ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მოგესალმებით, მინდა ჩემი სიხარულის შესახებ გიამბოთ...
დღეს დილით ძალიან ადრე გაგვეღვიძა. უფრო სწორად შუადღის 2საათი იქნებოდა, როცა გიო-მამას ზარმა გაგვაღვიძა. დედა ისეთი დაბნეული უყურებდა ტელეფონის ეკრანზე დაწერილ ნომერს თითქოს იქ მისი სასიკვდილო განაჩენი ეწერა... "ნეტავ რა უნდა? რატომ მირეკავს? იმედია რამე სისულელის სათქმელად და ნერვების მოსაშლელად არ გამაღვიძა ამ დილაუთენია, პრინციპში რაღა დილა უკვე დაღამებულა..." ფიქრობდა და არ იცოდა რა ექნა, ეპასუხა თუ არა... დაბნეული იყო ძალიან.
-გისმენთ. ისე ოფიციალურად უპასუხა გამეცინა. (კარგით ხო, როგორც მოვახერხე ისე გამეცინა. არ მაპატიოთ ეხლა ერთი პაწასუნა ტყუილი უფ...) -როგორ ხართ ბასუნებო? -გადასარევად. -რა ოფიციალური ხარ მარიამ? ცუდ ხასიათზე ხარ? -ეხლა გაგვაღვიძა შენმა ზარმა. იცრუა დედამ უტიფრად, თითქოს მხოლოდ ამისი ბრალი იყო მისი დაბნეული და მოკლე პასუხები... -მაპტიეთ, არ ვიცოდი კიდევ თუ გეძინათ. -არაუშავს. -მენატრებით ძალიან -ნუთუ... -კარგი მარ, არ გინდა რა გთხოვ. იცი რა ცუდად ვარ უთქვენოდ? უკვე 11 დღე გავიდა რაც ერთად არ ვართ და ლამის გავაფრინო, თქვენი სიგიჟეები და სისულელეები მომენატრა. -ჰოოო... სულ გამოთაყვანდა დედა. "დედიკო რა გჭირს? რამ დაგამუნჯა? ისე კარგად "ტლიკინებ" ხოლმე და ახლა რა დაგემართა? უთხარი, რომ ჩვენც გვენატრება, რომ ჩვენც გვიყვარს... უთხარი რამე ვააა..." -ნუ ხარ ჩუმად ბას, მითხარი რამე. -რა გითხრა? -ნიაკო როგორაა? -ნია-გაბუ გინდოდა გეთქვა ალბათ... -ჰო ნია გაბუ. -გადასარევად, კარგი გოგოა დედას სიხარული. -იქნებ მამასიც? -უფ, კაი ერთი. დიდი ხანია შენ სიხარულია? -კი, მას მერე რაც გავიგე რომ არსებობს. ძალიან ძვირფასია ეგ პატარა არსება ჩემთვის და ის რომ, ამას ყოველთვის არ ვიმჩნევ, არ ნიშნავს, რომ მასე არაა. -მდააა... -რა იყო არ გჯერა? -ძნელი დასაჯერებელია! იმედია მეთანხმები. -რატომ? მენარტებით მინდა ჩემთან იყოთ, მოგეხვიოთ და აღარსად გაგიშვათ. მინდა ჩემს თვალწინ გაიბერო უფრო და უფრო მეტად, მინდა ვნახო როგორ დაიბადება და გაიზრდება ნია, როგორ დაქალდება... რა სისულელე გავაკეთე, რომ გაგიშვით... -გვიანია სინანული. -სჯობს გვიან ვიდრე... -... -ბას, მითხარი რომ გიყვარვარ. -არა. "კარგი რა დე, რას შეჯექი ვირზე, უთხარი, რომ გვიყვარს ორივეს და ძალიან გვენატრება, რომ ჩვენც ძალიან გვინდა მასთან ყოფნა." -"ტრაკო"... "დედას გაეღიმა, გიო-მამა ყველაზე მეტად ამ სიტყვით გამოხატავდა სიყვარულს უცნაურია არა?.." -ეხლა მომისმინე. დაიწყე და დალაგებულად ამიხსენი- რა ხდება და რატომ დარეკე, რა გინდა საერთოდ? -ჩემი საყვარელი ქალი და შვილი მომენატრა. რა, არ შეიძლება? -შვილი გასაგებია მაგრამ საყვარელი ქალი როგორც ვიცი გყავს და ის ახლაც შენს გვერდითაა. -ცდები, ეგ ქალი შენ ხარ... -მერე ქალბატონი ეკა?.. -ეკასთან ყველაფერი დამთავრდა მარ, უნდა დამიჯერო. ეს ყველაფერი შეცდომა იყო, ერთი და დიდი ტყუილი და ნია-გაბუმ დამანახა სწორი გზა. -არ ვიცი რა ვთქვა გიო მოდი შემეშვი რა... -რას ბავშვობ. ამ დღეებში ჩამოვალ და გნახავთ ყველაფერზე უნდა დავლაპარაკოთ, გვეყო ასე ყოფნა, მჭირდებით... -ვთიშავ... -არა, გთხოვ ნია დამალაპარაკე.
