ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
11 მარტი, 2014


ერთ ნავში

03-57    ციფერბლატი მწვანედ ციმციმებს.
გინდა გიცინოდეს _  შენ კი რატომღაც გგონია რომ დაგცინის ... დრო მოგითვალა თითქოს, უნიათო ფიქრში გალეული, მისხალ-მისხალ, ირონიული ციმციმით
ქალაქში  კი  თენდება.
შენ კიდევ არა და არ გეძინება.  თუ ვერ იძინებ… რა მნიშვნელობა აქვს?
ქუჩაში ხმაური მძლავრობს… ცას სილურჯე უმკვეთრდება.
ყველაფერი იცვლება
შენც იცვლები… შენი განცდებიც და ადამიანებიც ირგვლივ...  სხვა საღამო არჩიეს მათ...  უშენო.
ხდება ხოლმე.

ზოგჯერ უფრო მარტივია აირჩიო “რაღაცის” გამო, ვიდრე “ვიღაცის” - მაშინ  შენშივე რჩები…

და ეწევი… გათენების აღსანიშნავად.
განთიადივით მოცისფრო სიგარეტის ბოლი - უფრო იდუმალი და ღრმა  ხდება საფიქრალიც...
მაინც რა იყო… ჰა?

ტაქსისტებს საერთოდ სჩვევიათ გვიანღამით ხმამაღლა ლაპარაკი.
ისე, უდროოდ მოძალებული ძილის გასაფრთხობად…
და შენც დუმდი პასუხად - ყურებს ესმის, გონება სხვაგანაა…
შოორს, ამ ქალაქიდან…
საერთოდაც…
და უცებ
- ახლა საით?
შენც ირჩევ, ორიდან ერთს… უფრო “რაღაცის” გამო - განა ძალიან განსხვავებულს...
არაფრით თითქმის.
უბრალოდ, ორიდან ერთს…
ის მეორე კი გადაუკეტავთ, სახლში მისულმა ტელევიზიით გაიგე - ავარიული ჩამოქცეულა სახლი, მსხვერპლი არ ყოფილა... არა და შეიძლებოდა ყოფილიყო.

ღმერთო!!!  რა გვაიძულებს ავირჩიოთ… და  ვინ  გვკარნახობს ამას?

ნაფაზი ერთი, მეორე… უთავბოლო სისულელე და მოგონებანი ბოლივით მსუბუქი და  მოიისფრო.
ეწევი… სანამ სხვებს სძინავთ და სიზმრად ნებივრობენ.
მათ ჰგონიათ რომ ვერავინ ამჩნევს ამას…
შენ კი დარწმუნებული ხარ რომ ყოველთვის ვიღაც გითვალთვალებს, გდარაჯობს უფრო და ჯერაც არ ემეტები…
"ჰო, ასეა… ჰო, აბა რა…
მაგრამ… 
მაგრამ მე ხომ ტაქსით… ჩვენ ხომ…
ვინ არ ემეტებოდა ნეტავ _ მე, თუ ის? "

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები