გამარჯობათ, ისევ ნია-გაბუ გაწუხებთ ჩემი ახალი თავგადასალით, ხომ არ დაგღალეთ?
მე და დედა ისევ "ბებოსთან" ვართ. რატომღაც, დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე გაგვეღვიძა. მთელი დღე დედა ცდილობდა რამით გამოეკეთებინა განწყობა ორივესათვის, მაგრამ ამაოდ... საოცარი ის იყო, რომ ორივემ ვიცოდით ასეთი ხასიათის მიზეზი, თუმცა საკუთარ თავებსაც კი არ ვუმხელდით... ჩვენსავით იყო "ბებოც"... მისი ხასიათის მიზეზიც კარგად მოგვეხსენებოდა. ვდუმდით სამივე, უდაბნოში გარინდებული პირამიდებივით...
საღამოს გადავწყვიტეთ "ბებო" გაგვეხარებინა. ამიტომაც, მის უსაყვარლეს კუთხეს კახეთს, კონკრეტულად კი ქიზიყს ვესტუმრეთ. სიყვარულის ქალაქი თავად ამ გრძნობასავით ნათელი, თბილი და ხალისიანი დაგვხვდა...
"სიყვარულის ქალაქში ვართ პატარავ" მითხრა დედამ ჩუმად კი დააყოლა- "თუმცა ჩემთვის სიყვარულის ქალაქი ბათუმია, ნუ, ვისთვის როგორ..." არანაირი ემოცია არ შემიმჩნევია მისთვის. არც თავად მიგრძვნია რამე, თითქოს ნაქებ სიღნაღში კი არა, მიყრუებულ ჩოხატაურში ჩამოვედით. დედას მხოლოდ ის ახარებდა, რომ "ბებო" იყო კარგად და კიდევ ქართველთა განმანათლებელის, წმინდა ნინოს საფლავს მოინახულებდა. "აქ დავტოვოთ დედას ცოდვები და სუფთები დავბრუნდეთ სახლში, ახალი იმედებით" მითხრა და თავადაც არ სჯეროდა იმისი, რაც თქვა. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ ყველაფრის შეცვლა ძალიან რთული იქნებოდა. დედას უჭირს, არ ვიცი რითი დავეხმარო. დათრგუნულია, ფარხმარდაყრილი, განიარაღებული და დაბნეული. მომავლის გეგმებისა და იმედების გარეშე...
ახლა, რომ ცალი თვალით დაანახა თავისი სიყვარულის ქალაქი, ალბათ ცოტათი მაინც უკეთ გახდებოდა... სწორედაც რომ, ბათუმია დედასათვის სიყვარულის ქალაქი, გიო-მამას ნაფეხურებითა და ამონასუნთქით სავსე... ცუდად ვგრძნობ თავს, რადგან დედას დახმარება არ შემიძლია... მისი არ იყოს, მეც მინდა ბათუმში. ზღვის სანაპირო მენატრება, მობრჭყვიალე ზღვა, მისი ხმაურიანი სანაპირო და მოხარშული სიმინდი რომელსაც იქ, განსაკუთრებული გემო აქვს... მამ, ნეტავ შენ არ გინდა ჩვენთან? ასე რატომ დაგვივიწყე? შენი გულგრილობა რომ არა, ჩვენ ხომ ასე არ ვიქნებოდით?..
ფიქრებით ბათუმში ვართ. მამასთან ერათდ გატარებული ყოველი დღის, საათის, წუთის თუ წამის ლამაზ მოგონებას ველოლიავებით... ყოველ იმ ქუჩას ვიხსენებთ, სადაც ერთად გაგვივლია. გვიცინია, თუ გვიჩხუბია... შუაღამით მწვანე კონცხზე სტუმრობას, გიჟურ კოცნას "ყირამალა სიყვარულის" ქანდაკებასთან, დედას ბაშვურ გაბუტვებს მიზეზით "რატომ მიყურებ მძინარეს, ხომ იცი რომ არ მიყვარს", ან "ხომ გთხოვე დილით გამაღვიძე მზის ამოსვლის ყურება მინდოდა მეთქი" და ა.შ...
ბათუმში ყოფნისას დედამ ერთხელ თქვა- ეს ქალაქი ან სამუდამოდ დამღუპავს, ან ამაშენებსო... ჯერ ალბათ თავადაც ვერ მიხვდა უფრო რომელი ელის(გველის, მე და დედა ხომ ერთი ვართ)... ამის მიუხედავად გული მაინც სულ იქით მიუწევს(მიგვიწევს).
მოკლედ ასე, სიყვარულის ქალაქში უსიყვარულო ხეტიალი შემდეგ, ისევ თქვენი მონახულება გადავწყვიტე. ვსხედვართ ჩვენი ქვეყნის უმშვენიერეს კუთხეში, ქიზიყში და კილომეტრებს იქეთ საქართველოს "მეორე ბოლოში", "ჩვენი სიყვარულის ქალაქში" ყოფნაზე ვოცნებობთ...
დროებით დაგემშვიდობებით, თქვენი ნია-გაბუ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გავერთე ნია გაბუს კითხვით.............კარგია გავერთე ნია გაბუს კითხვით.............კარგია
6. ჩოხატაურმა რა დაგიშავათ? :)) ჩოხატაურმა რა დაგიშავათ? :))
5. წარმატებები წარმატებები
4. ვნახოთ, ვნახოთ...
ნია-გაბუ, აბა მოდი ვნახოთ "ვენახი"... ! ვნახოთ, ვნახოთ...
ნია-გაბუ, აბა მოდი ვნახოთ "ვენახი"... !
2. შემიყვარდა მე ეს ნია-გაბუ...:-* შემიყვარდა მე ეს ნია-გაბუ...:-*
1. მდაა არა უშავს მდაა არა უშავს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|