ხანმოკლე, კოკისპირულიწვიმის შემდეგ, ფართო ტროტუარის შუაში გაჩენილ თხელ გუბეში კაცი იჯდა, პოზაში “ლოტოსის” და რაღაცას თავისთვის ბუტბუტებდა. ვიფიქრე, კაცია და ხასიათი, ზის თავისთვის, რა ჩემი საქმეა-მეთქი და ის იყო გვერდის ავლა დავაპირე რომ, ჩემმა მოუსვენარმა ქვეცნობიერმა, “იქნებ რა ხდებაო”, ჩვეული ინტრიგით დამამუხრუჭა და მეც ვკითხე: - დახმარება ხომ არ გჭირდებათ? მან მრავლისმეტყველად ამომხედა და მშვიდად მიპასუხა - მე ყოველთვის მჭირდება დახმარება… თქვენ ? თქვენ რა, განა უამისოდ ცხოვრობთ? - მე? აბა როგორ გითხრათ… მე, თუ შეიძლება ითქვას, ვწერ და ... - ინტელიგენტი ხართ, ესე იგი. ანუ ადამიანი რომელიც ბევრს ფიქრობს იმაზე რაც მას აბსოლუტურად არ ეხება. ღმერთთან მწყრალად, მაგრამ პატიოსნად... არა? - რატომ? თუკი ვთხზავ, ენები ვიცი, ფანტზიას არ ვუჩივი, აღმაფრენაც არ მტოვებს დიდი ხნით მარტოდ და რაც რამ საჭიროა ამ საქმისთვის კიდევ, სწორედაც რომ ღვთის შეწევნით მაქვს, ალბათ… რომ არაფერი ვთქვა, პოპულარობაზე და კომერციული წარმატების იმედზე. -ჰმ… ესე იგი, თქვენ აბითურებთ მკითხველებს, მხოლოდ პოპულარობისა და ფულის გამო? - ვაბითურებ?.. ვფიქრობ, უხეშად ჟღერს და უსამართლოდაც. თუმცა ვის როგორც ესმის. მე ვთვლი რომ კარგ რამეს ვაკეთებ მათთვის და შენ, ამ გუბეში მჯდომს რა სარგებლობა მოგაქვს ვინმესთვის ? - არანაირი… ადამიანისგან რა სარგებლობას უნდა ელოდე? ადამიანი ადამიანისთვის ღვთაებრივი რესურსია და ერთმანეთს რაღაც მიზნით ეხმარებიან ხოლმე… როგორც თქვენ, როცა წერთ… და მერე ყიდით. - კი ბატონო… იყოს ასე. მაგრამ რითი ცხოვრობთ… არსებობთ ანუ? - ლოცვით სულის გადასარჩენად - თქვა და მზერაცისკენმიმართული, მკერდთან შეტყუპებული ხელისგულებით, ჩემთვის გაუგებრად აბუტბუტდა. - სულ ეგ არის? - ცოტაა განა? თქვენ, თქვენი შეთხზული სიუჟეტებით, ან სხვისგან მონასმენი ამბების აღწერით, ერთობით და ართობთ მკითხველსაც, მხოლოდ ფულის გამო, მე კი სული უფრო მეფიქრება… - ჰო, მაგრამ, რატომ გგონიათ რომ მე არ მეფიქრება სული. ან როგორ შეიძლება წერდე, ხატავდე ან თხზავდე მუსიკას და არაფერი გეფიქრებოდეს ფულის გარდა, თუმცა უამისობას სრულიად არ გამოვრიცხავ… ბოლოსდაბოლოს მათ თავად სურთ ეს. - ნარკოტიკები, ალკოჰოლი და სხვა ცდუნებანიც, მათი სურვილია? რითი განსხვავდებით ნარკოდილერისგან? განა ორივენი ერთნაირად არ ამსხვრევთ ნაბოძებ სამყაროს? მეწყინა და მეტკინა კიდეც ერთბაშად. - აბა მხოლოდ ლოცვით რას უშველი?.. მოსაწყენიც კია. მე კიდევ ვცდილობ გავამდიდრო ადამიანი და არა თუ დავუმსხვრიო ღვთისგან ნაბოძები, არამედ გავუმყარო შეძლებისდაგვარად. - ასეთი რამ , მხოლოდ უანგაროდ კეთდება - მიპასუხა მშვიდად და ისე რომ, არ იყო ძნელი მისახვედრი საიტ უმიზნებდა. ჩანთიდან ბრეზენტის პატარა გასაშლელი სკამი ამოვიღე. გუბეში ჩავდგი და ზედ დავჯექი. გაეცინა. - თქვენ რა, სკამი დაგაქვთ თან? - ხო… მიყვარს ქალაქის მყუდრო ადგილებში განმარტოება და დაკვირვება, რა ხდება ირგვლივ. სკამი კი ყველგან როდია… როგორც აქ. ხალხი მიდი-მოდის ტროტუარზე… ზოგი გაკვირვებით, ზოგიც ღიმილით შემოგვცქერის უცნაურ მოსაუბრეებს… ყურადღებას არ ვაქცევთ მე და ჩემი ვიზავი - ხელს არავის ვუშლით და არც არავინ გვერჩის. - თქვენ თქვით რომ, ენების ცოდნა თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მრავალი მცირე ხალხის ენა იჩაგრება იმპერიული ენებისაგან. ისინი უკანასკნელი საუკენეები საკუთარს პრინციპულად თავს ახვევენ მსოფლიოს, მანამ კი მცირე ენებთან, ჭეშმარიტად თვითნაბად კულტურებთან აქტიური ბრძოლით იყვნენ დაკავებულნი და ბევრი მათგანიც სამუდამოდ აღგავეს პირისაგან მიწისა… ეს რა, ღვთის ნებით მოხდა? ღვთის, რომელიც სიყვარულია? თუ, თქვენი, წერისმოყვარულთა დაუდევრობის შედეგია? - დამაფიქრეთ, აი! არც კი ვიცი რა გითხრათ… მე მხოლოდ ერთი ენა მაინტერესებს. ენა, რომელზედაც ვწერ. - თუ ის იმპერიული არ არის, თქვენს შესახებ ვერავინ გაიგებს, თუნდაც სუპერგენიოსი იყოთ - და ისევ აბუტბუტდა… თითქოს სხვადასხვა ენებზე, გამქრალ ენებზე ალბათ. - შეიძლება, მაგრამ მწერალი მსოფლიო პოპულარობას არ ისახავს მიზნად. მთავარია მისი ხმა მისწვდეს ვინმეს, თუნდაც მისთვის მშობლიურ სივრცეში. - თქვენი საქმისა თქვენ იცით - არც შემოუხედავს ისე მიპასუხა - მე გულწრფელად გირჩევდით, სკამი მოისროლოთ და უშუალო კონტაქტში შეხვიდეთ მიწასთან… განსაკუთრებით ასეთ თხელ და სასიამოვნოდ გრილ გუბეში, ბევრად უკეთ ჩაწვდებით იმას რისი თქმაც გსურთ, თუნდაც თქვენი ხალხისთვის. - გმადლობთ… სხვა დროს იყოს - ალალად გავუღიმე მრჩეველს. გუბესთან მტრედები მოფრინდნენ. ჩვენს ირგვლივ განლაგდნენ და აუჩქარებლად სვამდნენ წყალს. სურათი გამვლელებისთვისაც საყურადღებო ხდებოდა - ორნი გუბეში და მტრედების ალყაში, საინტერესოზე მეტად, სასაცილოდ გამოიყურებოდა. - თქვენ რა, საგიჟიდან გამოგიშვეს თუ რაიმე სერიოზულით ხართ დაკავებულნი - პირველად გამხდარმა მოხუცმა დაგვირღვია სიმყუდროვე. - ამ შემთხვევაში “რაიმე სერიოზულით” - უხალისოდ ვუპასუხე მე - ძია, დაკარგეთ რამე? - ყურადღებიანმა სკოლის მოსწავლემ აუბა მხარი მოხუცს - ხო… სიუჟეტი ჩამივარდა გუბეში - გახუმრება ვცადე მე და პასუხად აშკარა უნდობლობა გამომიცხადეს. - თუ როგორ ვითარდებიან ენები… - ტრანსიდან გამოსულიყო ჩემი ვიზავი - შეიძლება ბავშვებისთვის სერიოზულად მიყურადებით გავიგოთ მხოლოდ, მათი პირველი სიტყვა, უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვესმის… და მაინც, თუკი ღმერთმა განაცალკევა ენები, ვის უნდა მათი გაერთიანება და რატომ? იფიქრეთ ამაზე, რაკი “წერას” აუტანიხართ.
ჩვენი საუბარი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა. ვერც კი შევნიშნეთ, როგორ შემოგვიერთდა ვიღაც ლოთი. - მე ვუყვარვარ იესოს - რატომღაც წარბშეკვრით განაცხადა მან . - იესოს იქნებ უყვარხარ კიდეც, დიდსულოვანია. მაგრამ ყველა დანარჩენს ბანძად რომ მიაჩნიხარ, ესეც ხომ ფაქტია! ზედაც არ შეუხედავს “მედიუმს” ისე უპასუხა. ლოთს არ გაუპროტესტებია… იქნებ არც გაუგია, ისე გაუკანტურა თავი, თითქოს “არა-ს” “ჰო-ში” აზავებდა და მთლად კლასიკური “ლოტოსის” პოზაში ვერა მაგრამ, რაღაცნაირად მსგავსად კი ჩაჯდა ისიც და რაც მთავარია შიგ გუბეში. მერე სხვებიც შემოგვეჯარნენ ირგვლივ. ზოგი ჩაცუცქულიყო, ზოგიც იდგა და ზოგიც ცმუკავდა, მაგრამ არ გვტოვებდა მაინც. და ვსაუბრობდით ენების თავისებურებებზე, სიუჟეტებზე, ლოთებზე და ნარკომანებზე… არც ისინი დაგგვიწყებია და არც ესენი… ქალებზე თავშეკავებით, მამაკაცებზე ირონიით, პოლიტიკაზე თავისთავად ამასობაში გუბეც ამოშრა და ამ იმპროვიზირებული შეკრების ინიციატორიც წამოდგა. - მორჩა - განაცხადა მოღიმარმა - დღეს ჩვენ ღრუბელზე ვისხედით და ცასთან ვსაუბრობდით. თქვა და წავიდა. ნელა, ტაატით… უხილავი ტვირთისგან ოდნავ მხრებში მოხრილი, საოცრად მსუბუქად მიაბიჯებდა მაინც.
მეორე დღეს, ღამის ბარაქიანი წვიმის შემდეგ, მთელი ქალაქი, გუბეებში “ლოტოსის” პოზაში ჩამსხდარი ადამიანებით მოფენილიყო და ყველა რაღაცას შესთხოვდა ღმერთს - საოცარი სანახაობა იყო, სიზმრის მსუბუქად აბსურდული ლოგიკით გაცისკროვნებული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ჰეჰ... როგორ მომეწონა... :) ჰეჰ... როგორ მომეწონა... :)
9. ჰეჰ... როგორ მომეწონა... :) ჰეჰ... როგორ მომეწონა... :)
8. :)) ar vici.. Motxrobis ra gitxrat da xalxis ase ertianad gamorkvevisa da gamofxizlebis ar mwams me.. :)) ar vici.. Motxrobis ra gitxrat da xalxis ase ertianad gamorkvevisa da gamofxizlebis ar mwams me..
7. ამ მოთხრობას რა დამავიწყებს, დილეტანტო?! ეს ხომ მახსოვს, მახსოვს და სულ მემახსოვრება! :) :) ამ მოთხრობას რა დამავიწყებს, დილეტანტო?! ეს ხომ მახსოვს, მახსოვს და სულ მემახსოვრება! :) :)
6. თითქოს მართლა სიუჟეტი ჩავარდნილიყო გუბეში, აორთქლების მერე ისე იყო ქალაქი მოფენილი "ლოტოსი"_ის "ყვავილებით".
წარმოვიდგინე ახლა, ყოველდღე რომ ასეთი წვიმა მოდიოდეს: "მე ვუყვარვარ იესოს".
"შენ ღარიბი ხარ, როგორც იესო". თითქოს მართლა სიუჟეტი ჩავარდნილიყო გუბეში, აორთქლების მერე ისე იყო ქალაქი მოფენილი "ლოტოსი"_ის "ყვავილებით".
წარმოვიდგინე ახლა, ყოველდღე რომ ასეთი წვიმა მოდიოდეს: "მე ვუყვარვარ იესოს".
"შენ ღარიბი ხარ, როგორც იესო".
5. "- მე? აბა როგორ გითხრათ… მე, თუ შეიძლება ითქვას, ვწერ და ... - ინტელიგენტი ხართ, ესე იგი. ანუ ადამიანი რომელიც ბევრს ფიქრობს იმაზე რაც მას აბსოლუტურად არ ეხება. ღმერთთან მწყრალად, მაგრამ პატიოსნად... არა? - რატომ? თუკი ვთხზავ, ენები ვიცი, ფანტზიას არ ვუჩივი, აღმაფრენაც არ მტოვებს დიდი ხნით მარტოდ და რაც რამ საჭიროა ამ საქმისთვის კიდევ, სწორედაც რომ ღვთის შეწევნით მაქვს, ალბათ… რომ არაფერი ვთქვა, პოპულარობაზე და კომერციული წარმატების იმედზე. -ჰმ… ესე იგი, თქვენ აბითურებთ მკითხველებს, მხოლოდ პოპულარობისა და ფულის გამო?" + + + ძალიან მომეწონა, მთელი მოთხრობა, ძალიან კარგად წერთ, გამოწვებევს ხედავთ და პასუხობთ. ყოველთვის მხვდება აქ "რაღაც ისეთი..." ძალიან მიხარია რომ წერთ და თანაც აქ ხართ. ბრავო თქვენ! 5 ქულა.
"- მე? აბა როგორ გითხრათ… მე, თუ შეიძლება ითქვას, ვწერ და ... - ინტელიგენტი ხართ, ესე იგი. ანუ ადამიანი რომელიც ბევრს ფიქრობს იმაზე რაც მას აბსოლუტურად არ ეხება. ღმერთთან მწყრალად, მაგრამ პატიოსნად... არა? - რატომ? თუკი ვთხზავ, ენები ვიცი, ფანტზიას არ ვუჩივი, აღმაფრენაც არ მტოვებს დიდი ხნით მარტოდ და რაც რამ საჭიროა ამ საქმისთვის კიდევ, სწორედაც რომ ღვთის შეწევნით მაქვს, ალბათ… რომ არაფერი ვთქვა, პოპულარობაზე და კომერციული წარმატების იმედზე. -ჰმ… ესე იგი, თქვენ აბითურებთ მკითხველებს, მხოლოდ პოპულარობისა და ფულის გამო?" + + + ძალიან მომეწონა, მთელი მოთხრობა, ძალიან კარგად წერთ, გამოწვებევს ხედავთ და პასუხობთ. ყოველთვის მხვდება აქ "რაღაც ისეთი..." ძალიან მიხარია რომ წერთ და თანაც აქ ხართ. ბრავო თქვენ! 5 ქულა.
4. რა მშვენიერი ნოველაა.
ღრუბელზე მჯდომი და ცასთან მოსაუბრე მწერალი და მისი ალტერეგო. რა მშვენიერი ნოველაა.
ღრუბელზე მჯდომი და ცასთან მოსაუბრე მწერალი და მისი ალტერეგო.
3. :))) სასიამოვნო იყო გუბეში ჩამჯდარი, ამ ყველაფრის მოსმენა თუ წაკითხვა... 555 იცი, რაღაცით ამ გუბის კაცმა ალექსანდრე გამახსენა.."სამოსელი პირველიდან"...:-* :))) სასიამოვნო იყო გუბეში ჩამჯდარი, ამ ყველაფრის მოსმენა თუ წაკითხვა... 555 იცი, რაღაცით ამ გუბის კაცმა ალექსანდრე გამახსენა.."სამოსელი პირველიდან"...:-*
2. მომეწონა, სასიამოვნოდ იკითხება :) მომეწონა, სასიამოვნოდ იკითხება :)
1. დავრჩი საინტერესოდ გაკვირვებული :)
"- მორჩა - განაცხადა მოღიმარმა - დღეს ჩვენ ღრუბელზე ვისხედით და ცასთან ვსაუბრობდით."
დავრჩი საინტერესოდ გაკვირვებული :)
"- მორჩა - განაცხადა მოღიმარმა - დღეს ჩვენ ღრუბელზე ვისხედით და ცასთან ვსაუბრობდით."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|