-ნიაკო, მამას პატარა ქალო, როგორ ხარ? მომენატრე ჩემო გოგო. მინდა თავი დაგადო და ვიგრძნო შენი ფეთქვა. "მეც მენატრები მამ, შენი თბილი ხელენი მენატრება" -დედიკო არ გამიბრაზო გთხოვ, ახლა ისედაც ძალიან ცუდადაა. ამ საუბარში კიდევ უფრო დაიბნა. "არ იდარდო მამ, მე კარგად ვიქცევი, დედასაც არაუშავს ცდილობს არ ინერვიულოს რომ მე არ შემაწუხოს." -მიყვარხართ, მალე ყველაფერი სხვაგვარად იქნება, სულ ერთად ვიქნებით "ყველაზე მეტად ეგ მინდა მამ, დედასაც უნდა უბრალოდ არ გეუბნება..." -გაკოცე პატარავ, მიყვარხარ... ერთმანეთს გაუფრთხილდით ჩემს ჩამოსვლამდე. "მეც მიყვარხარ მამ..."
-მორჩით? -კი. -მაშინ კარგად ბრძანდებოდე... -მარ, ნუ ხარ ასეთი ჯიუტი. ხომ ვიცი რომ გიყვარვარ. -ცდები. -კარგი, მალე გნახავთ და ეს ყველაფერი პირადად გავარკვიოთ პატარავ. -ვნახოთ. -ნია-გაბუს მიხედე, გაკოცეთ ორივეს. ეხლა წავედი საელჩოში ვარ მისასვლელი. -მანდ რა გინდა? -სიურპრიზია. -ოკ... -მიყვარხართ, ჩემი ლამაზი და სულელი გოგოები ხართ. დროებით.
"ჩვენც გაკოცეთ" გაიფიქრა დედამ, მაგრამ არაფერი უთქვამს. კარგა ხნის მერე მიხვდა, რომ ტელეფონი უნდა გაეთიშა. ერთ ადგილს მიშტერებული იჯდა და ცრემლები ღვარად მოსდიოდა...
უფრო დაიბნა ჩემი დედიკო. მე მითუმეტეს და სანამ ჩვენსკენ რაიმე ახალი მოხდბა დაგემშვიდობებით
თქვენი ნია-გაბუ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მე გეგა ვარ ოდიშელი მე გეგა ვარ ოდიშელი
4. მიყვარს ნია–გაბუ:) :) მიყვარს ნია–გაბუ:) :)
1. ისევ მოვედი და მოგისმინე ნია-გაბუ...:) ისე ბევრი რომ გისმენდეს გულისყურით, კარგი იქნებოდა...:) ისევ მოვედი და მოგისმინე ნია-გაბუ...:) ისე ბევრი რომ გისმენდეს გულისყურით, კარგი იქნებოდა...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|