ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელადონა
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2011


სველი სანაპირო

დღეს დავიწყების ნავით ვსეირნობ, 
მინდა უხეშად ქარი მეფეროს,
იქნებ გამოჩნდეს გაღმა ნაპირი,
აღთქმულ მიწაზე შევდგე უშენოდ...

ზღვა ცის დასავალს ჩაჰხუტებია,
ტალღებზე სძინავს ნაფოტა მთვარეს,
ფრთამოხატული თეთრი თოლია
მთვარეს შეავლებს ვერცხლისფერ თვალებს.

მოუწყენია მკერდსავსე ღრუბელს,
შორიდან წვიმა უბით ატარა,
ცას ვარსკვლავები მოსტაცა ტალღამ,
სველ სანაპიროს გადააყარა...

დღეს დავიწყების ნავით ვსეირნობ,
მივსდიო მინდა ონავარ შხეფებს,
გულზე მძივებად აგასხა მარჯნის
ყვავილები და ჭრილობად შეგრჩეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები