1. გაუმართლა თუ პირიქით, იმ ერთ ვინმეს, ძნელი სათქმელია - ყველამ თავისებურად შეიძლება შეაფასოს ეს შეხვედრა. შეხვედრით კიდევ, არც მეტი არც ნაკლები, ფერიას შეხვდა. მეტიც - ფერიებს. დიახ! ორ სხვადასხვა ფერიას, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ვითარებაში. ფერიების შესახებ, რომელთა არსებობაც ბავშვობაშივე ეჭქვეშ დააყენა, მხოლოდ ის იცოდა, რაც ძალიან მოსწონდა - რომ ისინი კარგ ადამიანებს სურვილებს უსრულებენ. თან არაერთს. მაგრამ ესენიი... ესენი უცნაურები იყვნენ… სხვანაირები
პირველი მაგალითად, თავს “არსის ფერიას” უწოდებდა და ასე წარუდგა -მე ვარ ფერია არსისა -რისი, უკაცრავად და…- დაიბნა ცოტათი -არსის, ჩემო კარგო, არსის. რა თქმა უნდა სურვილების შესრულებაც შემიძლია, მაგრამ ეს არ არის ჩემი მთავარი მიზანი. -ჰმ… აბა რა? - გაწბილებული ჩანდა, ერთი შეხედვით -ჩემი ამოცანაა ადამიანს თვალი ავუხილო იმაზე, რაც ასე ძალიან სურს. -ჰმ… ვერ გავიგე რაღაც - გაწბილებამ გაუარა და გაკვირვება ეწვია ამჯერად -არა და სულ მარტივია - მოწყალედ გაუღიმა ფერიამ - აი მაგალითად, გინდა იყო მდიდარი? -ე! სად? აქ? - ეეჰ… კაცს ფერია შეგხვდეს და ამას უნდა კითხულობდე? - აბა რა! ცოტა მოშორებითაც შეიძლება - გაექილიკა ფერია - გულწრფელად გსურს იყო მდიდარი? - ე! მსურს! აბა არა? - გაკვირვება იმედმა ჩაანაცვლა მყისვე - გუ… გულწრფელად, აბა როგორ. (სადაც იმედია, იქ მღელვარება უნდა გამოჩნდეს წამსვე. ეგ ხომ მარტო არსად დადის რა.) - აი ხედავ, დაფიქრებაც კი არ დაგჭირდა საწყლად გაუღიმა და ოდნავ შერცხვა თითქოს. - იცი მაინც რა არის სიმდიდრე? - როგორა არა. ეს… ესე იგი… აი… ბლომად ფული რომ გაქვს რა… მოკლედ. - მართლა ასე ფიქრობ? - ოოო… ისეთი ირონიული იყო ფერია, მეც კი შევწუხდი, იმან კი ჯიუტად დაუქნია თავი. თანხმობის ნიშნად, რა თქმა უნდა. - და რამდენია ეს, ბევრი. ათასი? თუ მილიონი? ან იქნებ მილიარდი? ჰა?.. მართლაც და მილიარდი რომ იყოს, ბევრია? თუ როგორ? დაფიქრდა. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ რამეზე დაფიქრდებოდა. - ხედავ? დაფიქრდი. თან ეს მხოლოდ პირველი სირთულეა აქ. აი მეორეც: ვთქვათ და ჩამოყალიბდი ამ საკითხში და გინდა! ბევრი ფული გინდა და გაქვს კიდეც, ვთქვათ მილიონი აშშ დოლარი, თუ ევრო გირჩევნია. ან იქნებ ლარი… - იყოს აშუშუსი - გადაყლაპავდა ნერწყვს, აბა რა უნდა ექნა. - კი ბატონო - გაუღიმა ფერიამ - მაგრამ, ხომ იცი ეს კრიზისიო, ის კიდევ ინფლაციაო და რა? უცებ აღმოჩნდება რომ მილიონერი კი ხარ, მაგრამ სამკურნალოდ თუ გეყოფა ეს შენი აშუშუსი, რას შვრები ახლა? - მილიარდი რომ ყოფილიყო? - შესთავაზა გამოსავალი - კრიზისებიც ათასნაირი რომაა… - რა ვქნათ აბა? - უმწეობამ დარია ხელი - რა ვიცი აბა… მე მაინტერესებს ხარ თუ არა ახლა შენ მდიდარი, როგორც გსურდა, ბევრი ფულით? - ეეჰ… არა მგონია. - კარგი ჰო… რა ყურები ჩამოყარე. ვთქვათ და არავითარი კრიზისი არ მოხდა. რა, არ შეიძლება ასე? -როგორ არა… ძალიანაც კი შეიძლება -ჰოო და გაქვს მილიონი. კარგია ხომ? -აშუშუსი! - დააზუსტა - რა თქმა უნდა. - კი, კარგია - უხმო მღელვარება არ ტოვებდა მაინც. - კარგიაო, ამბობ! შენ ისა თქვი საზღაურს რითი იხდი. - ვერ გავიგე რაღაც - შეწუხდა. მართლა ვერ გაიგო, მეც კი დავიბენი ცოტა. - რა არის აქ გაუგებარი. ამხნის კაცი ხარ და მსოფლიო წონასწორობის შენარჩუნების კანონი არ იცი? - რისი შენარჩუნების, უკაცრავად და - მატერიის, ენერგიის, სამართლიანობის. რაო, მართლა არ გაგიგია? რას გასწავლიან ამ სკოლებში, გაგიჟდება კაცი - ფერია ამ შემთხვევაში - ვაა - გულწრფელად გაუკვირდა - … ფული, რა, მატერიაა? ენერგია და ისიც, რა ჰქვია… ჰო, სამართლიანობა. -აბა შენ რა გეგონა!!! ერთიც , მეორეც მესამეც და კიდევ ბევრი სხვა რამ… და საერთოდ ბარი კომონერის კანონებზე არაფერი გსმენია? - ბარი ვინ?... ნომერი?- ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს - აბა შენა ყოფილხარ რა!.. მილიონი კი გინდა. - აშუშუსი - ჩააკნავლა მაინც, ყოველი შემთხვევისათვის. - არ დამვიწყებია ეგ… ოთხად ოთხი კანონია, ჩემო კარგო, ძალიან გასაგებად ჩამოყალიბებული. პირველი: ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან, მეორე: ყველაფერი სადღაც თავსდება, მესამე: ბუნებამ უკეთ იცის!... და მეოთხეც და მთავარი ჩვენი შემთხვევისათვის: მუქთად არაფერი მოდის… ასეა ეს! და ამის დარღვევის არც უფლება და არც შესაძლებლობა არა აქვს არაავის, არც ფერიებს, სხვათაშორის. ასე რომ მოგიწევს ანაზღაურება. - კი მაგრამ, რითი? - დაინტერესდა მაინც - რითი იხდიან ამის საფასურს? ფული ხომ არა მაქვს… ჯერ! - საქმეც მაგაშია. რაკი ფული არა გაქვს ჯერ, სხვა რამით უნდა შეიძინო ის რაც ასე ძალიან გინდა… თან ზუსტად მილიონისა უნდა იყოს? - აშუშუსი? - იკითხა ამჯერად - რაო, ხომ არ შევცვალოთ ვალუტა? - გაეცინა ფერიას - ან ხომ არ შევამციროთ, იქნებ ცოტა და იაფი ჯობდეს. ჰა? - კი მაგრამ რითი ავანაზღაურო, რომ არ ვიცი? - არ იცის ამან… ჰმ, ბევრი რამ გაქვს ასანაზღაურებლად, საქმე იმაშია ფულში გაცვლი თუა არა იმათ, თან დიდ ფულში. - მაინც რა მაქვს ასეთი? - განაწყენებული ჩანდა რატომღაც. - ჯანმრთელობა მაგალითად, იმედი თუ გსურს, ან სიყვარული… მეგობრობაც საკმაოდ ფასეულია, ახლობელთა სიხარული, სიცოცხლეზე რომ არაფერი ვთქვათ… ბევრი რამ გაქვს სანაცვლოდ, ძალიან ბევრი. შენ შენი, სხვას კიდევ თავისი. ვის რა, მოკლედ. დუმდა. - აბა, რას იტყვი? გინდა სიმდიდრე? ბევრი ფული… მზად ხარ გაიღო საამისოდ… ფიქრობ? დროა გადაწყვიტო… კიდევ მყავს მსურველები სანახავი. - რა ვიცი აბა… მმმ… არ ვიცი. - საბრალო… რა გიყო აბა - გულწრფელი სინანულით დახედა დაღონებულ, საფიქრალში ჩავარდნილ კაცს - მე ხომ ბოლომდე ჯერ არ ამიხსნია შენთვის შენი სურვილების არსი, და არა მარტო ბევრი ფულისა… შემეძლო კია, მაგრამ შენ ამისთვის მზად არა ხარ, როგორც ჩანს. არ მომწიფებულხარ ჯერ. - ჰო, ალბათ. -სამაგიეროდ შენ უკვე გაქვს რაღაც, რაც ადრე არ გქონდა. -მართლა. რა მაინც? - ფერიასთან შეხვედრის გამოცდილება -არსის ფერიასთან არა? - გაეღიმა კაცს - აკი მუქთად არაფერი მოდისო? - მერე, სად ხედავ აქ მუქთას? შენ ხომ ილუზიას შეელიე სანაცვლოდ, ბევრი ფულის ქონის ილუზიას. გაუღიმა მხოლოდ. ოღონდ მხნედ, იმედიანად. ესენი ხომ შემორჩა და ბევრი სხვა რამეც, ძალიან ძვირფასი. - მოდი მერე, როცა მომწიფდები - სად? - ისევ გაიკლაკნა გულში ჯერაც უსაგნო სურვილი - თუ მომწიფდები, მიხვდები კიდეც. - სადღაც შორიდან მოისმა ფერიას ხმა.
*** მას შემდეგ არ შეხვედრია “არსის ფერიას” - ჯერაც არ მოწიფებულა ალბათ, სამაგიეროდ სხვა ფერიას შეხვდა… მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით.
2. მას შემდეგ არ შეხვედრია “არსის ფერიას” - ჯერაც არ მოწიფებულა ალბათ საამისოდ, სამაგიეროდ სხვა ფერიას შეხვდა და ვინ იცის, იქნებ არც იყო ეს შემთხვევითი შეხვედრა. რამდენად გაუმართლა, თუ პირიქით, არც ახლაა ადვილად სათქმელი. ასე თუ ისე, შეხვედრა შედგა და შედგა, რა თქმა უნდა,ცხოვრების ურთულეს ვითარებაში, რომელშიაც აღმოჩნდა. ვითარება კი მართლა ისეთი გახლდათ, მტერს რომ არ უსურვებს კაცი. წვრილმანებში აღწერა ამისა არ ღირს, მაგრამ წარმოდგენის შესაქმნელად მაინც უნდა ითქვას, რომ თითქმის ნახევარ ქალაქთან ვალში აღმოჩენილიყო, ისე უეცრად, რომ აზრზე ახლაღა მოვიდა, ამას დამატებული ოჯახში ფორიაქი, სამსახურიც აიწეწა და თითქოს ეს არ კმაროდა, ახლა "კანონიც" დაინტერესდა მისი საქმიანობის ზოგიერთი ასპექტით… აკი, ვამბობდი, მტერს არ უსურვებს კაცი ამას-მეთქი. ერთხანს ფიქრობდა, სულ იმ ფერიას ოინებია ეგო… იმისი, “არსისა” ვარო, რომ უთხრა და ვერაფერი გაუგო. რისთვის მოვიდა, რა უნდოდა, თხოვა ვინმემ თუ რა?! მოგზავნილი იყო ალბათო - დაასკვნა, მაგრამ ვისგან კონკრეტულად, ამაზე ფიქრი მის ძალებს აღემატებოდა. საქმე კი ცუდად იყო… ძაალიან ცუდადაც კი. ისე ცუდად, ისე რომ სასოწარკვეთამდე არაფერი აკლდა და რაღა დარჩენოდა -ცას შეჰღაღადა თავისი გასაჭირი. ღაღადი, როგორც ასეთი, რაღაცნაირად აბურდული და ყოვლად უვარგისი გამოუვიდა. უპირველეს ყივლისა, ბოდიში მოიხადა, რომ მხოლოდ ახლა, ამ გამოუვალ ვითარებაში გამახსენდიო და მერე, რას არ მიედ-მოედო, რეები არ იბოდიალა, მაგრამ აქ მთავარი მაინც სულ სხვაა! სწორედ მაშინ (ღაღადად რომ დავარდა) მის თავზემოთ ნებიერი ირაოთი თავს ირთობდა ფერია. თვითონ ვერ ხედავდა, რა თქმა უნდა, სამაგიეროდ ფერიამ შენიშნა უწეო, ერთი ვინმე ადამიანი და გამოეხმაურა კიდეც. შიშნარევი სიხარულით უცქეროდა ციდან ბუმბულივით მსუბუქად დაშვებულს და კეთილად მოღიმარს. -ვაჰ, რა გაჭრილი ვაშლივით ჰგავსო... - გაიფიქრა და თვითონაც სცადა რაღაც ღიმილსმაგვარით შეგებებოდა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა მღელვარედ ამოხრიალების მეტი, მერე ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა და… უსიტყვო ინტერესით მიაჩერდა. გაუმართლა თითქოს… არა? მაგრამ რა? - რა გაგჭირვებია ადამიანო - დამაიმედებლად კი ჰკითხა ფერიამ, მაგრამ იქვე მიაყოლა - მე, ვიზუალიზაციის ფერიამ, შემიძლია რითიმე გიშველო? - რი… რისმა… კხ, კხ… უკაცრავად და ფე… ფერიამ? - შეძლო მაინც გაღიმება, როგორც იქნა, ოღონდ მწარედ… უუჰ, მწარედ, მწარედ და საწყლად. - ვიზუალიზაციის - ოქროსფერი დალალები კეკლუცად შეისწორა ფერიამ და მომაჯაოდებლად გაუღიმა - რა თქმა უნდა სურვილების შესრულებაც შემიძლია, მაგრამ ეს არაა ჩემი მთავარი მიზანი. და მოკლედ, მაგრამ სავსებით გასაგებად (გამოცდილება თავისას შვრება, მოგეხსენებათ) ილაპარაკა თავისი სპეციალიზაციის ძირითად მახასიათებლებზე და მთავარ დანიშნულებაზე. საინტერესოდ ჟღერდა. დამაფიქრებლადაც კი. მაგრამ... - მერე და, რა ჯანდაბად მინდა ეგ? - ბრაზი ჭარბობდა ხმაში. უკვალოდ გამქრალიყო გაოცება-გაკვირვებაც, მეტიც, რაღაც უამურის მოლოდინს ჩაენაცვლებინა სრულად და ეს სულაც არ მოსწონდა. ფერია კი შესაშური სიმშვიდით უღიმოდა, თავისი მომხიბვლელი ღიმილით -აგიხსნი და გადაწყვიტე. გულგრილმა გამოხედა მოღიმარს. ფერიას რას გამოაპარებდა? არ შეიმჩნია მაინც. - ეს მაღალკვალიფიციური დახმარებაა, ჩემო კარგო, მიმდინარე ცხოვრებისეული პრობლემების მოსაგვარებლად. სიზმარივით ვიზუალიზირებული ფორმა პრობლემის, სულ სხვა კუთხით გიჩვენებს თავად პრობლემას. - ბარემ ისიც მითხარი, რა დამიჯდება ეს სიამოვნება და რითი გადავიხადო? - (ვინც პირველი შეხვედრის შესახებ იცის, მიხვდება ამ და სხვა კითხვის არსს). ისე დალაგებულად და ისეთი საყვედურნარევი მინიშნებით თქვა ეს, რომ თავადაც გაუკვირდა… გაუთამამდა, ხომ იცი? ფერიას რას გამოაპარებდი? მშვენივრად ხვდებოდა ყველაფერს და ამიტომაც მოკლედ უპასუხა - არც არაფერი. - ვაა!.. - ახლა კი გულწრფელად გაიკვირვა - აკი მუქთად არაფერი მოდისო? -მე არც არფერს გაძლევ… გიჩვენებ მხოლოდ. - სულ ეგაა? - გგონია ცოტაა? - არაფერიც არ მგონია - იმასაც მიხვდა ფერია, თუ როგორ ითქვა ეს “არაფერიც”. მიხვდა ადა არც არაფერი შეიმჩნია. - მითუმეტეს… გინდა გიჩვენო შენი სადღეისო მდგომარეობა, რომ სწორად გაიგო რა ხდება შენს თავს? - …. - (მრავალწერტილი იყოს) ისეთი გადაიხარხარა, ნერვიულად და სარკაზმით, მე შემრცხვა რა! ფერია კი მშვიდად იღიმოდა ისევ… წარბიც არ შეტოკებია. აცალა როდის დაწყნარდებოდა, ჩვენი “გამოცდილებიანი”. - ვააჰ… მომიტევეთ დიდსულოვნად - დაწყნარდა როგოც იქნა და იმ სამარცხვინო ხარხარის შემდეგ, სწორედ ესე უთხრა. უცნაური ვინმეა, აი! -არა უშავს რა, უფრო რთული შემთხვევებიც მინახავს - დიდსულოვნად და თვალებში, ეშმაკურითო რომ იტყვიან, ციმციმით გაუღიმა ისევ ფერიამ - და რა უნდა გავიგო, რომ ვიცი იმაზე მეტი? ან რითი უნდა მიშველოს ამან? დასერიოზულდა. - შენ ნახე და მერე, იქნებ მიხვდე კიდეც, რითი გიშველის. - კი ბატონო, ვნახოთ - ჩვენი რა მიდისო, გაივლო გულში. და უჩვენა ფერიამ მისი დღევანდელი სიტუააცია, შეიძლება ითქვას ბედიღბლის საიმწუთო განშლა. სურათ-სიზმარი კი ასეთი იყო.
თითქოს სულ ახლახან მომკული ხორბლის ყანაში იდგა … მკვრივად სეკრული ძნების ნაწილი გასალეწად გაეზიდა… გალეწილი ნამჯა ზვინად დაეწყო… ძნები, ძნები ირგვლივ… ზვინები, ზვინები უამრავი… თვალები უბრწყინავს… ჭირნახულს დაფოფინებს მოუსვენრად… იქვე ცოლშვილი შეფარებია ჩრდილს… მოწყენით გაჰყურებენ ჰორიზონტს… ცოტაც და მოვიცლიო - ღიღინებს… თქვენთვისო… მალულად თვალს აპარებს ცოლისკენ… ის კიდევ კარიესს ებრძვის მოწადინებით… უეცრად მოიქუფრა ცა საავდროდ… შეშფოთებული იყურება ირგვლივ… ჯერ იქეთ გაიქცა… ხისკენ… მაღლა აიხედა - იწვიმებს საცააო და დასცხო კიდეც უკან გამოიქცა… მერე ისევ იქეთ… სირბილითვე მობრუნდა… წვიმს… წვიმს კოკისპირულად… მიშველეეეთ… ხმა არ ამოსდის … თუ ხრიალებს… გარბის… ისევ მორბის… უზარმაზარ ბრეზენტს ექჩება… ხორბალს დააფარა - ძნები სველდება… აქეთ დაქაჩა… ხორბალს დააწვიმა… გაიქცა ისევ… საით? უკან გამოიქცა… მერე? ისევ იქეთ… მერე აქეთ… გაიტანჯა კაცი… სიცილი მოესმა… იქეთ გაიხედა… იჭაჭებოდნენ სიცილით, იქ, ხის ქვეშ… გადახურულში. სუფრა გაეშალათ ახლობლებს, თანამშრომლებს… კიდევ ვიღაცეებს და კვდებოდნენ სიცილით… მოშორებით ქოლგას შეფარებოდნენ ორნი… ერთი ხისძირში გამართულ ღრიანცელს გასცქეროდა სევდიანი მზერით… მეორეს თავი დაეხარა დამნაშავედ და მიწას ჩიჩქნიდა ფეხსაცმლის წვერით… იცნო ორივე… რა მერე… არავის აზრადაც არ მოსდიოდა დახმარებოდა… აქ კი წვიმს… საშინლად წვიმს… ცოტაც და წაილეკება ყველაფერი… არ ჩანს საშველი… უმწეოდ ჩამოყარა ხელები… გალუმპული დგას შუა ყანაში… ცას ახედა, ლამის ატირებულმა… დაიგრგვინა… თუ ხმა მოესმა ისეთი… იქით გაიხედა… ხელს უქნევდა თითქოს… თავისკენ იხმობდა… თითქოს… ნაბიჯი გადადგა მხოლოდ… და წვიმაც შეწყდა იმავწამს… მერე მეორე… მზემ გამოანათა… ხელით მოიჩრდილა… ეს ხომ… საიდან… როდის… საუკუნე გავიდა მას შემდეგ… ე-ჰე-ჰე-ჰეეიიი - გაეპასუხა… მირბის… მირბის… მირბის მისკენ და ისიც მორბის… მოღიმარი, ისევე კეთილად, როგორც მაშინ… ბავშვობისას…
ელდანაკრავივით წამოხტა. ფერიამ გაუღიმა მხოლოდ, თავისი მომაჯადოებელი ღიმილით. მანაც წამით გაუსწორა თვალი. მერე უსიტყვოდ შემობრუნდა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა. - მიხვდა - თავისთვის ჩაილაპარაკა ფერიამ და ცისკენ გეზაღებულ სიოს აემგზავრა, ბუმბულივით მსუბუქი და მომხიბვლელი. ის კი, ერთი ვინმე ადამიანი, აწ უკვე “გამოცდილი და მიხვედრილი”, ჩქარი ნაბიჯით მიმავალი, თავად თუ უწყოდა საით, ისე დამშვიდებულიყო ცოტაც და აღიღინდებოდა. ის რაღაცას მიმხვდარიყო, ისეთ რაღაცას, ყველა რომ მიხვდება… ყველა, ვისაც ჯერ კიდევ შეიძლება მოსწვდეს ბავშვობის შორეული სურნელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. დღემდე მეგონა, რომ ფერიები მხოლოდ ბერნადეტესნაირ გოგონებს სტუმრობდნენ. თურმე ვცდებოდი. "ე-ჰე-ჰე-ჰეეიიი"_ის ემოცია ძალიან მოუხდა ფინალს.
"თითქოს სულ ახლახან მომკული ხორბლის ყანაში იდგა … მკვრივად სეკრული ძნების ნაწილი გასალეწად გაეზიდა… გალეწილი ნამჯა ზვინად დაეწყო… ძნები, ძნები ირგვლივ… ზვინები, ზვინები უამრავი…"__აქედან ისეთი ღვარი და სიმსუბუქე წამოვიდა მოულოდნელად, რომ სულ დამავიწყა ჩემთვის ცოტათი გაწელილი დიალოგები. დღემდე მეგონა, რომ ფერიები მხოლოდ ბერნადეტესნაირ გოგონებს სტუმრობდნენ. თურმე ვცდებოდი. "ე-ჰე-ჰე-ჰეეიიი"_ის ემოცია ძალიან მოუხდა ფინალს.
"თითქოს სულ ახლახან მომკული ხორბლის ყანაში იდგა … მკვრივად სეკრული ძნების ნაწილი გასალეწად გაეზიდა… გალეწილი ნამჯა ზვინად დაეწყო… ძნები, ძნები ირგვლივ… ზვინები, ზვინები უამრავი…"__აქედან ისეთი ღვარი და სიმსუბუქე წამოვიდა მოულოდნელად, რომ სულ დამავიწყა ჩემთვის ცოტათი გაწელილი დიალოგები.
3. საოცარია...
პირველი შეხვედრაც და მეორე ხომ...:-*
"ის რაღაცას მიმხვდარიყო, ისეთ რაღაცას, ყველა რომ მიხვდება… ყველა, ვისაც ჯერ კიდევ შეიძლება მოსწვდეს ბავშვობის შორეული სურნელი."
ვინც მიხვდება....ბუმბულივით მსუბუქი ისაც... ,ვიზუალიზაციის ფერიასავით ალბათ...:) სიოს აემგზავრება ცისკენ...ცისკენ....
ძალიან მომწონს...ძალიან...მე მკითხველს, ავტორთან ერთად ,ასეთი ფორმით ღვთის ძიება...5555555555 საოცარია...
პირველი შეხვედრაც და მეორე ხომ...:-*
"ის რაღაცას მიმხვდარიყო, ისეთ რაღაცას, ყველა რომ მიხვდება… ყველა, ვისაც ჯერ კიდევ შეიძლება მოსწვდეს ბავშვობის შორეული სურნელი."
ვინც მიხვდება....ბუმბულივით მსუბუქი ისაც... ,ვიზუალიზაციის ფერიასავით ალბათ...:) სიოს აემგზავრება ცისკენ...ცისკენ....
ძალიან მომწონს...ძალიან...მე მკითხველს, ავტორთან ერთად ,ასეთი ფორმით ღვთის ძიება...5555555555
2. ძალიან საინტერესოა!წარმატებები ავტორს! ++ ძალიან საინტერესოა!წარმატებები ავტორს! ++
1. გამიმართლა რომ ...პირველმა წავიკითხე? ყოველთვის საინტერესო და დამაფიქრებელი გამიმართლა რომ ...პირველმა წავიკითხე? ყოველთვის საინტერესო და დამაფიქრებელი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|