უყვარდა და რა ექნა? ძნელია უარის თქმა იმაზე რაც ძალიან გიყვარს… გინდ კვახი ყოფილა და გინდ კომბოსტო - აქ მთავარი სიყვარულია. ის კი, სიყვარული ანუ, მოგეხსენებათ ბრმაა, არც თუ იშვიათად ყრუ და თუ საქმეს დასჭირდება, ცოტათი მოიჩერჩეტებს კიდეც. “მისგან მეფე მონას ეყმოს, მისგან ბრძენი ხელად რებდეს”-ო, ვის არ გაუგია ეს. ჰოო და, ჩვენს მეფესაც უყვარდა კვახი - ბაღჩეული, როგორც მეცნიერები იტყოდნენ, კულტურა. უყვარდა ნებისმიერი სახით - ცივად მოხარშული განსაკუთრებით… არც შეჭამანდზე ამბობდა უარს და არც ისეთ იშვიათობაზე, როგორიც კვახის მურაბაა. ძალიან უყვარდა, მიუხედავად შინაგანი ორგანოების, კონკრეტულად კი კუჭის, არცთუ იშვიათი საპროტესტო სიგნალისა… სიგნალი იგი, მოგუდული ხმით და მართალია სუსტი, მაგრამ არასასიამოვნო მაინც, არომატით იფინებოდა გარემოში. მეფე კი გრძნობდა ამას, მაგრამ სხვა არავინ ამჩნევდა თითქოს… განსაკუთრებით ახლო გარემოცვა და მეფემაც გადაწყვიტა რომ, არა მარტო ჭკუა-გონებით და კვახის უანგარო სიყვარულით, არამედ მეტად ფაქიზი ყნოსვითაც გამოირჩეოდა ქვეშემრდომთაგან. არც გაკვირვებია. მაგრამ ერთხელ მოხდა ის, რასაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ადარებენ ხოლმე კლასიკოსები. ჩვენც უკეთესს რას მოვიფიქრებთ და ვისარგებლოთ ამ მეტაფორით. მოკლედ, გავარდა.. მეხივით მოწმენდილ ცაზე - ბავშვმა, მისთვის ჩვეული გუწრფელობით, მაგრამ ძალიან ხმამაღლა განაცხადა: - მეფე ყარს!!! - ხო!.. სწორედ ისე, ნაკითხ მკითხველს რომ გაუელვა ახლა თავში. ატყდა, მაგრამ რა ატყდა… ისინი, ვინც ვერაფერს ამჩნევდნენ თითქოს, თურმე არ იმჩნევდნენ, თორემ ახლა ცხვირზე ხელს იფარებდნენ და ფუ-ფუ-ფუო ერთხმად გაიძახოდნენ. უფრო აქტიურებმა კვახის იმპორტის აკრძალვა მოითხოვეს. მეტიც, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც უკადრებელიც კი იკადრეს, კერძოდ : - სამეფო ერთიანდ ძირმომპალიაო და მიტომაც ყარსო - განაცხადეს და - ძირს მეფეო! - ზედ მიაყოლეს უსინდისოდ. ცოტაც და რევოლუცია გარდაუვალი იქნებოდა. დამფრთხალი მეფე მზად იყო სახალხოდ უარი ეთქვა კვახზე, არა მარტო როგორც ბაღჩეულ, მეცნიერებისა არ იყოს, კულტურაზე, არამედ როგორც პროდუქტზეც და საერთოდ აეკრძალა ეს ვერაგი და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნის ინტერესებისთვის საშიში საქონელი, მიუხედავად მისადმი დაუფარავი სიმპათიისა… მაგრამ მინისტრებმა ივარგეს და უარი ათქმევინეს ამ განზრახვაზე. - უმჯობესია ისევ კვახს დაბრალდეს ყველაფერიო - მინისტრებმა - ვიდრე რაიმე სხვა მიზეზით გაუხურებიათო. ის რომ სხვა მიზეზებითაც არანაკლებ ყარდა, მეფემაც იცოდა არამარტო ყურმოკვრით და - იქნებ რაიმე რეფორმებიო… ჰა? - იკითხა შეშფოთებულმა - რეფორმები არა… კვახიო - ერთხმად გაიცინეს მინისტრებმა და მას შემდეგ სამეფოს სკეპტიკოსთა არსენალს, ერთი ფრთიანი ფრაზაც შეემატა.
მეფეს კი ისევ ძველებურად უყვარს კვახი, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ, გამორჩეულად ფაქიზ ყნოსვაზე პრეტენზია არა აქვს უკვე - დიდი ვერაფერი, მაგრამ პროგრესია მაინც, დემოკრატიის აღმართზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მაგარია ძალიან... მიყვარს ეს და "ამბიციური ტარაკანების მარში" მიყვარს მაგრად. :)
მაგარია ძალიან... მიყვარს ეს და "ამბიციური ტარაკანების მარში" მიყვარს მაგრად. :)
16. მეშლება, თუ ეს უკვე წაკითხული მქონდა? კარგია, "დილეტანტო"! მეშლება, თუ ეს უკვე წაკითხული მქონდა? კარგია, "დილეტანტო"!
15. მშვენიერია 5 ქულა.
"რეფორმები არა… კვახიო - ერთხმად გაიცინეს მინისტრებმა და მას შემდეგ სამეფოს სკეპტიკოსთა არსენალს, ერთი ფრთიანი ფრაზაც შეემატა." - გამეცინა მე, რეფორმების მსხვერპლს... :) მშვენიერია 5 ქულა.
"რეფორმები არა… კვახიო - ერთხმად გაიცინეს მინისტრებმა და მას შემდეგ სამეფოს სკეპტიკოსთა არსენალს, ერთი ფრთიანი ფრაზაც შეემატა." - გამეცინა მე, რეფორმების მსხვერპლს... :)
14. კარგი ალეგორიაა და თხრობის სტილიც შესაფერისია. კარგი ალეგორიაა და თხრობის სტილიც შესაფერისია.
13. პოლიტიუყრად მახვილი, რორმით_ გონებამახვილური, შინაარსით_ირონიული. პოლიტიუყრად მახვილი, რორმით_ გონებამახვილური, შინაარსით_ირონიული.
12. იგავურია, იუმორში გადაწყვეტილი, რატომაც არა? იგავურია, იუმორში გადაწყვეტილი, რატომაც არა?
11. ჰო, სიმძაფრე დააკლდა, მოუხდებოდა, ვერ გაიხსნა მგონი ავტორი ბოლომდე :) ჰო, სიმძაფრე დააკლდა, მოუხდებოდა, ვერ გაიხსნა მგონი ავტორი ბოლომდე :)
10. ცოტა ის ამბავი გამახსენდა, ბავშვმა რომ წამოიძახა: მეფე შიშველია!
ცოტა ის ამბავი გამახსენდა, ბავშვმა რომ წამოიძახა: მეფე შიშველია!
9. რა უნდა ახლა ამ პოლიტიკას ,ამ პროზაში ?! რა უნდა ახლა ამ პოლიტიკას ,ამ პროზაში ?!
8. სურნელი ამ საიტზეც ხომ არ გადმოიტანა ამ კვახმა?
საინტერესო მოთხრობაა თუმცა იუმორის სტილშია დაწერილი და ჟანრობრივად სადაო გახდა ჩემთვის, აქ უნდა იდოს თუ იუმორისტულში.
ვინაა დილეტანტი. აქაური ფრაზით რომ ვთქვათ დილეტანტი არა კვახი... :D კაი გამოცდილი ავტორია აქ სურნელი ამ საიტზეც ხომ არ გადმოიტანა ამ კვახმა?
საინტერესო მოთხრობაა თუმცა იუმორის სტილშია დაწერილი და ჟანრობრივად სადაო გახდა ჩემთვის, აქ უნდა იდოს თუ იუმორისტულში.
ვინაა დილეტანტი. აქაური ფრაზით რომ ვთქვათ დილეტანტი არა კვახი... :D კაი გამოცდილი ავტორია აქ
7. იმიტომ, რომ "კვახს " იმერეთში ეძახიან :)
"პროგრესი არა... გოგრა" - საერთოდ არ ჟღერს :)
იმიტომ, რომ "კვახს " იმერეთში ეძახიან :)
"პროგრესი არა... გოგრა" - საერთოდ არ ჟღერს :)
6. რატომ ვითომ? :)
კვახი მხოლოდ იმერეთში უყვართ თუ... ?
რატომ ვითომ? :)
კვახი მხოლოდ იმერეთში უყვართ თუ... ?
5. იმერელი იქნებოდა ეგ მეფე :)
ეჰ, ძალიან ციცაბოა დემოკრატიის აღმართი.
იმერელი იქნებოდა ეგ მეფე :)
ეჰ, ძალიან ციცაბოა დემოკრატიის აღმართი.
4. :( საწყალი მეფე მატყუარა ქვეშევდრომების და მოვარგე მინისტრების ხელში
ვერ მოვიწონე :( :( საწყალი მეფე მატყუარა ქვეშევდრომების და მოვარგე მინისტრების ხელში
ვერ მოვიწონე :(
3. მახსოვდა კარგად...:-* იმ მთავრობას რა კარგად ერგებოდა და ამ მთავრობას ხომ მშვენივრად...:))) 5 მახსოვდა კარგად...:-* იმ მთავრობას რა კარგად ერგებოდა და ამ მთავრობას ხომ მშვენივრად...:))) 5
2. "რეფორმები არა… კვახიო " :)))
+5 "რეფორმები არა… კვახიო " :)))
+5
1. :) ძალიან მომეწონა,თავისი მსუბუქი სარკაზმით + + :) ძალიან მომეწონა,თავისი მსუბუქი სარკაზმით + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|