ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელადონა
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2011


როგორც თავადის ქალი მაია..

მზემ შემომცინა ცხელი ღიმილით,
რომ სიყვარული ერთად გვეცადა,
მკერდზე შეაწყდა მძივები ქარვის
და დაუდევრად გადმოეფანტა...

მერე ორივემ მძინარე ზღვაში
ღია თვალებით ჩავყვინთეთ წყნარად,
პალმების ჩრდილი ტალღაზე გაწვა,
ფუჭად ჩავლილი ოცნების დარად.

დავკეცავ დარდით დასეტყვილ აფრებს,
სულის სიმშვიდე საოცარია...
მეც მივენდობი უსაზღვროებას,
როგორც თავადის ქალი მაია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები