 | ავტორი: დილეტანტი ჟანრი: პროზა 24 დეკემბერი, 2011 |
(ნიკით "მათე"- ს... ანუ ქალბატონ მაიას, ჩემთვის დაუვიწყარ მეგობარს)
სულ რამდენიმე პალატა იყო დარჩენილი. ორნი თეთრ ხალათში მიყვებოდნენ ნეონით განათებულ კორიდორს. ასაკოვანს ხელები უკან შემოეწყო, თითქოს შეკრული ჰქონოდა, პალატის კარში გამოჭრილ სარკმელში ისე იხედებოდა. ახალგაზრდა ოდნავ უკან მოჰყვებოდა უგუნებოდ და მუყაოს ფირფიტაზე დაკრულ ფურცელში ნაკარნახევს იწერდა. -პალატა ნუმერ ორასოცდავორი… ტააკ… ესე იგი, მდგომარეობა მშვიდი, უძილობა, საჭიროა საძინებელი აბი. ოცდავორი სთ და ახლავე… თითქოს ბორკილი შეიხსნაო -ორმოცდავორი წთ… ჩაწერე? -კი -მიეჩვიე ხომ სიტუაციას -რას გულისხმობთ? -სამუშაო თუ მოგწონს მეთქი -აბა რა გითხრათ… პირველი დღეა დღეს. -ნუ შეშინდები. მალე მიეჩვევი… მშვიდი საქმეა. სადღაც მოსაწყენიც კი… -რას ამბობთ. ფსიქიატრიული და მოსაწყენი? -ხალისიანი ქვედა სართულზეა.იქ მძიმე შემთხვევებია. დღეში ორ-სამჯერ ისეთი ფორიაქი აიწევა, მტრისას. აქ დამწყები გიჟები გვყავს… ნახავ თვითონაც. აგერ ამ პალატაში მილიკენი გვყავს მაგალითად. -იქ კიდევ ნაპოლეონი, არა?- უნდოდ გაეღიმა ახალგაზრდას -ნაპოლეონი ქვევით ჩაიყვანეს ერთი კვირის წინ. გაქცევას გეგმავდა ბიჭი. პალატა ორასოცდავოთხი. ამათ ჩავყვეთ ჯერ, მერე იმათ. -ჯერ ლუწები, ერთმხარეს რომაა არა? -მიხვედრილი ბიჭი ჩანხარ შენ. მდგომარეობა მშვიდი. ძინავს. დროც მიუწერე? -კი. ეგ არი მილიკენი? -ეგ არი, ეგა. დიდი მოუსვენარი გონების პატრონია, რომ იცოდე. მილიკენი ხომ იცი ვინც იყო? -როგორ არა. სინათლის სიჩქარე იმან გამოთვალა. სკოლაშიც ასწავლიან ამას -ჰოო… არ მიკვირდა პროფესორმა რაღა ეს სახელი შეურჩია მეთქი… მე გამომგონებელს ვარჩევდი… -კი მაგრამ მილიკენი რა შუაშია -შუაში ყოფილა სწორედ. ჩამოვჯდეთ ცოტა ხნით. კედელთან მიდგმულ გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ -სინათლის სიჩქარეს ზომავდა ესეც. გვიან ღამით, როცა სოფელს ეძინა, დამაგრძელებლით გარეთ, გზის პირას გამოქონდა ნათურა.წამზომს დაინიშნავდა და ჩართავდა თუ არა ნათურას თვითონაც გაიქცეოდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა, და მანამ მირბოდა სანამ თვალთ არ დაუბნელდებოდა თურმე… -მერე რა? - მერე დაუსკვნია სინათლის სხივი ჩამორჩაო და დანარჩენი სკოლის პროგრამაშიც კი ყოფილა. სულს რომ მოითქვამდა, უკან მობრუნებული ზომავდა მანძილს ნაბიჯებით, წამმზომიც ხომ ჰქონდა... რამდენი გამოუვიდა იმას? - სამასი ათასი კილომეტრი წამში. -მაგრად შემცდარა, რომ იცოდე, ათასვორასი ნაბიჯია წუთში, გუშინწინ დააზუსტა ამან და იმიტომ ძინავს ასე მშვიდად. გავუყვეთ ახლა -გამომგონებელი რა შუაშია მაშინ? -მანამდე დურბინდი გამოუგონია ულინზებო. მხოლოდ ორი, მოკლე მილის ნაჭერი დასჭირვებია ამისთვის, და ყურადღების კონცენტრაცია მცირე არეზე შესაძლებელი გახდაო, დღესაც ამაყობს ამით. ხო, კიდევ, სულ არ გამჭირვებია ცალთვალებისთვის ჭოგრიტის გამოგონებაო…აი ის, ერთმილიანი რომაა. -ახლა რაზე მუშაობს თუ იცი? თავშეკავებით იცინოდა ახალგაზრდა -ახლა თოხს იხვეწება. ცდები მაქვს დასამთავრაბელიო. -რაო? -ისეთი თოხის გამოგონება უნდოდა თურმე, ფეხი შემთხვევითაც რომ დაედგა, უხიფათო ყოფილიყო ფეხის პატრონისთვის -გამოუვიდა რამე? გულიანად იცინოდა ახალგაზრდა. -დიდხანს ატარებდა თურმე ცდებს. მთელი სოფელი შეწუხდა. თოხებს და ფარცხებს მალავდა ყველა ამის საცოდაობით. მაგრამ რა, სადაც წააწყდებოდა უყურადღებოდ მიგდებულს იქვე ჩაუჯდებოდა თურმე საქმეს. შეეშინდათ მერე, ვიღაცის თოხს არ ემსხვერპლოსო და მოიყვანეს აქ…სამი კოპით შუბლზე. -აკი იძახდი მოსაწყენიაო? -ეეჰ… ნახავ თვითონაც. -რა უნდა ვნახო აწი, სულ სამი პალატა დარჩა -აბა მე რას გეუბნები რო, ნახავ მეთქი და ნახავ კიდეც… -ხომ ვნახე უკვე ისევ წაუხდა გუნება ახალგაზრდას -აბა მე რა გითხარი -შენ მეუბნები, ნახავო… -დიდი ამბავი მითქვამს, ხო იცი. საბოლოოდ აირივნენ და გაჩუმდნენ.
*** -აჰა, ესეც ბოლო პალატაა… -აქ ვინ არის? -აქ ერთი მაგარი შიზოფრენიკია. თვლის რომ ფრთები აქვს. რომ კითხავენ როდის ამას იქითო, პასუხობს, ყოველთვის მქონდაო. სადაური ხარო კითხავ, ცისკენ აიხედავს, იქიდანო, დაბადების თარიღს კითხავ, სამყაროს გაჩენამდეო… მოკლედ დაიჩემა თავისთვის რაღაცა. მიდი ახლა და არკვიე ვინაა. ისე ანგელოზივით წყნარია და სევდიანი. არ მოწონს აქ… თუმცა ვის მოსწონს რო… -ვერ გაფრინდება მერე თუ ფრთები აქვს -უთხრა პროფესორმა, რა უპასუხა თუ იცი? -საიდან, აბა? -გავფრინდებოდი, მაგრამ მებრალებითო… გადარია კაცი, ამას ქვევით გავამწესებო, დაიმუქრა. შეიხედე თუ გინდა. ახალგაზრდა სარკმელთან მივიდა -არავინ ჩანს… მართლა ხომ არ გაფრენილა ჰა? იმედისმაგვარმა გამოჟონა ხმაში -კარგი ერთი, შენც გამიფრინე ახლა… კარს უკან მიიმალებოდა. იცის ხოლმე ეგრე. ასაკოვანმა კარზე ჯერ დააკაკუნა და პასუხს არც დალოდებია, ისე გააღო კარებში სევდიანდ მომღიმარი და არამიწიერი სილამაზის ჭაბუკი იდგა. ზურგზე კოხტად გადაწყობილი,თვალისმომჭრელად თეთრი ფრთები, ორივე მხრიდან იატაკამდე დაშვებოდა. ახალგაზრდა გახევდა. პირი გაუშრა და სათქმელიც ყელში გაეჩხირა. -იმალები ხომ ისევ? ბრაზობდა ასაკოვანი. -ახალი მინდოდა მენახა იღიმებოდა სევდიანი ღიმილით, როგორც ყოველთვის -როდის მორჩები ერთი ამ მაიმუნობას კარი მიუხურა ხმაურით და ახალგაზრდაც შიშით, ფრთა არ მოჰყვესო კარებში, შეკრთა. -ჩაწერე. მდგომარეობა ნერვიული. უძილობა. საჭიროებს დამამშვიდებელს. რას გაშტერებულხარ, ბიჭო, წამოდი დროზე, ფეხბურთი იწყება. ახალგაზრდამ ცხადად იგრძნო როგორ ამოიოხრა ჭაბუკმა კარს მიღმა და თვალნათლივ დაინახა, თუ როგორ სინანულით გაიქნია თავი. “საგიჟეთიაო, ნამდვილი” გაიფიქრა და ფეხათრევით მიჰყვა კოლეგას. *** ფანჯარასთან იდგა გაბრიელი. სევდიანი გასცქეროდა გისოსებს მიღმა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ფრთას მომძვრალ ბუმბულს ატრიალებდა ხელში. “თუ ასე გაგრძელდა, ისე გამიმეჩხერდება, თავადაც ვერ შევძლებ ფრენასო” წუხდა ამას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. იქედან დავიწყებ რომ ძალიან მიყვარს ადრესატი მაია -მათე...:-*
და კიდევ ერთ რაღაცას მივხვდი ავტორო...:-* აქ შენთან ის კი არ მომწონს რაზე წერ, ან რას წერ, ან როგორ დამთავრდება...არამედ წერის სტილი...სიამოვნებით წავიკითხავ ყოველგვარ უაზრობას ამ სტილით დაწერილს...:-* ეს პროზაა და ძალიან კარგი თანაც...შეგპირდი კრიტიკულად შევხედავ მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამომდის...:))) იქედან დავიწყებ რომ ძალიან მიყვარს ადრესატი მაია -მათე...:-*
და კიდევ ერთ რაღაცას მივხვდი ავტორო...:-* აქ შენთან ის კი არ მომწონს რაზე წერ, ან რას წერ, ან როგორ დამთავრდება...არამედ წერის სტილი...სიამოვნებით წავიკითხავ ყოველგვარ უაზრობას ამ სტილით დაწერილს...:-* ეს პროზაა და ძალიან კარგი თანაც...შეგპირდი კრიტიკულად შევხედავ მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამომდის...:)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|