39 წლის მარტოხელა არ ყოფილა… არა აქვს… განათლება უმაღლესი პროფესია … ცალსახად არ გამოითქმის, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს დილით ადრე გაიღვიძოს ხელ-პირი დაიბანოს კბილები გამოიხეხოს წვერი გაიპარსოს ისაუზმოს ჩაიცვას ფანჯარაში გაიხედოს და თუ საჭიროა ქოლგაც მოიძიოს.
… და მთავარი - სახლიდან გასვლის წინ შეიხედოს კარადაში. კარადა კედელზე ჰკიდია შემოსასვლელში, როცა სახლში ბრუნდება და გასასვლელში, როცა სახლიდან გადის… აი ასეთი უცნაური კარადაა. შიგთავსით ხომ ძაალიანაც უცნაური… თუმცა ვისთვის როგორ.
შეფიქრიანებული აღებს ხოლმე კარადას
- ესე იგი, რა გვაქვს დღეს? დღე დღეს, ისე როგორც გუშინ და უცილობლად ხვალეც, იწყება საქალაქო ტრანსპორტით - ნუთუ შევაბერდებით ერთმანეთსო - გაიფიქრა და “მკაცრად საქმიანი იერის” ნიღაბი ჩამოიღო თაროდან. იქვე მოირგო და სარკეშიც ჩაიხედა. გაცვეთილიყო ოდნავ, მაგრამ გადასაგდებად ვერ გაიმეტებდი. - კი შეცვლიდა კაცი, “შეწუხებული დროის უკმარობითო”, ნიღბით, მაგრამ ამას ყველაზე ცოტა “ოპელ-ვექტრა” მაინც უნდა უმაგრებდეს ზურგს. ასეა ეს! ის კი არ გვყავს. მერე? მერე სამასახური და ეგრევე შეფთან. იქ რა თქმა უნდა თავიდან “ყმაწვილურად ხალისიანი” და შემდეგ უსწრაფესად “საქმიანად შეფიქრიანებული”, ან “ფირმის კეთილდღეობის მოსურნე ერთგული თანამშრომლის” ნიღაბი - გააჩნია სიტუაციას. თუ შეფმა ისევ დაიწყო მტრებზე და მოშურნეებზე ლაპარაკი, მაშინ თადარიგში უნდა იყოს “გულწრფელად აღშფოთებულის და საბრძოლველად შემართულის”, მაგრამ სწორად დოზირებული. აქ ადვილად შეიძლება ამოვარდე ჩარჩოდან და მერე… მერე თქვი შენ. შეიძლება “უსაზღვრო სინანულმა” კი არა “ღრმად დამწუხრებამაც” ვერაფრით გიშველოს. მაგრამ თუ შეფმა, როგორც ზოგჯერ ემართება ხოლმე და ამოიოხრა - ნუ განვსჯით, მათ საქციელშიც არის ლოგიკაო - მაშინ რა? “მოწყალედ კეთილშობილურმა” არ გაამართლა ერთხელ… ეტყობა ეს მისი ფუფუნებაა. ამიტომ ეს ახალთახალი ნიღაბი მოვსინჯოთ - “ამაყად ირონიული”, ოღონდ უნდა იგრძნობოდეს რომ სიამაყის საბაბი შეფის დიდსულოვნებაა. ეგ კარგი, მაგრამ ვაი თუ შეფის ქვეცნობიერმა ზე-შეფთა უნიათობის მამხილებელი სარისკო ბილიკით იარა - მაშინ? მაშინ, მეოთხედირონიულ ნახევარ ნიღაბს პლუს ოდნავ შესამჩნევი და ასიმეტრიული ღიმილი, თანამოაზრეობაზე მინიშნებით… რთულია ეს, რთული! ჰო… რა გვაქვს კიდევ მანდ? - სამიოდე ნიღაბი მთხოვნელთათვის, “უკარება და მოუსყიდველის”, “გადაუდებელი საქმით დაკავებულის” და თითქმის შეთქმულთა ნახევარღიმილი მხოლოდ თვალებით, პირობითი სახელით “რა თქმა უნდა… არა, მაგრამ მე თქვენ ყურადღებით გისმენთ” ამასობაში დროც გავა. შესვენებაზე დღესაც შევხვდები ალბათ, ან მოვახერეხებ რაიმეს… “დარდიმანდული” აშკარად არ ამართლებს. “ჯენტლმენურს” მოვსინჯავ, ახლო დისტანციაზე თუ მომიხერხდა კონტაქტი, ან “რომანტიკულს” პლუს “იდუმალი მელანქოლიურობის” სათვალე. კი მეხამუშება ძალიან, მაგრამ ქალებს მოსწონთ რატომღაც… ჰო და ესეც! გუშინ რომ დამრჩა და საჭორაოდ აიტაცეს ეგრევე. -”ლაღად თავაშვებული სიხარულის” ნიღაბი.- ხომ შეიძლება დღესაც შემხვდეს დერეფანში… თან აწინაურებენო, ამბობენ. სულ ეგაა დღეს? კი! საკმარისია. ან იქნებ ესეც წავიღო, ჰა? - “ უბრალოდ ადამიანური კეთილგანწყობისა და გულისხმიერების “ არა! არ ღირს… ისეთი რა უნდა მოხდეს დღეს? - არც არაფერი.
სადღეისოდ შერჩეულები აკურატულად ჩაალაგა პორტფელში. პირველი ერთხელაც შეათვალიერა სარკეში და კარი გამოიხურა. სამუშაოდ მიდიოდა პროფესიით, თავადაც ვერ გამოეთქვა ცალსახად ვინ… განათლება უმაღლესი არა აქვს… არ ყოფილა… მარტოხელა 39 წლის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. შესვენებაზე დღესაც შევხვდები ალბათ, ან მოვახერეხებ რაიმეს… “დარდიმანდული” აშკარად არ ამართლებს. “ჯენტლმენურს” მოვსინჯავ, ახლო დისტანციაზე თუ მომიხერხდა კონტაქტი, ან “რომანტიკულს” პლუს “იდუმალი მელანქოლიურობის” სათვალე. კი მეხამუშება ძალიან, მაგრამ ქალებს მოსწონთ რატომღაც…
5555555555555555555555555 შესვენებაზე დღესაც შევხვდები ალბათ, ან მოვახერეხებ რაიმეს… “დარდიმანდული” აშკარად არ ამართლებს. “ჯენტლმენურს” მოვსინჯავ, ახლო დისტანციაზე თუ მომიხერხდა კონტაქტი, ან “რომანტიკულს” პლუს “იდუმალი მელანქოლიურობის” სათვალე. კი მეხამუშება ძალიან, მაგრამ ქალებს მოსწონთ რატომღაც…
5555555555555555555555555
13. გადასარევი! გადასარევი!
12. ცხოვრება რომ სცენაა და ყველა მეტ-ნაკლებად რომელიღაც ნიღაბს ვირგებთ, ყოველივე ამის ორიგინალური გააზრება იყო ეს მოთხრობა... 5 ცხოვრება რომ სცენაა და ყველა მეტ-ნაკლებად რომელიღაც ნიღაბს ვირგებთ, ყოველივე ამის ორიგინალური გააზრება იყო ეს მოთხრობა... 5
11. ნიღაბი აუცილებელია იმისათვის, რომ შორიდან კარგად დააკვირდე და დაინახო! კარგი ნაწერია. ნიღაბი აუცილებელია იმისათვის, რომ შორიდან კარგად დააკვირდე და დაინახო! კარგი ნაწერია.
10. "დილეტანტი" შეუსაბამო ნიღაბია ასეთი კარგი ნამუშევრისთვის ;) "დილეტანტი" შეუსაბამო ნიღაბია ასეთი კარგი ნამუშევრისთვის ;)
9. ეს კარგი მოთხრობა ლამის გამომრჩა. მომეწონა. ძალიან ამომწურავი და მთლიანია, არაფერი რომ არ აკლია და არც რამე მომეჩვენა ზედმეტად. ძალიან კარგია. ეს კარგი მოთხრობა ლამის გამომრჩა. მომეწონა. ძალიან ამომწურავი და მთლიანია, არაფერი რომ არ აკლია და არც რამე მომეჩვენა ზედმეტად. ძალიან კარგია.
8. უჰ, როგორ მომეწონა, ნიღბები ნირბები მოკლედ ყელში იყო ეს ნიღბები პოეზიაში თუ პროზაში და აი უცებ ასე... არ ველოდი და მიხარია როცა სასიამოვნოდ გამაოცებენ ხოლმე :) კარგი ! უჰ, როგორ მომეწონა, ნიღბები ნირბები მოკლედ ყელში იყო ეს ნიღბები პოეზიაში თუ პროზაში და აი უცებ ასე... არ ველოდი და მიხარია როცა სასიამოვნოდ გამაოცებენ ხოლმე :) კარგი !
6.
ჩემი ნება რომ იყოს თავფურცელი ეკუთვნის იმდენად კარგია. 5 ქულა.
ჩემი ნება რომ იყოს თავფურცელი ეკუთვნის იმდენად კარგია. 5 ქულა.
5. ვეღარაფერს ვიტყვი ახალს, იმდენად კარგი ნაწერია ყველა... უბრალოდ შემოვალ...ვისიამოვნებ და გავალ..:-* 555 ვეღარაფერს ვიტყვი ახალს, იმდენად კარგი ნაწერია ყველა... უბრალოდ შემოვალ...ვისიამოვნებ და გავალ..:-* 555
4. ავტორი: დილეტანტი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
11 აპრილი, 2014
ავტორი: დილეტანტი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
11 აპრილი, 2014
3. ნიღბების მახვილგონივრული კლასიფიკაცია, ავტორისთვის ჩვეული ხელწერით.
ნიღბების მახვილგონივრული კლასიფიკაცია, ავტორისთვის ჩვეული ხელწერით.
2. ავტორი: დილეტანტი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
11 აპრილი, 2014 ნიღბები, ნიღბები...ყველა შესაბამის დროსაა მოსარგები :) ავტორი: დილეტანტი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
11 აპრილი, 2014 ნიღბები, ნიღბები...ყველა შესაბამის დროსაა მოსარგები :)
1. ძალიან საინტერესოდ ემზადებით ხოლმე სამსახურში წასასვლელად. არც გზა და სამუშაოა უინტერესო. არც "არჩევანი". გადაწყვეტაც საინტერესო იყო მარტოხელობის პირობაზე. ძალიან საინტერესოდ ემზადებით ხოლმე სამსახურში წასასვლელად. არც გზა და სამუშაოა უინტერესო. არც "არჩევანი". გადაწყვეტაც საინტერესო იყო მარტოხელობის პირობაზე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|