 | ავტორი: მაილო ჟანრი: პროზა 28 ივლისი, 2011 |
"რას აკეთებ?" "კოჭს ვიფხან" "შენც გიკბინა იმ ნაძირალამ?" "ჰო, თან მაინც და მაინც კოჭზე!" "იცი რაზე დავფიქრდი?" "რაზე?" "სმენა რომ მქონოდა მომღერალი გავხდებოდი." "იმედია ჯეოსტარის კასტინგზე არ აპირებ წასვლას." "არა, რატო?" "სმენიანი იქ ცოტა მიდის." "რატო, ვიღადავებდით, ხელს დაგიქნევდი, ჰაჰ..." "იღადავებდი არა,- გაღადავებდნენ." "ვღადაობ, რა ჯეოსტარი, მაგრამ კარგი იქნებოდა, სმენა რომ მქონოდა, მართლა გავხდებოდი მომღერალი." "მომღერლობას რა გახდომა უნდა, ან მღერი ან არ." "რავი, ხმის დამუშავებაო, ვოკალიო... კიდევ იქნება სხვა რემეც." "ალბათ. რა მომღერლობა, შენც ხარ რა. მომღერლობა არავის უკვირს, ყველა მღერის ვისაც არ ეზარება და თან საქართველოში ცეკვის კონკურსი რომ დაარსდეს, ალბათ იმაშიც მომღერალი გაიმარჯვებს პატრიოტული სიმღერით." "სტარამოდნი ხელმოცარული ხალხი ვართ." "სტარამოდნი კი არა გონებაშეზღუდულები უფრო." "ნიჭი მაინც გვაქვს." "რისი?" "სიმღერის." "ნეტა ეგ რომ გენეტიკურად არ მოგვდგამდეს და არ ვცეკვავდეთ რა იქნებოდა ჩვენში საამაყო?" "ამ თემაზე ნუ გადადიხარ." "რატო?" "რატო და ურაკზე უნდა დადო და ხმალამოღებული ქართველები შეგებრძოლებიან." "და რა? ტყუილი რა ვთქვი? ვითომ ნიჭიერების კონკურსი ჩავატარეთ და იქაც "კეთილი გულის" პრინციპით ყველაზე ნაკლებ ნიჭიერმა გაიმარჯვა. რისი ნიჭიც გვაქვს ჰარმონიაში სიმღერაა და ქართულსაც ვცეკვავთ, ისიც სუხიშვილებს სინქრონში მაგრად გაუჭირდათ ბოლო წლები, არც თანამედროვე ილეთები გვშველის." "ისე ეგ მართალია. მაგრამ ერისიონია მაგარი, რუსთავიც..." "აი, ამის გარდა რა გვაქვს? ოღონდ არ მითხრა ხინკალი და ბუნებაო." "რატომ, კიდევ გვაქვს "ვეფხისტყაოსანი" "ჰო, "ვეფხისტყაოსნით" დავითით და თამარით ვამაყობთ უკვე ცხრა საუკუნეა, ეგენი რომ არ ყოფილიყვნენ რა გვეშველებოდა? ღალატზე მოვუყვებოდით ალბათ მარტო შვილებს და დაკარგულ მიწებზე." "არ ვიცი, ნუ ჩავღრმავდებით, მეზარება." "ჰოოო... აი ეგ გვაქვს კიდევ: სიზარმაცე გვამშვენებს სულ." "ბორჯომიც გვაქვს." "გამაცინე..." "კეთილი გულიც!" "შენ ჩამორჩი მგონი ცხოვრებას, სადღაა კეთილი გულები, ჭამს ხალხი ერთმანეთს." "სტუმართმოყვარეობა!" "სხვის ტრაკში შეძრომა, მარტო იმიტომ რომ განსხვავებული ეროვნებისაა ის ტრაკი, სტუმართმოყვარეობა არ არის! ლაქუცია." "რა გჭირს რა აგრესიული ხარ და გაპოლიტიზირებული რას განგვიდექი." "განგიდექი კი არა, საშინელი ერი ვართ და სულ თავს ვიტყუებთ ყველაზე მაგრობით, იმიტომაც არის ყველა კუთხით რომ გვიტირეს დედა და მაინც ვართ ასე, სირაქლემებივით და სიტყვას ვერ ვამბობ, ამასაც შენ გეუბნები, თორემ ხმამაღლა დამეზარებოდა, მაინც კაციშვილი არაა რამის შემცვლელი." "ოოო, დაიკიდე რა..." "აბა რა, ეგ ყველაზე კარგი გამოსავალია." "ჰოდა, დაიკიდე და დავიძინოთ." "აუ, ამ კოღოს კუჭი გახმა... კოჭი დავისისხლიანე!"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. ოჰ.........ეს ,,სადვკვტები" ხალხი....მკლავს რა...:\...
ოჰ.........ეს ,,სადვკვტები" ხალხი....მკლავს რა...:\...
34. კარგია:)_ცოტათი იუმორისტულიც კი:))ამას ქვია "კუნთებიანი კოღო":D კარგია:)_ცოტათი იუმორისტულიც კი:))ამას ქვია "კუნთებიანი კოღო":D
33. სიმართლე რომ წერია, მხოლოდ ეს არ ხდის ნაწერს საინტერესოს. ჩემთვის :) სიმართლე რომ წერია, მხოლოდ ეს არ ხდის ნაწერს საინტერესოს. ჩემთვის :)
32. "რა გჭირს რა აგრესიული ხარ??? "რა გჭირს რა აგრესიული ხარ???
31. "შენ ჩამორჩი მგონი ცხოვრებას, სადღაა კეთილი გულები, ჭამს ხალხი ერთმანეთს." ეს კარგია და სირცხვილია როცა აქ ამ საიტზე ხდება კატიაეეე გასაგონადდ "შენ ჩამორჩი მგონი ცხოვრებას, სადღაა კეთილი გულები, ჭამს ხალხი ერთმანეთს." ეს კარგია და სირცხვილია როცა აქ ამ საიტზე ხდება კატიაეეე გასაგონადდ
30. "შენ ჩამორჩი მგონი ცხოვრებას, სადღაა კეთილი გულები, ჭამს ხალხი ერთმანეთს." ეს კარგია და სირცხვილია როცა აქ ამ საიტზე ხდება კატიაეეე გასაგონადდ "შენ ჩამორჩი მგონი ცხოვრებას, სადღაა კეთილი გულები, ჭამს ხალხი ერთმანეთს." ეს კარგია და სირცხვილია როცა აქ ამ საიტზე ხდება კატიაეეე გასაგონადდ
29. :) :) მე თუ მგულისხმობთ, პატრიოტობა-არაპატრიოტობა სუუულ არაფერშუაშია :) და თუ ავტორის პოპულარობაც ჩემს მიერ დატოვებული კომენტარით განისაზღვრება, აწი უფრო ხელმომჭირნედ დავტოვებ ხოლმე კომენტარებს (თავს დავიფასებ) :) :) ზოგადად ასეთი პასუხები არ არის მომგებიანი არცერთი კუთხით :) თქვენ ხომ იმიტომ გამოგაქვთ ნაწერები სამჯავროზე, რომ მათზე სხვებმა საკუთარი აზრი გამოთქვან? რომ მოეწონოთ, ან არ მოეწონოთ? :)
ჰოოდა, კიდევ ერთხელ წარმატებები :)
:) :) მე თუ მგულისხმობთ, პატრიოტობა-არაპატრიოტობა სუუულ არაფერშუაშია :) და თუ ავტორის პოპულარობაც ჩემს მიერ დატოვებული კომენტარით განისაზღვრება, აწი უფრო ხელმომჭირნედ დავტოვებ ხოლმე კომენტარებს (თავს დავიფასებ) :) :) ზოგადად ასეთი პასუხები არ არის მომგებიანი არცერთი კუთხით :) თქვენ ხომ იმიტომ გამოგაქვთ ნაწერები სამჯავროზე, რომ მათზე სხვებმა საკუთარი აზრი გამოთქვან? რომ მოეწონოთ, ან არ მოეწონოთ? :)
ჰოოდა, კიდევ ერთხელ წარმატებები :)
28. მომილოცეთ, მაილო პოპულარულია...
რომ არ მოგეწონებოდათ ეგ ვიცოდი, სიმართლე არ მოსწონთ ჭეშმარიტ პატრიოტებს :D მე მოღალატე ვარ :( მომილოცეთ, მაილო პოპულარულია...
რომ არ მოგეწონებოდათ ეგ ვიცოდი, სიმართლე არ მოსწონთ ჭეშმარიტ პატრიოტებს :D მე მოღალატე ვარ :(
27. ვერ... სამწუხაროდ :)
წარმატებები! ვერ... სამწუხაროდ :)
წარმატებები!
26. კატია, მშვიდობა არ მოგკლებოდეს :)
რა იყო კაცო, ამ პაპანაქება სიცხეში, კიდეგ გაწუწული ხარ? ვეღარ გაშრი? წყალის შოვნა გაჭირდა და შენ ბორჯომში იქნები ალბათ რომ გაწუწულხარ :) (ერთი ორჯერ კი ვარ ბორჯომში ნამყოფი, რა კარგია, მნიააა, გემრიელია, ჩასაკმეჩია, ჩასაყლაპია, :D)
საქმე იმაშია, რომ ბევრი მაგალითი მაქვს, რომელიც ამტკიცებს, ჩვენ (მეც ვარ ამ საზოგადოებაში) მოქალაქეობრივი შეგნება ასამაღლებელი გვაქვს. ანუ, უნდა გავხდეთ სტუდენტები და ვისწავლოთ :)
რა ვიცი, მე სულ ვებმევი ხოლმე მანქანაში, არადა დასაბმელი ვარ ვარ, რა ვქნა? მაშინ მუზარადით უნდა დავჯდე ხოლმე მანქანაში და ღვედი არ შევიკრა, ანუ თუ თავი მივცხე საქარე მინას, მუზარადა დაიცავს ჩემს ტვინს რომ არ შეირყეს :D
წერისთვის შთაგონება-აღტკინება (პირველად, აღშფოთებას ვწერდი აღტკინების ნაცვლას , შემეშალასავით :D) მაკლია, რა ვქნა? :(
ეს საქართველოა ჩვენი ლამაზი ქვეყანა? :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი.ეს. მშრალი ვარ, წვიმა ჯერ არ მოსულა ჩემთან, ისე, წვიმა მომანდომე, გაწუწვა მეც მინდა, აბა, წვიმავ, მოდი, თორემ მშრალი დავრჩი:(
კატია, მშვიდობა არ მოგკლებოდეს :)

25. შუადღემშვიდობისა განდ :)
ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე... რა ურიგოდ მოქცეულა ის ხალხი, ურიგოდ რომ წასულან, მე არ გავატარებდი :) ღვედს რაც შეეხება, დასამბმელი ვარ აბა რა?! :D რას იტყვის მაილო, ეს რამხელა კომენტარი გაგიშანშალებია, არ გიფიქრია, რომ წერო კრიტიკა-პუბლიცისტიკა, ივარგებდი განდ :)
პატივისცემით გაწუწული ბეღურა შუადღემშვიდობისა განდ :)
ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე... რა ურიგოდ მოქცეულა ის ხალხი, ურიგოდ რომ წასულან, მე არ გავატარებდი :) ღვედს რაც შეეხება, დასამბმელი ვარ აბა რა?! :D რას იტყვის მაილო, ეს რამხელა კომენტარი გაგიშანშალებია, არ გიფიქრია, რომ წერო კრიტიკა-პუბლიცისტიკა, ივარგებდი განდ :)
პატივისცემით გაწუწული ბეღურა
24. ვინ ხალხია?
ესენი საერთოდ არ მაინტერესებს. :D ვინ ხალხია?
ესენი საერთოდ არ მაინტერესებს. :D
23. მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. დილა მშვიდობისა ყველას :)
იმ მულტფილმში როგორ იძახიან? გვერდზე მდგომი თუ არ გიყვარს, ისე ვერ იმღერებ კარგადო :) (სტილი არ არის დაცული)
სწორედ ამაშია საქმე. რა მიდგომას ვაფიქსირებთ ჩვენ, რომ "გვერდზე მდგომს" სიყვარული/პატივისცემა გავუნაწილოთ? ეს "გვერდზე მდგომი" მით უმეტესი თU უცნობია, განა ადვილია იგი გვიყვარდეს და პატივი ვცეთ?
ამ დროს, მოქმედებს ერთი პრინციპი. რაც შენ არ გინდა რომ დაგემართოს, ის სხვას არ უნდა დამართო. ანუ, ზოგადად, რთულია ნავიგაცია ურთIერთOბისას, განსაზღვრება რა უნდა თქვა, როდის, როგორ უნდა მოიქცე, რომ სხვისი სიყვარული ჩანდეს ამ ქმედებაში.
სიყვარული - ჩვენ ხშირად გვგონია ძალიან ამაღლებული, პედესტალზე მდგომი "რაღაც" რომელიც ძალიან იშვიათად მოდის ხოლმე და რომელიც ფუფუნებაა. მე ვფიქრობ, სიყვარული არ არის ფუფუნება და არც ისეთი რამ, რომელიც სანთლიდ უნდა ვეძებოთ.
სიყვარული - ყოველ დღE შეგვილია ჩვენ ვიგრძნოთ, მათ შორის სრულიად უცხო ადამიანებ ისგან და ჩვენც, შეგვიძლია გავუნაწილოთ ეს გრძნობა სხვას, მათ შორის სრულიად უცხო ადამიანებს.
სიყვარული - ეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყრელი ატრიბუტია.
ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო აღნიშნული ნათქვამის ილუსტრაციისთვის. დაახლოებით 1 წლის წინ ჩამოვედი თბილისში. რუსთაველის მეტროსადგური. შევედი შენობაში და უნდა ჩავტვირთო თანხა ჩემს ბარათზე რომ ვიმგზავრო მეტროთი და ავტობუსით. ერთი სალარო მუშაობს. ჩემს წინ 2 ადამიანი დგას. დავდექი რიგში. მე ვარ მესამე. მოლარე საკმაოდ სწრაფად მუშაობს. თითოეული ადამიანის მომსახურებას ანდომებს დაახლოებით 30 წამამდე. ერთი პიროვნება მოვიდა ურიგოდ, უაპელაციოდ, უთხოვნოდ ჩაჭრა რიგი და ხელი რომელშიც ბარათი ქონდა და თანხა, გაუწოდა მოლარეს. ნუ, ვიფიქრე, კარგი ბატონო თქო, იქნება და ძალიან ეჩქარება, სახლში ავადმყოფი ელოდება, ანდა სამსახურში აგვიანდება და პრობლემა შეექმნება. მე არსად მეჩქარება, 1 წუთით ადრე მივიღEბ ბილეთს თუ გვიან, რა მნიშვნელობა აქვს თქო, გულში ვესაუბრებოდი ჩემს თავს. ჩემი რიგი მოვიდა უკვე და ამ დროს მეორე ადამიანი მოვიდა იგივე პრინციპით, ანუ რიგში არ დადგომა, ვინც დგას რიგში იმის თავზე გადახტომა და მიჭრა სალაროსთან. ახლა უკვე მივხვდი, რომ საქმე სხვა რამეში იყო. ანუ, პირველი ადამიანი რომ წავიდა ურიგოდ, ახლა მეორე მიდის, თუ რამე არ ვთქვა, მესამეც მოვა და როგორც ჩანს ასეთი მიდგომა ცხვრების წედაც გადაიქცა ლამის, ისევ ჩემთვის ვფიქრობ და რაღა თქმა უნდა, ვთხოვე მეორე ადამიანს რომ რიგში დამდგარიყო, რომ ვინც რიგში ვიდექით (ჩემს გარდა კიდევ იყო ჩემს უკან დამდგარი 2 კაცი რიგში, ჩემს შემდეგ მოსულები) მათ ქონდათ უფლება ესარგებლად უპირატესობით, ბილეთი აეღოთ პირველებს. მან ეს ჩემი მოწოდება იუკადრისა და თქვა "რა მოხდა? " " დიდი ამბავი", მე როდესაც ვცდილობ ავუხსნა თუ რა მნიშვნელობა აქვს რიგში ჩადგომას, და რომ ერთმანეთს როგორც მოქალაქეებს პატივი უნდა ვცეთ სწორედ აღნიშNული ქმედებვებით, მან თქვა რომ " კარგი რა, მერე რა მოხდა, ურიგოდ წავედიო" , მოკლედ, იმ მომენტისთვის, ეს კაცი ჩადგა რიგში და დაელოდა როდის მოუწევდა სალაროსთან მისვლა. არ იყო გასული 5 წამი მას შემდგომ რაც ეს საუბარი გვქონდა (საუბარი, რომელსაც მოლარეც უსმენდა) და ახალგაზრდა ბიჭი არ მოვარდა სალაროსთან და არ ცდილობს ბილეთის აღე ბას?! (რიგში დაახლოებით 5-6 კაცი იდგა უკვე), ამ დროს, მოლარემ ომახიანად დაიძახა, ახლა სწორედ ამაზე იყო საუბარი, წადი რიგში ჩადექიო. რაღა თქმა უნდა, ეს ბიჭი ჩადგა რიგში.
ამ მაგალითში, რომელიც უამრავი ფიქსირდება ყოველდღიურად, ჩანს ერთი რამე "მე" პირველი, "შენ" ჩემს შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს იმას, "შენ" იმსახურებ თუ არა იყო პირველი. მთავარია "მე".
სამწუხაროდ, ეს ცხოვრების სტილად იქცევა. ანუ, ისე ვაკეთებთ ყოველდღIურად, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა გვგონია და ამის შეცვლა და სწორი გზით სიარული აზრადაც არ მოგვდის.
იგივე ითქმის უსაფრთხოების ღვედების გამოყენებაზე. არადა, ეს ქმედება, პირველ რიგში განსაზღვრულია მძღOლისა და მგზავრების უსაფრთხოებაზე. საგზაო შემთხვევა, ავარია ხდება მაშინ როცა არ ველით და წინასწარ რომ ვიცოდეთ რომ რამე მოგვივა, მაშინ სულ არ გავალთ სახლიდან. ამიტომაც საჭიროა, ღვედის გაკეთება წესისამებრ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ღვედის გაკეთება ითვლება ზოგიერთ ადამიანში როგორც 'სამარცხვინო' არასათანადო მოვლენა. სამარშოტო ტაქსში ვიყავი ერთხელ (ფორდის ტიპის მანქანა, მძღოლის გვერდზე 2 ადგილი რომ აქვს და ცალკე ასასვლელი მანქანაში) და ქალი ამოვიდა. ქალმა კითხა მძღOლს, "ეს უნდა გავიკეთოო? " (უსაფრთხოების ღვედი) მძღოლმა მიუგო, "შენ დასაბმელი ქალი არ ხარო" :D ანუ, არ არის საჭიროო. (არადა, კანონის მოთხოვნით საჭიროა)
მოკლედ, უსაფრთხოების ღვედის გაკეთება, დაბმად მიგვაჩნია, რიგში ჩადგომა - სირცხვილად და არასაჭIრო ქმედებად, "ქეიფისას" ჭიქის ბოლომდე არ დაცლა - უპატივცემულობად, ურნაში ნაგვის ჩაგდება - უცნაურობად (ჯობია ტროტუარზე დავყაროთ, ანდა მანქანაშI თუ ვართ, ეგრევე, ფანჯრიდან გადავუძახოთ სიგარეტის ნამწვავები თუ სხვა ნაგავი ტრასაზე)
რა ხდება?
მე? :D
დღე მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი. ეს. მაილოს ნაწერი, შესაძლებელია ყოფილიყო ცოტა სხვანაირი, ცოტა მეტი აკადემიურობა და ზოგ ფრაზას მე ამოვიღებდი. თუმცა, ადამიანს როგორც ესმის და სტკივა მოვლენა ისე გამოთქვამს. ესეც დასაფასებელია. ანუ, რომ გამოთქვამს იმას რაც აწუხებს და რაზეც მას სურს საუბარი. მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. დილა მშვიდობისა ყველას :)
იმ მულტფილმში როგორ იძახიან? გვერდზე მდგომი თუ არ გიყვარს, ისე ვერ იმღერებ კარგადო :) (სტილი არ არის დაცული)
სწორედ ამაშია საქმე. რა მიდგომას ვაფიქსირებთ ჩვენ, რომ "გვერდზე მდგომს" სიყვარული/პატივისცემა გავუნაწილოთ? ეს "გვერდზე მდგომი" მით უმეტესი თU უცნობია, განა ადვილია იგი გვიყვარდეს და პატივი ვცეთ?
ამ დროს, მოქმედებს ერთი პრინციპი. რაც შენ არ გინდა რომ დაგემართოს, ის სხვას არ უნდა დამართო. ანუ, ზოგადად, რთულია ნავიგაცია ურთIერთOბისას, განსაზღვრება რა უნდა თქვა, როდის, როგორ უნდა მოიქცე, რომ სხვისი სიყვარული ჩანდეს ამ ქმედებაში.
სიყვარული - ჩვენ ხშირად გვგონია ძალიან ამაღლებული, პედესტალზე მდგომი "რაღაც" რომელიც ძალიან იშვიათად მოდის ხოლმე და რომელიც ფუფუნებაა. მე ვფიქრობ, სიყვარული არ არის ფუფუნება და არც ისეთი რამ, რომელიც სანთლიდ უნდა ვეძებოთ.
სიყვარული - ყოველ დღE შეგვილია ჩვენ ვიგრძნოთ, მათ შორის სრულიად უცხო ადამიანებ ისგან და ჩვენც, შეგვიძლია გავუნაწილოთ ეს გრძნობა სხვას, მათ შორის სრულიად უცხო ადამიანებს.
სიყვარული - ეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყრელი ატრიბუტია.
ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო აღნიშნული ნათქვამის ილუსტრაციისთვის. დაახლოებით 1 წლის წინ ჩამოვედი თბილისში. რუსთაველის მეტროსადგური. შევედი შენობაში და უნდა ჩავტვირთო თანხა ჩემს ბარათზე რომ ვიმგზავრო მეტროთი და ავტობუსით. ერთი სალარო მუშაობს. ჩემს წინ 2 ადამიანი დგას. დავდექი რიგში. მე ვარ მესამე. მოლარე საკმაოდ სწრაფად მუშაობს. თითოეული ადამიანის მომსახურებას ანდომებს დაახლოებით 30 წამამდე. ერთი პიროვნება მოვიდა ურიგოდ, უაპელაციოდ, უთხოვნოდ ჩაჭრა რიგი და ხელი რომელშიც ბარათი ქონდა და თანხა, გაუწოდა მოლარეს. ნუ, ვიფიქრე, კარგი ბატონო თქო, იქნება და ძალიან ეჩქარება, სახლში ავადმყოფი ელოდება, ანდა სამსახურში აგვიანდება და პრობლემა შეექმნება. მე არსად მეჩქარება, 1 წუთით ადრე მივიღEბ ბილეთს თუ გვიან, რა მნიშვნელობა აქვს თქო, გულში ვესაუბრებოდი ჩემს თავს. ჩემი რიგი მოვიდა უკვე და ამ დროს მეორე ადამიანი მოვიდა იგივე პრინციპით, ანუ რიგში არ დადგომა, ვინც დგას რიგში იმის თავზე გადახტომა და მიჭრა სალაროსთან. ახლა უკვე მივხვდი, რომ საქმე სხვა რამეში იყო. ანუ, პირველი ადამიანი რომ წავიდა ურიგოდ, ახლა მეორე მიდის, თუ რამე არ ვთქვა, მესამეც მოვა და როგორც ჩანს ასეთი მიდგომა ცხვრების წედაც გადაიქცა ლამის, ისევ ჩემთვის ვფიქრობ და რაღა თქმა უნდა, ვთხოვე მეორე ადამიანს რომ რიგში დამდგარიყო, რომ ვინც რიგში ვიდექით (ჩემს გარდა კიდევ იყო ჩემს უკან დამდგარი 2 კაცი რიგში, ჩემს შემდეგ მოსულები) მათ ქონდათ უფლება ესარგებლად უპირატესობით, ბილეთი აეღოთ პირველებს. მან ეს ჩემი მოწოდება იუკადრისა და თქვა "რა მოხდა? " " დიდი ამბავი", მე როდესაც ვცდილობ ავუხსნა თუ რა მნიშვნელობა აქვს რიგში ჩადგომას, და რომ ერთმანეთს როგორც მოქალაქეებს პატივი უნდა ვცეთ სწორედ აღნიშNული ქმედებვებით, მან თქვა რომ " კარგი რა, მერე რა მოხდა, ურიგოდ წავედიო" , მოკლედ, იმ მომენტისთვის, ეს კაცი ჩადგა რიგში და დაელოდა როდის მოუწევდა სალაროსთან მისვლა. არ იყო გასული 5 წამი მას შემდგომ რაც ეს საუბარი გვქონდა (საუბარი, რომელსაც მოლარეც უსმენდა) და ახალგაზრდა ბიჭი არ მოვარდა სალაროსთან და არ ცდილობს ბილეთის აღე ბას?! (რიგში დაახლოებით 5-6 კაცი იდგა უკვე), ამ დროს, მოლარემ ომახიანად დაიძახა, ახლა სწორედ ამაზე იყო საუბარი, წადი რიგში ჩადექიო. რაღა თქმა უნდა, ეს ბიჭი ჩადგა რიგში.
ამ მაგალითში, რომელიც უამრავი ფიქსირდება ყოველდღიურად, ჩანს ერთი რამე "მე" პირველი, "შენ" ჩემს შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს იმას, "შენ" იმსახურებ თუ არა იყო პირველი. მთავარია "მე".
სამწუხაროდ, ეს ცხოვრების სტილად იქცევა. ანუ, ისე ვაკეთებთ ყოველდღIურად, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა გვგონია და ამის შეცვლა და სწორი გზით სიარული აზრადაც არ მოგვდის.
იგივე ითქმის უსაფრთხოების ღვედების გამოყენებაზე. არადა, ეს ქმედება, პირველ რიგში განსაზღვრულია მძღOლისა და მგზავრების უსაფრთხოებაზე. საგზაო შემთხვევა, ავარია ხდება მაშინ როცა არ ველით და წინასწარ რომ ვიცოდეთ რომ რამე მოგვივა, მაშინ სულ არ გავალთ სახლიდან. ამიტომაც საჭიროა, ღვედის გაკეთება წესისამებრ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ღვედის გაკეთება ითვლება ზოგიერთ ადამიანში როგორც `სამარცხვინო` არასათანადო მოვლენა. სამარშოტო ტაქსში ვიყავი ერთხელ (ფორდის ტიპის მანქანა, მძღოლის გვერდზე 2 ადგილი რომ აქვს და ცალკე ასასვლელი მანქანაში) და ქალი ამოვიდა. ქალმა კითხა მძღOლს, "ეს უნდა გავიკეთოო? " (უსაფრთხოების ღვედი) მძღოლმა მიუგო, "შენ დასაბმელი ქალი არ ხარო" :D ანუ, არ არის საჭიროო. (არადა, კანონის მოთხოვნით საჭიროა)
მოკლედ, უსაფრთხოების ღვედის გაკეთება, დაბმად მიგვაჩნია, რიგში ჩადგომა - სირცხვილად და არასაჭIრო ქმედებად, "ქეიფისას" ჭიქის ბოლომდე არ დაცლა - უპატივცემულობად, ურნაში ნაგვის ჩაგდება - უცნაურობად (ჯობია ტროტუარზე დავყაროთ, ანდა მანქანაშI თუ ვართ, ეგრევე, ფანჯრიდან გადავუძახოთ სიგარეტის ნამწვავები თუ სხვა ნაგავი ტრასაზე)
რა ხდება?
მე? :D
დღე მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი. ეს. მაილოს ნაწერი, შესაძლებელია ყოფილიყო ცოტა სხვანაირი, ცოტა მეტი აკადემიურობა და ზოგ ფრაზას მე ამოვიღებდი. თუმცა, ადამიანს როგორც ესმის და სტკივა მოვლენა ისე გამოთქვამს. ესეც დასაფასებელია. ანუ, რომ გამოთქვამს იმას რაც აწუხებს და რაზეც მას სურს საუბარი.
22. ჩემს აღელვებას დიდი შრომა სჭირდება :D
ხალხია გიორგი... :)) ჩემს აღელვებას დიდი შრომა სჭირდება :D
ხალხია გიორგი... :))
21. რა მშვიდი ხარ თეონა :D რა მშვიდი ხარ თეონა :D
20. კამათი მოგენატრა გიორგი ? :)
არ ვაპირებ :-*
კამათი მოგენატრა გიორგი ? :)
არ ვაპირებ :-*
19. მე ვერ მოვიწონე ეს წერილი.......
+1 მე ვერ მოვიწონე ეს წერილი.......
+1
18. ჩვენ მაინ მაგრები ვართ არ გეთანხმები.............. ჩვენ მაინ მაგრები ვართ არ გეთანხმები..............
16. აჰ,არ მომეწონა ეს ნაწერი მე. აჰ,არ მომეწონა ეს ნაწერი მე.
15. ნაწერი დიდი სისულელეა.
პოზა ვაფშე სისულელ,
ცოტანი ხართ დადუ ასე ბევრი ვერ აზროვნებს :))
საქართველო არა ფლავი :D ნაწერი დიდი სისულელეა.
პოზა ვაფშე სისულელ,
ცოტანი ხართ დადუ ასე ბევრი ვერ აზროვნებს :))
საქართველო არა ფლავი :D
14. ჰუჰ... რამდენ რამეს ასევე ვფიქრობ, არადა ... შევსება არ აწყენდა, მიტინგომანიის ჩამატებაც შეიძლება, ჟანრის გამოცვლაც შეიძლება, რასაც გავაკეთებ :D
კოსტა... დამიჯერე ასე ბევრი არ აზროვნებს, იმიტომაც ვართ ამ დღეში, ხოლო ვინც (ვ)აზროვნებს(თ) ასე, (ჩვენი)მათი რიცხვი იმდენად ცოტაა, რომ "დაიკიდეს პრინციპით" (ვ)ხელმძღვანელობენ(თ), კედელზე ცერცვის ყრა გეზარება ადამიანს და იმიტომ ჰუჰ... რამდენ რამეს ასევე ვფიქრობ, არადა ... შევსება არ აწყენდა, მიტინგომანიის ჩამატებაც შეიძლება, ჟანრის გამოცვლაც შეიძლება, რასაც გავაკეთებ :D
კოსტა... დამიჯერე ასე ბევრი არ აზროვნებს, იმიტომაც ვართ ამ დღეში, ხოლო ვინც (ვ)აზროვნებს(თ) ასე, (ჩვენი)მათი რიცხვი იმდენად ცოტაა, რომ "დაიკიდეს პრინციპით" (ვ)ხელმძღვანელობენ(თ), კედელზე ცერცვის ყრა გეზარება ადამიანს და იმიტომ
13. კიდეც ვმღერი. სინქრონშიც კარგად ვცეკვავ და არც უცხოელი ტურისტების ხამი ვარ, შენ რაც ჩამოთვალე - იმაზე მეტიც შემიძლია ჩამოგითვალო საამაყო, თუნდაც თანამედროვეობაში (პრეზიტენტისტი არ გეგონოთ ვინმეს, თავს მოვიკლავ :D)
სადაც სათქმელია - ხმამაღლაც ვამბობ, ასე, რომ მაილო, შეგიძლია შემომიერთდე და ერთად ავამაღლოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დონის მაჩვენებელი. :D :) კიდეც ვმღერი. სინქრონშიც კარგად ვცეკვავ და არც უცხოელი ტურისტების ხამი ვარ, შენ რაც ჩამოთვალე - იმაზე მეტიც შემიძლია ჩამოგითვალო საამაყო, თუნდაც თანამედროვეობაში (პრეზიტენტისტი არ გეგონოთ ვინმეს, თავს მოვიკლავ :D)
სადაც სათქმელია - ხმამაღლაც ვამბობ, ასე, რომ მაილო, შეგიძლია შემომიერთდე და ერთად ავამაღლოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დონის მაჩვენებელი. :D :)
12. რავი აბა არის რა.რადგან დაიწერა და დაიდო არის ალბათ. რავი აბა არის რა.რადგან დაიწერა და დაიდო არის ალბათ.
11. სმაილებს თავი და ბოლო აერიათთთთთთთთთთთთთთთ?ვაიმეეეეეეეე სმაილებს თავი და ბოლო აერიათთთთთთთთთთთთთთთ?ვაიმეეეეეეეე
10. "ჰოდა, დაიკიდე და დავიძინოთ." "აუ, ამ კოღოს კუჭი გახმა... კოჭი დავისისხლიანე!" :)
"ჰოდა, დაიკიდე და დავიძინოთ." "აუ, ამ კოღოს კუჭი გახმა... კოჭი დავისისხლიანე!" :)
9. ვღადაობ, რა ჯეოსტარი, მაგრამ კარგი იქნებოდა, სმენა რომ მქონოდა, მართლა გავხდებოდი მომღერალი.":)]
ვღადაობ, რა ჯეოსტარი, მაგრამ კარგი იქნებოდა, სმენა რომ მქონოდა, მართლა გავხდებოდი მომღერალი.":)]
8. მე წავედი, ძილი ნებისა ქართველებო, თუ რამე დაიძახეთ და გავიგებ :D
პუბლიცისტიკა არ არის, არც ვიცი როგორ იწერება, რაც არის ეგ არის :D
მე წავედი, ძილი ნებისა ქართველებო, თუ რამე დაიძახეთ და გავიგებ :D
პუბლიცისტიკა არ არის, არც ვიცი როგორ იწერება, რაც არის ეგ არის :D
7. "სტარამოდნი ხელმოცარული ხალხი ვართ." "სტარამოდნი კი არა გონებაშეზღუდულები უფრო."
გინდა არ გინდა, ეს სიმართლეა!!! რამდენჯერაც არ უნდა იყოს ნათქვამი, ყოველდღე შესახსენებელია "სტარამოდნი ხელმოცარული ხალხი ვართ." "სტარამოდნი კი არა გონებაშეზღუდულები უფრო."
გინდა არ გინდა, ეს სიმართლეა!!! რამდენჯერაც არ უნდა იყოს ნათქვამი, ყოველდღე შესახსენებელია
6. 1. კარგიაააა.... რა მიკვირს იციი, აი თითქოს ბევრი ადამიანი აზროვნებს სწორად თუ არა სიმართლესთან ახლოს მაინც მარა მაინც ტრაკში რატოა ქართული ცნობიერება? კოსტა. 20
გაბედულებაა საჭირო, . ლაპარაკი და აზროვნება ადვილია. :D 1. კარგიაააა.... რა მიკვირს იციი, აი თითქოს ბევრი ადამიანი აზროვნებს სწორად თუ არა სიმართლესთან ახლოს მაინც მარა მაინც ტრაკში რატოა ქართული ცნობიერება? კოსტა. 20
გაბედულებაა საჭირო, . ლაპარაკი და აზროვნება ადვილია. :D
5. პუბლიცისტიკაა, თანაც მოუხერხებლად ნაწერი! შეიძლება რაღაცები სიმართლეც კი იყოს, თუმცა ეს ყველაფერი ხომ უკვე მილიონჯერაა ნათქვამი! პუბლიცისტიკაა, თანაც მოუხერხებლად ნაწერი! შეიძლება რაღაცები სიმართლეც კი იყოს, თუმცა ეს ყველაფერი ხომ უკვე მილიონჯერაა ნათქვამი!
4. ამ გვერდზე უკეთესები მახსოვს:)
"იმიტომაც არის ყველა კუთხით რომ გვიტირეს დედა და მაინც ვართ ასე, სირაქლემებივით" ეგ ჰო!
ამ გვერდზე უკეთესები მახსოვს:)
"იმიტომაც არის ყველა კუთხით რომ გვიტირეს დედა და მაინც ვართ ასე, სირაქლემებივით" ეგ ჰო!
3. იმიტომაც არის ყველა კუთხით რომ გვიტირეს დედა და მაინც ვართ ასე, სირაქლემებივით და სიტყვას ვერ ვამბობ, ამასაც შენ გეუბნები, თორემ ხმამაღლა დამეზარებოდა, მაინც კაციშვილი არაა რამის შემცვლელი, - ა, კაცი... ამდენი ხანი მაგას ვამტკიცებ, წარსულში დაბუდებული ერი ან ამდენი ხანი როგორ არსებობს, ერი, რომელასც მომავალი არ ადარდებს.ისტორიასჩაფრენილები და სუფრასთან მაგრები, არაფრისმკეთებლები და ა.შ.
მაილო იმიტომაც არის ყველა კუთხით რომ გვიტირეს დედა და მაინც ვართ ასე, სირაქლემებივით და სიტყვას ვერ ვამბობ, ამასაც შენ გეუბნები, თორემ ხმამაღლა დამეზარებოდა, მაინც კაციშვილი არაა რამის შემცვლელი, - ა, კაცი... ამდენი ხანი მაგას ვამტკიცებ, წარსულში დაბუდებული ერი ან ამდენი ხანი როგორ არსებობს, ერი, რომელასც მომავალი არ ადარდებს.ისტორიასჩაფრენილები და სუფრასთან მაგრები, არაფრისმკეთებლები და ა.შ.
მაილო
2. რაღაცეებში გეთანხმები. რაღაცეებში უტრირებულია:)
და მაინც უფრო უკეთესადაც შეიძლებოდა ამის მოტანა მკითხველამდე...
აი იცი ამ ''დაიკიდეზე ''რას ვფიქრობ შემგუებლობა და გულარხეინიანობა ჩვენი ნაციონალური ''სენია''???:)
რაღაცეებში გეთანხმები. რაღაცეებში უტრირებულია:)
და მაინც უფრო უკეთესადაც შეიძლებოდა ამის მოტანა მკითხველამდე...
აი იცი ამ ``დაიკიდეზე ``რას ვფიქრობ შემგუებლობა და გულარხეინიანობა ჩვენი ნაციონალური ``სენია``???:)
1. კარგიაააა.... რა მიკვირს იციი, აი თითქოს ბევრი ადამიანი აზროვნებს სწორად თუ არა სიმართლესთან ახლოს მაინც მარა მაინც ტრაკში რატოა ქართული ცნობიერება? :) კარგიაააა.... რა მიკვირს იციი, აი თითქოს ბევრი ადამიანი აზროვნებს სწორად თუ არა სიმართლესთან ახლოს მაინც მარა მაინც ტრაკში რატოა ქართული ცნობიერება? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|