[ნინო მიქიაშვილი]
დღეს, 10 ივლისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყველა მოქმედი ტაძრიდან მრევლი თავ-თავიანთ მოძღვრებთან ერთად მშვიდობიანი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძვრება. ამის შესახებ, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ გვითხრა, რომელსაც სამების ეზოში ვესაუბრეთ.
სამღვდელოება და მრევლი კიდევ ერთხელ მოითხოვენ უარი თქვას ხელისუფლებამ 5 ივლისს მიღებულ კანონზე, რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ.
ქაშუეთის ტაძართან დათქმულ შეკრებაზე ათეულობით ათასი ადამიანი მივიდა, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ შეკრების ირგვლივ ინფორმაცია მხოლოდ სოციალურ ქსელებში იყო გავრცელებული. ქვაშუეთთან შეკრებილი ადამიანები სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ. მათ ხალხი გზადაგზა ემატებოდა. როცა აქციაზე მივედით, მსვლელობა დაწყებული იყო - პუშკინის ქუჩაზე გახლდათ ხალხის ნაკადის ბოლო, ხოლო თავი არ ჩანდა, მხოლოდ იმას ვხედავდით, რომ ბარათაშვილის ხიდს იქით გადასულები იყვნენ.
ამ მსვლელობაში მონაწილეობა ძირითადად ახალგაზრდობამ მიიღო. ძალიან ბევრ ადამიანს ბავშვები ჰყავდა თან, მათ შორის ჩვილები. იყვნენ შუახნის ადამიანები, ხანშიშესულები და მოხუცებიც. ტელეკამერები არსად დაგვინახავს.
სამების საკათედრო ტაძარის ეზო ხალხით სავსე დაგვხვდა. ეზოში, ასასვლელ კიბესთან ყმაწვილები მრავალჟამიერს მღეროდნენ. დროდადრო ასეთი ფრაზები გვესმოდა - „ისე, მთლად წამხდრები არ ვყოფილვართ ქართველები, შემთხვევით გავიგე ეს ამბავი, ხალხმა არ იცის, თორემ უფრო მეტნი ვიქნებოდით. ხედავთ რამდენი ვართ?!...“ ჩვენი აზრით (და არა მარტო ჩვენი აზრით), გუშინდელ მსვლელობაში მონაწილეობა 100 000-მდე ადამიანმა მიიღო.
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ამბობს, რომ ხვალ უფრო მეტნი ვიქნებით. მისივე თქმით, შაბათობით მისი უწმინდესობა სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანდება ხოლმე, მაგრამ ამ შაბათს პატრიარქს სამებაში ძალიან ბევრი მომლოცველი და მრევლი ელოდებოდა, რათა სამღვდელოებას გადაწყვეტილება მიეღო და მრევლისთვის სათქმელი ეთქვა.
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: „გაორებულები ვიყავით, ჩვენი ლოცვა-კურთხევით არ გვინდოდა რაღაც გადაწყვეტილებამდე მივსულიყავით. ყველა ველოდებოდით ჩვენი უწმინდესის გადაწყვეტილებას, მის ნება-სურვილს და როგორც აღმოჩნდა, ღმერთს მადლობა, რომ სამღვდელობის და ჩვენი უწმინდესის ნება-სურვილი ერთმანეთს დაემთხვა.
სამების საკათედრო ტაძრიდან, რამდენიმე მოძღვარი ფეხით გავემართეთ ქვაშუეთისკენ. იქ დაახლოებით 50-მდე მოძღვარი და მრევლი შემოგვიერთდა. ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვება - ამ ორი ათეული წლის განმავლობაში, ერი და ბერი ასე ერთსულოვანი არ მინახავს“.
დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას აზრით, 10 ივლისს გაცილებით მეტი ადამიანი მივა სამებაში:
„ქართველი ერი მტერს თუ მოღალატეს აბსოლუტურად ყველაფერს აპატიებს, მაგრამ სარწმუნოებასთან ჭიდილს და სარწმუნოებასთან კონფლიქტს არასდროს და ის, რაც ახლა ხდება, ქართველი ერის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდება.
ჩვენ, სამღვდელოება მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სანამ დროა გონს მოეგონ, საჯაროდ შეინანონ და ამით საუკუნოვან რისხვას აიცდენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპატრიარქო ალბათ, დადგენილებას მიიღებს - ყველა ანათემას გადაეცემა (სჯულის კანონის თანახმად, ჩვენ ამის უფლება გვაქვს) და დაიწყევლებიან შთამომავლობით! ამას სჯობია გონს მოეგონ, გამოფხიზლდნენ და დადგნენ იქ, სადაც ქართველი ერი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დგას.
არავის ეგონოს, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს და საპატრიარქოს - ჩვენ ვიცავთ მამულს, ენას, სარწმუნოებას! სჯობია შეინანონ, თუ მათ სურთ, რომ უფლის წიაღში დაიმკვიდრონ სამუდამო განსასვენებელი“.
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მრევლს მოუწოდებს ხვალ თავ-თავიანთ მოძღვრებთან ერთად დაიძრან მოქმედი ტაძრებიდან და 12 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მყოფ მრევლს შეუერთდნენ:
„მოვუწოდებ მრევლს, რომ თავიანთ მოძღვრებთან ერთად მსვლელობა მოხდეს ყველა მოქმედი ტაძრიდან, 12 საათზე ყველა მობრძანდეს სამების საკათედრო ტაძარში და შემოუერთდეს სამების მრევლს და სამღვდელობას. ასეთი სურვილი და ლოცვა-კურთხევა არის და ხვალ ალბათ, ერი და ბერი ერთად დადგება და ქართველი ერის კონსოლიდაცია მოხდება - მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ეს კანონპროექტი შედგა, ზოგი ჭირი მარგებელია“.
http://www.presage.tv/?m=politics&AID=5734
პ.ს. როგორც ვიცით ანტიქრისტე ეცდება მთელ მსოფლიოში დაიდგას ტახტი... ბოლო ჟამს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო და საქართველოში მყოფნი ყველაზე მეტად იქნებიანო დაცულნი ბოროტისაგან...
დავიცვათ ჩვენი სიწმინდე, მამული, ენა სარწმუნოება, რომ მან დაგვიცვას ჩვენ!!!!!!!!!!!!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. გაიხარე ზაზა უფალი გფარავდეს მართალი ხარ ერთიანობაა დღეს საჭირო რათა დაგავრჩეთ ქართველმა ერმა და დავიცვათ ჩენი ენა მამული და სარწმუნოება............ გაიხარე ზაზა უფალი გფარავდეს მართალი ხარ ერთიანობაა დღეს საჭირო რათა დაგავრჩეთ ქართველმა ერმა და დავიცვათ ჩენი ენა მამული და სარწმუნოება............
10. გაიხარეთ, უფალი გფარავდეთ ყველას!!!
ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა!
უილიამ ბლეიქი ეს სიტყვები რომ გესმოდეს ასე არ იტყოდი!
საერთოდ ამ ცხოვრებაში რაც ხდება და როგორც ვართ -ყველაფერი ჩვენი ბრალია...
შევინანოთ ყველამ და ვეძიოთ სიკვდილი ქრისტესთვის! -ეს ყველაზე დიდი სიცოცხლეა! გაიხარეთ, უფალი გფარავდეთ ყველას!!!
ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა!
უილიამ ბლეიქი ეს სიტყვები რომ გესმოდეს ასე არ იტყოდი!
საერთოდ ამ ცხოვრებაში რაც ხდება და როგორც ვართ -ყველაფერი ჩვენი ბრალია...
შევინანოთ ყველამ და ვეძიოთ სიკვდილი ქრისტესთვის! -ეს ყველაზე დიდი სიცოცხლეა!
9. მიდით ნუ ჯერ ცადეთ და ბოლოს თუ ვერაფერი.. მითხარით. :დ
მაინც ჩემი გადასარჩენია ეს ქვეყანა. :დ მიდით ნუ ჯერ ცადეთ და ბოლოს თუ ვერაფერი.. მითხარით. :დ
მაინც ჩემი გადასარჩენია ეს ქვეყანა. :დ
8. მე იქ ვარ, სადაც ჩვენი პატრიარქია...:-* უამრავი ხალხი იყო მართლაც... ესაც იყოს აქ... http://www.youtube.com/watch?v=dDZBYLznE7w მე იქ ვარ, სადაც ჩვენი პატრიარქია...:-* უამრავი ხალხი იყო მართლაც... ესაც იყოს აქ... http://www.youtube.com/watch?v=dDZBYLznE7w
7. როცა საქმე შენს სარწმუნოებას ეხება, ყოველი სიტყვა დიდი სიფრთხილით უნდა წარმოთქვა ადამიანმა! თუკი ამ საქმეში ჩაუხედავნი ვართ, იმათ მოვუსმინოთ, ვისაც უწმიდესის ლოცვა-კურთხევით ხელეწიფება ეს საქმე. ნუ დაგვავიწყდება, რომ სული ხორცზე უპირატესია, უკვდავია. ოდითგან რწმენას გადავურჩენივართ ქართველები, ასე იქნება მომავალშიც! შეგვეწიოს უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლი და წყალობა ჩვენ და სრულიად საქართველოს!!! იხარე, ზაზა! როცა საქმე შენს სარწმუნოებას ეხება, ყოველი სიტყვა დიდი სიფრთხილით უნდა წარმოთქვა ადამიანმა! თუკი ამ საქმეში ჩაუხედავნი ვართ, იმათ მოვუსმინოთ, ვისაც უწმიდესის ლოცვა-კურთხევით ხელეწიფება ეს საქმე. ნუ დაგვავიწყდება, რომ სული ხორცზე უპირატესია, უკვდავია. ოდითგან რწმენას გადავურჩენივართ ქართველები, ასე იქნება მომავალშიც! შეგვეწიოს უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლი და წყალობა ჩვენ და სრულიად საქართველოს!!! იხარე, ზაზა!
6. გაიხარე, ზაზა!
(მამა პეტრეს)
თბილი ზამთარია, მაგრამ სულზე მცივა, მამაო, მოყინულია და არც მახსოვს, რამდენჯერ დავეცი, ვცდილობ წამოდგომას, უმწეო ბავშვივით ვქანაობ, ხდება არსებობა ზოგჯერ უსაშველოდ დამრეცი.
აივნის რიკულებს სტუმრობს ყოველ დილით ბეღურა და ჰაერს პაწია სუნთქვის ნამცეცებით აპურებს, არც კი მინატრია არასდროს ცხოვრება მეფურად, მხოლოდ ვოცნებობდი მეპოვა სიმშვიდის ნაპირი
და ბედნიერების ნაპერწკლით თვალებსაც ვინთებდი, რაც არ უნდა იყოს, შემომრჩა ღიმილის მარაგიც, ოღონდ ეს ცოდვები, კისერზე რომ მაწევს ტვირთივით, უნდა მოვიშორო, ფუჭი სინანულიც არა ღირს.
ხშირად ამიტომაც ხდება ნაბიჯები ამაო, ყველაფერთან ერთად, მთრგუნავს ნებისყოფის სიმყიფე, ვცდილობ წამოდგომას, ხელი შემაშველე, მამაო, რომ უფლის მზერიდან ამოზრდილ მადლმოსილ სხივს მივყვე...
გაიხარე, ზაზა!
(მამა პეტრეს)
თბილი ზამთარია, მაგრამ სულზე მცივა, მამაო, მოყინულია და არც მახსოვს, რამდენჯერ დავეცი, ვცდილობ წამოდგომას, უმწეო ბავშვივით ვქანაობ, ხდება არსებობა ზოგჯერ უსაშველოდ დამრეცი.
აივნის რიკულებს სტუმრობს ყოველ დილით ბეღურა და ჰაერს პაწია სუნთქვის ნამცეცებით აპურებს, არც კი მინატრია არასდროს ცხოვრება მეფურად, მხოლოდ ვოცნებობდი მეპოვა სიმშვიდის ნაპირი
და ბედნიერების ნაპერწკლით თვალებსაც ვინთებდი, რაც არ უნდა იყოს, შემომრჩა ღიმილის მარაგიც, ოღონდ ეს ცოდვები, კისერზე რომ მაწევს ტვირთივით, უნდა მოვიშორო, ფუჭი სინანულიც არა ღირს.
ხშირად ამიტომაც ხდება ნაბიჯები ამაო, ყველაფერთან ერთად, მთრგუნავს ნებისყოფის სიმყიფე, ვცდილობ წამოდგომას, ხელი შემაშველე, მამაო, რომ უფლის მზერიდან ამოზრდილ მადლმოსილ სხივს მივყვე...
5. ზაზა გაბეჩავა, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! მიხარია, რომ ღირსეული მამულიშვილები მრავლად არიან საქართველოში!
ზაზა გაბეჩავა, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! მიხარია, რომ ღირსეული მამულიშვილები მრავლად არიან საქართველოში!
4. უილიამ ბლეიქი, რა გაცინებს? სასაცილო კი არა სატირალია...ეს საქართველოში ხდება! ღმერთი გწამდეთ ხალხნო! ეკლესია თეატრი კი არაა!
გამოფხიზლდი ,მე თუ მკითხავ საერთოდ ურწმუნოებაა დემაგოგია!!
და წყევლა საშინელებაა, რომ იცოდე ხუმრობითაც კი არ შეიძლება! და ეს ეკლესიამ თუ დაუშვა, ჩათვალე რომ...არ გავაგრძელებ. ღმერთმა გვიშველოს ყველას! და აქამდე არ მისულიყოს, ყველას შეენანოს!
ჰო, მაკა აფერისტული საქმეების მიმდევრებთან დიდი სიფრთხილეა საჭირო!
თორნიკე, გაიხარე! უილიამ ბლეიქი, რა გაცინებს? სასაცილო კი არა სატირალია...ეს საქართველოში ხდება! ღმერთი გწამდეთ ხალხნო! ეკლესია თეატრი კი არაა!
გამოფხიზლდი ,მე თუ მკითხავ საერთოდ ურწმუნოებაა დემაგოგია!!
და წყევლა საშინელებაა, რომ იცოდე ხუმრობითაც კი არ შეიძლება! და ეს ეკლესიამ თუ დაუშვა, ჩათვალე რომ...არ გავაგრძელებ. ღმერთმა გვიშველოს ყველას! და აქამდე არ მისულიყოს, ყველას შეენანოს!
ჰო, მაკა აფერისტული საქმეების მიმდევრებთან დიდი სიფრთხილეა საჭირო!
თორნიკე, გაიხარე!
3. მეც მაგას ვჩიოდი, ამ ხალხთან ძნელია საერთო ენის გამონახვათქო და იმ ჩემი წერილით აქ ზოგ-ზოგიერთებმა ლამის საქართველო-სომხეთის მტრად გამომაცხადეს, მაგრამ ძალიან მოკლე პერიოდში (სამწუხაროდ) გამოჩნდა რომ თურმე არ ვტყუოდი. :) რას ვიზამთ! იმედი მაინც ვიქონიოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება!
თორნიკე, მადლობა ამ საინტერესო ვიდეოს შემოთავაზებისთვის! :) მეც მაგას ვჩიოდი, ამ ხალხთან ძნელია საერთო ენის გამონახვათქო და იმ ჩემი წერილით აქ ზოგ-ზოგიერთებმა ლამის საქართველო-სომხეთის მტრად გამომაცხადეს, მაგრამ ძალიან მოკლე პერიოდში (სამწუხაროდ) გამოჩნდა რომ თურმე არ ვტყუოდი. :) რას ვიზამთ! იმედი მაინც ვიქონიოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება!
თორნიკე, მადლობა ამ საინტერესო ვიდეოს შემოთავაზებისთვის! :)
2. http://www.youtube.com/watch?v=q-gOw8QQ6rU
უყურეთ ყველამ! http://www.youtube.com/watch?v=q-gOw8QQ6rU
უყურეთ ყველამ!
1. :დ ვახ ჩმ. :დ დიმა მშვიდობისა. :დ
ისე დაწყევლა ხომ არსებობს და გამოწყევლა თუ არსებობს (უკან) ნეტა :დ :დ
მოკლედ არ გვევასება ამ დემაგოგებს და დიმაგოგებს ერთმანეთი
წავე. :)) :დ ვახ ჩმ. :დ დიმა მშვიდობისა. :დ
ისე დაწყევლა ხომ არსებობს და გამოწყევლა თუ არსებობს (უკან) ნეტა :დ :დ
მოკლედ არ გვევასება ამ დემაგოგებს და დიმაგოგებს ერთმანეთი
წავე. :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|