ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2011


ტრი–დე

განზომილება  – მესამე
ტრი–დე,
ბესამე მუჩო, ბესამე,
ვთქვი მე.
ვერ გაგაბამდა ადრე ვერავინ
ქსელში.
ახლა მაუსია არის ქალ–ვაჟის
ხელში.
ეს თაგუნია მათ აკავშირებს
თურმე,
აღარც წერილი, აღარც ბარათი,
უი–მე!..
თუ მისდ ქოლები და მესიჯები
მო–ვა,
აღარც ქოლგების, არც საწვიმრების
დრო–ა.
ვირტუალური მაშინ წამოვა
წვი–მა
კომპიუტერთა და მობილურთა
ცი–დან.
ჰეი, პირწიგნაკის და ოდნოების
ძმე–ბო,
დროა, ღვინოსაც ზოგჯერ გაუგოთ
გე–მო.
მე კი არ ვიცი,  მე მაინც მიყვარს
წიგ–ნი,
და ჩემი გული მაინც ფურცლებთან
მი–დის.
და პოეზია სადაც შრიალებს
კენტ–ად,
მაშინ ახლო ხარ თვით სიყვარულის
ღმერთ–თან.
                                9.11.10.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს