| ავტორი: მარი ჟანრი: პოეზია 6 სექტემბერი, 2011 |
ცხოვრებას ბელტებზე ფეხს ვაჭერ- მყიფეა, ფილტვები ივსება ჟანგბადის ნაერთით, შუბლზე ჩამოშლილი თმა, როკვას იწყებს და ეს თქვენი ხელია, ვეხები მადმუაზელ. არეულ ნაბიჯებს მწყობრში ვაყენებ, დრო არის, დრო არის, დრო არის რამდენი სიცივე ძვლებამდე ჭენებით მიიწევს- ერთად გავითოშებით, ჩვენ ორნი მადმუაზელ. მე და სამყარო კონტრასტულ ფერებში- ვხატავდით ერთმანეთს თუ წამებს ვითვლიდით თითებით, თითები გავალღვეთ და გული გაუმაძღარი გული ძგერს მადმუაზელ. ვკითხულობთ თვალებში სევდის ნარჩენებს, ორი ქალი დგას ჩრდილში დედამიწის მე და თქვენ მადმუაზელ- მიწას ვაფხვიერებთ, ნაცნობი სიანცით და კვლავაც- მანამ კი ვიყვიროთ ხმამაღლა, იოგის დახეთქვას რომ ვიგრძნობთ შევჩერდეთ, ასეა, სანამდე- შეგვრჩება მოტივი, ვილაღოთ სვე-ბედი, თამბაქოს იჭერთ და ეწევით ან რიტორიკულად თითებში არსებულ ვაკუუმს იყვითლებთ და ძარღვებს იშმორებთ ჯანდაბა მადმუაზელ. სურვილებს ვარიგებ, სახლებში- წყვდიადი დათარეშობს, იჭრება სივრცეში, ჩვენი ნერვები ძაფებად გავკიდეთ, ვინაღვლეთ რამდენი. სისწორეს ავცდით და მივყვებით ბილიკებს ჯანდაბა მადმუაზელ, თითებში არსებულ ვაკუუმს იყვითლებთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. აქ ოჰო უნდა ვთქვა...:D აქ ოჰო უნდა ვთქვა...:D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|