 | ავტორი: ნიკოლ ჟანრი: პროზა 4 სექტემბერი, 2011 |
არ გავიღიმებ ყოველი შენი დანახვისას, რადგან ყველა ღიმილი ტუჩის ქიმზე აცოცდება შენი კოცნის მოლოდინში.. მე არ ჩაგეხუტები მაშინ, როცა შენ გეტკინება, რადგან ასეთ დროს შენს ტკივილს სხეულში გადმოვიზრდი ფესვებიანად და ჩახუტების თავი აღარ მექნება. არ დაიჯერო, თითქოს თუ წახვალ, შენზე ვიდარდებ. მე მხოლოდ სუნთქვის საშუალება მექნება და ეს ყველაზე მეტია, რაც კი შემეძლება. და იცი, მე შემიძლია მიგატოვო ნებისმიერ წამს, მაგრამ ვერაფრით მიპოვნია ამისთვის დრო. მე ხომ არ ვიქნები შენი ერთგული და გიღალატებ ყველა უთანასწორო მზერასთან, რადგან ღალატი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ვინმეს ეკუთვნი. ჰო, მართლა, მე არ გაგიჩენ პირველივე ღამიდან შვილს და კარგა ხანი არ მეყოლება პირმშო. შენ ხომ ვერც მიხვდები მიზეზს, - შეუძლებელია ერთ სხეულში ორი არსება ატარო. და თუ მოხდა ისე, რომ ეკლესიაში აღმოვჩნდით რაიმე მიზეზით, მე ძალიან ბევრს დაგცინებ ამისთვის, და ეს მხოლოდ იმიტომ რომ მე შენს გარდა სხვა ღმერთი არ მწამს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ღალატი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ვინმეს ეკუთვნი.
ღალატი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ვინმეს ეკუთვნი.
6. და თუ მოხდა ისე, რომ ეკლესიაში აღმოვჩნდით რაიმე მიზეზით, მე ძალიან ბევრს დაგცინებ ამისთვის, და ეს მხოლოდ იმიტომ რომ მე შენს გარდა სხვა ღმერთი არ მწამს.-არ შეიძლება ამის წარმოთქმა... გაფიქრება...არ შეიძლება ვინმე გიყვარდეს ...გწამდეს ვინმე უფალზე მეტად... ესეთი სიყვერული ყოველთვის განწირულია რადგან ცდუნებაა და თუ მოხდა ისე, რომ ეკლესიაში აღმოვჩნდით რაიმე მიზეზით, მე ძალიან ბევრს დაგცინებ ამისთვის, და ეს მხოლოდ იმიტომ რომ მე შენს გარდა სხვა ღმერთი არ მწამს.-არ შეიძლება ამის წარმოთქმა... გაფიქრება...არ შეიძლება ვინმე გიყვარდეს ...გწამდეს ვინმე უფალზე მეტად... ესეთი სიყვერული ყოველთვის განწირულია რადგან ცდუნებაა
5. პროზა იდეაში კარგი ჟანრია. პროზა იდეაში კარგი ჟანრია.
3. "და თუ მოხდა ისე, რომ ეკლესიაში აღმოვჩნდით რაიმე მიზეზით, მე ძალიან ბევრს დაგცინებ ამისთვის, და ეს მხოლოდ იმიტომ რომ მე შენს გარდა სხვა ღმერთი არ მწამს."- უდიდესი ცოდვაა ამის წარმოთქმა და მერე ჩემი მხრიდან გამეორება,მარა არვიცი მგონი ეშმაკი შემიჩნდა და ამ ნაწერში საოცრად მომწონს... + "და თუ მოხდა ისე, რომ ეკლესიაში აღმოვჩნდით რაიმე მიზეზით, მე ძალიან ბევრს დაგცინებ ამისთვის, და ეს მხოლოდ იმიტომ რომ მე შენს გარდა სხვა ღმერთი არ მწამს."- უდიდესი ცოდვაა ამის წარმოთქმა და მერე ჩემი მხრიდან გამეორება,მარა არვიცი მგონი ეშმაკი შემიჩნდა და ამ ნაწერში საოცრად მომწონს... +
2. ,,ღალატი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ვინმეს ეკუთვნი"_ჰოო,ღალატისთვის სულ მცირე ორი ადამიანი მაინცაა საჭირო :D
არ მომწონს. ,,ღალატი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ვინმეს ეკუთვნი"_ჰოო,ღალატისთვის სულ მცირე ორი ადამიანი მაინცაა საჭირო :D
არ მომწონს.
1. და იცი, მე შემიძლია მიგატოვო ნებისმიერ წამს, მაგრამ ვერაფრით მიპოვნია ამისთვის დრო.
იქნებ :) და იცი, მე შემიძლია მიგატოვო ნებისმიერ წამს, მაგრამ ვერაფრით მიპოვნია ამისთვის დრო.
იქნებ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|