ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2011


მე ნია-გაბუ ვარ... (II ნაწილი)

    კიდევ ერთხელ გამარჯობათ,
    ჯერ არ გამოვსულვარ, მომენატრეთ და ისევ შეგეხმიანეთ ხომ არ გამიბრაზდებით. ჩვენთან ბევრი რამ მოხდა...


    ერთ დილას გიო-მამას ზარმა გაგვაღვიძა. დედას ასე სწრაფად ჯერ არ გაუღვიძია. ლაპარაკს რომ მორჩა მითხრა -შენი მამიკო მალე მოვაო. არ ვიცი მალე იყო თუ არა, მაგრამ მოვიდა. დედამ აღელვება არ გამოხატა მეუბნებოდა მაგარი გოგოები ხომ ვართ, მოდი არაფერი შევიმჩნიოთო.


    ბევრი ილაპარაკეს. გიო-მამას შიოდა და დედამ რაღაც აჭამა, ყიყლიყოაო ამბობდნენ მამას ძალიან მოეწონა. ნეტავ როგორია, მეც მომეწონება?..
    უცებ დედამ უთხრა: "ნია-გაბუ არ გვეყოლება შეგიძლია არ ინერვიულო და იმ ქალთან მშვიდად იცხოვროო". გამიკვირდა, მე ხომ დედაში ვიყავი, ის კიდევ არ არისო ამბობდა. მინდოდა გიო-მამასთვის მეთქვა -მამ, აქ ვარ გატყუებს მეთქი! მაგრამ, აბა როგორ?..
    გიო დაიბნა, არაფერი არ უთქვამს, დედაც ელოდებოდა და მერე ჰკითხა გაგიხარდა რომ არ არისო?.. იმან თავი დახარა და გაჩუმდა...
   

    დავპატარავდი ტკივილისაგან, თურმე მამას არ უნდოდა, რომ ვყოლოდი. მინდოდა გავმქრალიყავი, მაგრამ რანაირად? თან დედას რომ ძალიან ვუნდოდი ეს მიხაროდა.
    არ იცოდა რა მოხდებოდა როცა გამოვიდოდი მაგრამ მაინც არ ვუდოდი. უცებ თქვა- მივხვდი რომ მინდა, მაგრამ არ შემიძლიაო... ეს ვეღარ გავიგე. ჯერ ისევ არ მპასუხობენ კითხვებზე, ალბათ იმიტომ, რომ არ ესმით როცა ვეკითხები.
    ცოტა ხანში გიო-მამა წავიდა და დედამ ბევრი იტირა, ცუდად იყო, მეც ცუდად ვიყავი... მერე ჩემი მომავალი ნათლია რატი იყო მოსული ჩვენთან. დედას მოეფერა დამშვიდდიო სთხოვდა... დედაც შედარებით უკეთ გახდა.

   
    ბევრი რომ არ გავაგრძელო დედა როგორცი იქნა დამშვიდდა და სასეირნოდ წავედით. ამ დროს გიო-მამამ დაურეკა მივდივარ ბათუმშიო და გცილება გადავწყვიტეთ. მეგობრებივით იქცეოდნენ. დედამ ლოყაზე აკოცა, აკოცა გიომაც და მიკროავტობუსიც დაიძრა. დედამ ფანჯრიდან დამანახა მამა, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა... თითოს არ უნდოდა ჩვენგან წასვლა, თან უნდოდა. დედამ დაურეკა "გინდა ბათუმში ჩაგასწრო და დაგხვდეო"? გაუკკვირდა "ბარემ წმოსულიყავი ჩემთან ერთადო"...

    მე და დედა სახლში გავიქეცით ჩავალაგეთ და გიო-მამას სამარშუტო ტაქსს გორში დავეწიეთ. ლუდი წამომიღეთო გვთხოვა,მივუთანეთ და მერე ბათუმამდე სულ ჩახუტებულებმა ვიარეთ. გიო-მამა სხვანაირი იყო სულ ეფერებოდა დედას ეხუტებოდა. დედაც კარგად იყო, მეც...


    ბათუმში ბინა ვიქირავეთ და აქ ვცოხვრობთ. გიო-მამა მუშაობს, ჩვენც სულ მასთან ვართ სამსახურში. მამას თანამშრომლებს უკვე ძალიან უყვართ დედა, სულ ეფერებიან, კოცნიან, მარტო არ ტოვებენ. ხან რას მოუტანენ მიირთვიო და ხან რას. ჩვენ ველოდებით, როდის დაამთავრებს გიო-მამა მუშაობას და მერე(ღამის 3-4 საათზე) ყველა ერთად მივდივართ სახლში, ვსაუბრობთ დილის 7-8 საათამდე,და ვიძინებთ.
    დღეს დედამ უთხრა მაშინ მოგატყუე ნია-გაბუზე, სიმართლე ისაა რომ გვეყოლებაო. მაშინ ისეთი დაბნეული იყავი შემეცოდეო. გიო-მამას გაუხარდა თუ არა ვერ გავიგე, მაგრამ რაც გააკეთა ის ვიგრძენი. დედამ ხელი დაადებინა ჩემზე და იმასაც მაშინვე გაეღიმა. მეფერებოდა გარედან და დედას იხუტებდა...  დედამ ისიც უთხრა ჯერ გამოსავალი ვერ იპოვე და ცუდად ვარო...  არ ვიცი რა იქნებაო...


    ამასობაში მე თქვენთვის ჩემი ამბების მოყოლა მომინდა და გიო-მამამ თქვა, როცა დაწერთ გამაღვიძეთო. დედა ფეხებთან მიუჯდა და ლამის მასაც დაეძინოს, მე კიდევ თქვენ გწერთ...


    ამათ არ ციან რა უნდა ქნან, მე მითუმეტეს ვერ გავიგე, მაგრამ სანამ ჩვენსკენ რამე ახალი მოხდება დაგემშვიდობებით...


მიყვარხართ,
თქვენი-
ნია-გაბუ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები