ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აჟიტირებული კანიბალი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2011


%%%%%მე გავბოროტდი, მე ვარ ბედნიერი!%%%%%%%%

ვერავინ ამოიცნობს ჩემს ღიმილში
მოწყენის მთქნარებას.
რადგან მე თვითონ ვარ
ღიმილიც,
მოწყენაც,
მთქნარებაც.
სპილო მსხვერპლს ხორთულით კლავს,
გველი ,-კოცნით.
მეფე კი,- ღიმილით.
მე კი ჩემს მსხვერპლს მოვკლავ
კოცნით და ღიმილით.
მხოლოდ მე მემეტება, ჩემი სული
ჩემი სხეულისთვის,
რადგან უსულოდ ჩემი სხეული,
იქნება ეულივით.
რადგან ჩემი სული იმდენად წმინდაა,
იმდენად უსაზღვრო ,
მინდა თითო წვეთი, ყოველ თქვენთაგანს
გადმოვაღვარო.
მე სივრცის მიღმა, ვიპოვი ახალ სივრცეს
ახალ სამყაროს,- და
ამ სივრცეში დავიღვრები სულით, სხეულით,
უგზოდ- უკვალოდ.
მე ვარ ბედნიერი,
რომ ჩემი ერი არის ბედნიერი.
იმით ბედნიერი,
რომ მათში მხოლოდ ერთი
და ისიც მხოლოდ მე ,
მე ვარ ბედნიერი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები