გამარჯობათ, მე ნია-გაბუ ვარ... არ ვიცი როგორი ვარ, ან რამხელა. ვიცი მხოლოდ ის, რომ ჩემთან დაკავშირებით "გარეთ" დიდი ალიაქოთია ატეხილი... ყველაფერს თავიდან დავიწყებ...
დედა და მამა დიდხანს მეგობრობდნენ თურმე... ზაფხულში დედას ბათუმი მონატრებია და ჩასვლა გადაუწყვეტია, სადაც მამა უნახავს. მერე თურმე მამა-გიოს თავი ვერ შეუკავებია (ალბათ ისე, მე რომ ვერ ვიკავებ კისერს დიდი წვალებით მოვბრუნდები, მერე გადამძალავს და ისევ თავდაყირა მოვექცევი ხოლმე. თუ როგორც არის არ ვიცი)... მოკლედ თავი ვერ შეუკავების და დედასათვის უკოცნია(ესეც ვერ გავიგე რას ნიშნავს ალბათ იმნაირი რამეა, მე რომ თითი მიდევს ხოლმე პირში)...
მერე, ერთად უცხოვრიათ ცოტა ხანს. ნეტა მე და დედა რომ ვცხოცრობთ ერთად ასე იცხოვრეს?.. (აუუუ, რამდენ რამეს ვერ ვიგებ რომ იცოდეთ... მესმის, მაგრამ ვერ ვხვდები რას ნიშნავს). ბოლოს დედას გაუგია, რომ მამა-გიოს სხვა ქალი უყვარს. აი, ეს კი ვიცი რაც არის. მაგალითად: მე ვუყვარვარ დედას, რასაც მინდა იმას მაჭმევს, თუ არა და უკან ვუბრუნებ... ცდილობს სულ ჩემს ჭკუაზე იაროს. მე რომ მომწონს ისეთ მუსიკას უსმენს. ვერ ვიტან შაკირას, სამაგიეროდ ჯო კოკერი მომწონს ძალიან და მაგას ვუსმენთ. ნეტა მანახა როგორია... კიდევ მეფერება ხოლმე "გარედან", ჩემთვის ყველაფერი ხარო მეუბნება. ერთი სული მაქვს დაგინახოო. სულ ერთად ვიქნებითო (აი, ეს არ მომწონს!!! სულ ერთად რომ ვიყოთ, აქედან როდისღა გავიდე?), მეუბნება ლამაზ კაბებს გიყიდიო, პრინცესასავით გატარებო... ხოდა ალბათ მამა-გიოსაც ასე უყვარს სხვა ქალი...
არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, მერე რა რომ გოგო ვარ... ამიტომ გავაგრძელებ და გეტყვით, რომ დედას გაბრაზებულ გულზე ბევრი ცუდი რამეები გაუკეთებია და ამბობს- კიდევ კარგი მალევე მივხვდი და ვეცადე გამომესწორებინაო. აქედანაც ბევრი არაფერი მესმის, მაგრამ დედას ეტყობა, რომ ეს უხარია და მეც კარგად ვარ მაგ დროს.
დედასაც და მამასაც ძალიან უდოდათ თურმე, რომ ვყოლოდი... მეც ბევრი არ ვიფიქრე და დედას მუცელში ჩავძვერი. ცოტა კი გამაბრაზა თავიდან(რაღაც ცუდი სუნით მგუდავდა ხოლმე, კიდევ რაღცას სვამდა და მერე მე ვეღარ ვიხსენებდი წინა დღის ამბებს, კიდევ სადღაც დადიოდა თავზე დამაჭერდნენ და ეუბნებოდნენ აი ნახე რა საყვარლად ზისო მითვალთვალებდნენ და ესეც არ მომწონდა ახლა იქ იშვიათად დავდივართ), მაგრამ არაუშავს, აქედან რომ გავალ ისეთ რამეებს მპირდება ვაპატიებ...
დედა ამბობს გიო-მამას უყვარხარო და მართალიცაა, მეფერება ხოლმე როცა მოდის. ყურს მომადებს და მისმენს. მეც აქედან მივაჭერ ფეხს, მერე ცდილობს მაკოცოს გარედან, მე მეღუტუნება და ვიმალები. დედასაც ეღუტუნება მუცელზე... გიო-მამა თავს დამადებს ხოლმე გარედან და ასე იძინებს, ოღონდ ეს ძალიან იშვიათად ხდება. უფრო მეტად დედას ხელების სითბო მაძინებს... გიო-მამა არ მპირდება იმდენ რამეს, რამდენსაც დედა. გოგოებმა ხომ ბევრი ლაპარაკი ვიცით, ბიჭებმა ნაკლები, ალბათ ამიტომ...
ორივეს აინტერესებს როგორი ვარ. ჩემი სიმაღლე, წონა, თმის და თვალის ფერი, მოკლედ ძალიან ცნობისმოყვარეები არიან... დედა ამბობს, მამასი არ ვიცი და მე სულ გვერდით გეყოლებიო... ვერც ამას ვიგებ, მაგრამ დავიღალე ამდენ გაუგებარ რამეზე ფიქრით...
ჰოდა, იმას გეუბნებოდით, რომ მე ნია-გაბუ ვარ და ერთი სული მაქვს გარეთ გამოვიდე. როდისღაც ხომ უნდა მიპასუხონ ამდენ კითხვაზე?.. თანაც მეც ჩემი მშობლებივით ცნობისმოყვარე ვარ და მაინტერესებს მანდ თქვენთან რა ხდება...
დედა ამბობს ხოლმე, - ყველაფერს თავისი დრო აქვსო და ჩემი გამოსვლის დრომდე გემშვიდობებით... მოვდივარ...
თქვენი ნია-გაბუ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ვისაც სითბო გინდათ, ან ბავშვობაში გამგზავრება(რაც თითქმის იგივეა), ა! ბატონო:) ვისაც სითბო გინდათ, ან ბავშვობაში გამგზავრება(რაც თითქმის იგივეა), ა! ბატონო:)
10. თავიდან დავიწყე კითხვა:) ეს ცოტა სუსტია შემდეგებზე:) თავიდან დავიწყე კითხვა:) ეს ცოტა სუსტია შემდეგებზე:)
9. აჰ,საშინლად არ მომეწონა ეს ნაწერი. მეც ბევრი არ ვიფიქრე და დედას მუცელში ჩავძვერი. ცოტა კი გამაბრაზა თავიდან(რაღაც ცუდი სუნით მგუდავდა ხოლმე, კიდევ რაღცას სვამდა და მერე მე ვეღარ ვიხსენებდი წინა დღის ამბებს>>ეს მონაკვეთი განსაკუტრებით. არ ვიცი რატომ მაგრამ დადებითი ემოცია არ გამყვა კითხვის მერე და კიტხვის განმავლობაშიც ვერ განვეწყე დადებითად... აჰ,საშინლად არ მომეწონა ეს ნაწერი. მეც ბევრი არ ვიფიქრე და დედას მუცელში ჩავძვერი. ცოტა კი გამაბრაზა თავიდან(რაღაც ცუდი სუნით მგუდავდა ხოლმე, კიდევ რაღცას სვამდა და მერე მე ვეღარ ვიხსენებდი წინა დღის ამბებს>>ეს მონაკვეთი განსაკუტრებით. არ ვიცი რატომ მაგრამ დადებითი ემოცია არ გამყვა კითხვის მერე და კიტხვის განმავლობაშიც ვერ განვეწყე დადებითად...
8. ფეხბედნიერი იყოს შენი მოსვლა ნია გაბუ ფეხბედნიერი იყოს შენი მოსვლა ნია გაბუ
7. არ აქვს ამ პროზას ის, რაც უკან მოგაბრუნებს ისევ, მაილს დევის მოუსმინოთ აჯობებს და თან ლუდი მოწრუპოთ არ აქვს ამ პროზას ის, რაც უკან მოგაბრუნებს ისევ, მაილს დევის მოუსმინოთ აჯობებს და თან ლუდი მოწრუპოთ
6. საყვარელი ნია-გაბუ...:-* საყვარელი ნია-გაბუ...:-*
5. ნია-გაბუ-ნია :). ნია-გაბუ-ნია :).
4. ნია-გაბუ ვარ და ერთი სული მაქვს გარეთ გამოვიდე. როდისღაც ხომ უნდა მიპასუხონ ამდენ კითხვაზე?.. თანაც მეც ჩემი მშობლებივით ცნობისმოყვარე ვარ და მაინტერესებს მანდ თქვენთან რა ხდება...
კარგია,კარგი! ნია-გაბუ ვარ და ერთი სული მაქვს გარეთ გამოვიდე. როდისღაც ხომ უნდა მიპასუხონ ამდენ კითხვაზე?.. თანაც მეც ჩემი მშობლებივით ცნობისმოყვარე ვარ და მაინტერესებს მანდ თქვენთან რა ხდება...
კარგია,კარგი!
2. გაიზარდე, პატარა! :))) გაიზარდე, პატარა! :)))
1. მოგეფერე ნია-გაბუ :) :-* მოგეფერე ნია-გაბუ :) :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|