| ავტორი: მარი ჟანრი: პროზა 9 სექტემბერი, 2011 |
საღამოს პირზე როგორც ნამიბიელ დედის ფერდზე მიკრული ჩვილი, ისე მილასლასებს დღის შუქი და გარემოს ღამეშეპარული სურნელი იფრქვევა სივრცეში. საბედისწერო გრძნობები თავს ჰყოფენ და საკმევლის სუნივით გამაბრუებელია ყიჟინი ვნების. მიწაზე ნატერფალს ვტოვებთ და ასე... სულ, სულ.. უკიდეგანოდ გრძელდება. დარღვეულ მაჯისცემის რიტმს ჰანგებად ვკრავ, მერე კვლავ იგივე და ეს რუტინულობა თვალებს წყლით მივსებს, წყლით, რომელიც მლაშეა როგორც ზღვა და ცივი როგორც მე. სულში რაღაცები გამუდმებით მეღვენთება, სხეულში რომ დაგივლის და დასასრულს ეძებ... ჩვენს შორის მანძილს ჰორიზონტი კვეთს და ასეთი გაურკვევლობის უსასრულობაში ქუთუთოები თითქოსდა წებოვანი ხდება, გაჯიუტებულნი გამალებით ეკვრიან ერთმანეთს და ისე უმძიმთ განშორება როგორც, პირველი ტანგოს ოდისეა. კაბის კონტურში მოცურავე თითებისაგან თავისუფლდებით და იცით, ვიცით რომ როგორც სიცხისაგან გამომშრალი მიწა გვწვავს ფეხით შეხებისას, ისეთ მდგომარეობაში ვცურავთ და კუნთების მოძრაობით აღვიქვამთ პარტნიორის მზემოკიდებულ, ჭორფლიან სახეს, გრძელ, ნატიფ თითებსა და პატარა ტუჩებს. თუმცა, ყურის მოხაზულობაც ერთობ საინტერესოა... ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჯიგარი კაცი იყო სპილბერგი, მისი ფილმების ყურებისას მოლოდინით აღტკინებულნი შეძახილების ამოხავილში ადრენალინით ვბრუვდებოდით და ვივიწყებდით ნამიბიელ დედის ფერდზე მიკრული ჩვილივით მოცახცახე დღის შუქს... გრაცე ამიგოს, გრაცე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საღამოს პირზე როგორც ნამიბიელ დედის ფერდზე მიკრული ჩვილი, ისე მილასლასებს დღის შუქი ჩვილი როგორ უნდა მილასლასებდეს? საღამოს პირზე როგორც ნამიბიელ დედის ფერდზე მიკრული ჩვილი, ისე მილასლასებს დღის შუქი ჩვილი როგორ უნდა მილასლასებდეს?
1. ნამდვილად არა უშავდა, ოღონდ ეს ,,ჯიგარი” არ მოუხდა აშკარად :) ნამდვილად არა უშავდა, ოღონდ ეს ,,ჯიგარი” არ მოუხდა აშკარად :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|