვდი თქვენც გიყვართ ეს ქანდაკება, რაღაც საერთო უკვე გვაქვს გთხოვთ უარს ნუ მეტყვით...
-სიამოვნებით გაგიწევთ კომპანიონობას...
-მე ნიკა მქვია თქვენ?
-მარი...
-სასიამოვნოა...
-ჩემთვისაც...


      ბანალურია, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდესო ამბობენ...



 
დასასრული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები