მიშა რატიანს არ შეგვიძლია. რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ, რომ ჩვენს საკუთარ სამშობლოში წავაგეთ ომი. ამ ომში მკვდარი, დაღუპული ბიჭების ბრძოლა და თავგანწირვა დავაფასეთ მდუმარე დგომით მათ საფლავებთან, მათ შაოსან დედებთან, ძმებთან, დებთან, ცოლ-შვილთან, მეგობრებთან... რა ჩვენი ბრალი იყო, რომ ასე გამოვიდა?! შეგვინდე, ღმერთო! ქვეყნის წინაშე მოვიხადეთ პირნათლად ვალი: როცა იბრძოდნენ ის ბიჭები, კვდებოდნენ, ჩვენ კი ვისხედით სახლში და ძალიან ვნერვიულობდით... და კითხულობდნენ პატარები, - რომ იწყეს დრეკა მთებმა, როდესაც გორგასალი შედგა. ვტყუოდით ყველა ისევე, როგორც ერთი; შიშებში ვცხოვრობთ, რა დაგვრჩენია, - საფლავებთან ვისროლოთ ზალპი. არ შეგვიძლია. რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ, რომ სხვები მოკვდნენ კაცებად და ჩვენ ცოცხლად დავლპით.
არ შეგვიძლია. რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ, რომ სამოწყალოდ გამოწვდილ ხელს გავარტყით მხარი, მერე კი მშვიდად შევასრულეთ ჩვენ-ჩვენი სოლო გამოსვლა (სულ სხვა სიმღერიდან) და გავიხარეთ, რომ დამსწრე საზოგადოებას მოვწყვიტეთ ტაში, - ადამიანებს, ვინც ჩვენსავით მხარი იტკინა, ვინც გამორბოდა, როგორც ჩვენ და ა.შ და ა.შ. ...ეჩქარებოდა, დრო არ ჰქონდა, ხოლო ისინი, ვინც არ აეწყვნენ ფეხის ხმას და მიწაში წვანან, ვინც არ გარბის და არც ჩვენსავით აგვიანდება არსად, ვინც ყელში გამოისვა ამ დილით დანა, რომ კიდევ ერთხელ აღარ ნახოს, როგორ ღამდება ქალაქში, სადაც ჩვენ დავრბივართ, სოლოებს ვმღერით, სადაც ტაშს ვუკრავთ ერთმანეთს და საზიზღრად ვლოკავთ, ქალაქში, სადაც იშოვება არცერთი ღერი სიგარეტის და ყველა ხეზე კიდია თოკი გამონასკვული საიმედოდ, რომ ჩამოხრჩობა არ გაუჭირდეთ, ვინც გადარჩნენ, იპოვონ ყულფი ადვილად, გაყონ კისერი და ჩვენ ჩვენთვის „ჰოპლა“ ვიყვიროთ, სხვების გასაგონად, - „დიდება უფალს!“ არ შეიძლება თვითმკვლელებზე ვილოცოთ, ვწუხვართ. ავუბათ მხარი ერთმანეთს, ის ნატკენი მხარი, რომელიც გუშინ სიჩქარეში ვიტკინეთ, ნუღარ, ჩვენ ნუღარავინ შეგვაწუხებს, დრო აღარ არის, დრო აღარ არის დღეს სიტყვების: „შენთან ვართ“, „წყნარად“, „ნუ გეშინია“, „გამაგრდი“... და მთქნარებით ვკვდებით. ყველა თხოვნაზე დასმული გვაქვს ბეჭედი - „არა!“ ჩვენ „ჰო“-ს სათქმელად (რა თქმა უნდა) არ გამოვდგებით.
არ შეგვიძლია. რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ, რომ მივატოვეთ მეგობარი ქუჩაში ღამით და გადაიქცა სადარბაზო (ნამდვილად) სოროდ და შიგ თაგვივით შემძვრალებმა სულ ერთი წამით (ნეტავ რა ძალამ გვაიძულა) ვიბრუნეთ თავი და იდგა ჩვენი მეგობარი ქუჩაში, როგორც იესო ქრისტე, იღიმოდა, ამბობდა - „ავე“, ჩემზე ნუ სწუხარ, მეგობარო, არ მცივა, ზოგი რამ ისე მარტივია, ფიქრადაც არ ღირს. დრო, როგორც წესი, არასოდეს ბრუნდება უკან... და ახლა, როცა გვახსენდება ის ღამე, ვაღებთ პირს ისე, თითქოს სასულეში გადაგვცდა ლუკმა.
არ შეგვიძლია. რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ, რომ ვერ მოვთოკეთ ჩვენი ჟინი, ჩვენი აზარტი და დავივიწყეთ მშობლების და შვილების ყოლა, - ვინც ჩვენ გაგვზარდა და ვინც თვითონ ვეღარ გავზარდეთ, ვინც გავიმეტეთ სამუდამო სიდუხჭირისთვის, რადგან წავაგეთ ყველაფერი, - სულების ჩათვლით... და დღემდე ჟონავს ცხოვრებიდან ჩვენი სირისტი, ჩვენი სისუსტე, ჩვენი, ჩვენი და არა - მათი.
არ შეგვიძლია. რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ, რომ თავხედურად შევუბრუნეთ სიტყვები მამებს, ხმა ავიმაღლეთ მოხუცებზე, ცოცხლებზე, ხოლო რომ დაიხოცნენ მოკრძალებით ვუთიეთ ღამე… მწუხარე სახით ხელს ვართმევდით მონაწილეებს ამ ჩვენი (დიდი) მწუხარების, რას ვიზამთ, - ყველა დავიხოცებით, ჩვენც მოვკვდებით, როცა ინებებს ღმერთი, დავტოვებთ ამ ქვეყანას, არ არის შველა, ბოლოსკენ მაინც შვილები ვართ მამაც და შვილიც სიკვდილის, რა ვქნათ, თავს ვიმხნევებთ, სახეებს ვიღებთ ისეთს, რომ თითქოს გვაწუხებდეს სინათლე დილის და უფრო მეტად ვიღუშებით და ვირტყამთ მჯიღებს მკერდზე, რომ ამ მკაცრ ცხოვრებასთან პირისპირ დავრჩით და აღარ გვახსოვს, - მამებზე რომ ავწიეთ ხელი... ას-ას წელს ვცოცხლობთ, უფალიც ხომ სხვა კაცებს არჩევს თავისთვის, ვღიზიანდებით და გვიშრება ყელი, გვიანდებიან წამსვლელებიც და დროა უკვე დავმარხოთ მკვდარი, შემოვუსხდეთ გაწყობილ სუფრას და თუ ვიღაცამ ვერ შეგვნიშნა, გამოვრჩით თუ კი, - უფრო ხმამაღლა დავიყვიროთ - „დიდება უფალს!“ წამოვდგეთ ფეხზე, ყველამ ერთად ვთხოვოთ, - რომ ბოლო სიკვდილი იყოს ეს ჩვენს შორის, გვაკმაროს, ამინ! არ შეგვიძლია. რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ, რომ ჯერ ცოცხლად და მერე მკვდარი დავმარხეთ მამა.
მერე კი, როცა ჩვენს თავებთან დავრჩებით მარტო, როცა კედლიდან შემოგვხედავს სურათი მამის, მკვდრის, გარდაცვლილის, აღარ მყოფის და გვკითხავს - რატომ? და თვალს რომ ვეღარ გავუსწორებთ და შემდგომ ამის, დავიხშობთ სმენას, დავყრუვდებით და მაინც რომ არ, რომ ვერ დავაღწევთ თავს ამ ხმას და დავიწყებთ ხროტინს, რომ გვეპატიოს პურიტანთა რიგებში დგომა და დახურული ფანჯრებიდან ნეკერჩხლის ტოტი, რომ გამოჩნდება საიმედოდ გამოფსკვნილ ყულფით, კადრი რომ თვალწინ გაგვიელვებს და ტანში გაგვცრის, როცა ოთახში არ დარჩება არცერთი ყლუპი ჰაერი, მხოლოდ ხელგაწვდილი მოხუცი კაცი იდგება ჩუმად, თავდახრილი და იქვე მასთან ყველა, - ვინც ასე უარვყავით, გავწირეთ, მოვსპეთ, რიგი და რიგი, წყება-წყება, დასტა და დასტა ჩვენი ბინძური საქმეების, დაცინვა, გმობა ღმერთის... და აღარ შეგვიძლია... ეს არის ბოლო, რისკენაც მთელი ცხოვრებაა (ჯიქურ) მივიწევთ... არ შეგვიძლია. რაც შევძელით ის იყო მხოლოდ, რომ ამ სიზმრიდან ვერასოდეს გამოვიღვიძებთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
68. დიდებული ლექსია! დიდებული ლექსია!
67. ამ ლექსის წაკითხვის მერე ხელი ავიღე წერაზე :D რამდენი ემოცია და გრძნობა ყოჩაღ! ამ ლექსის წაკითხვის მერე ხელი ავიღე წერაზე :D რამდენი ემოცია და გრძნობა ყოჩაღ!
66. ყველას „ჩვენ-ჩვენი სოლო“ გვაქვს, ეს _ უძლიერესია! ყველას „ჩვენ-ჩვენი სოლო“ გვაქვს, ეს _ უძლიერესია!
64. გენიალურია! გენიალურია!
63. პოეზიის სუნთქვაა ეს ნაწერი, ამ საუკუნის. ზღვა ემოცია, რავიცი ზედმეტად მგრუზავს, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით ეს ლექსი. პოეზიის სუნთქვაა ეს ნაწერი, ამ საუკუნის. ზღვა ემოცია, რავიცი ზედმეტად მგრუზავს, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით ეს ლექსი.
62. ძალიან მაგარიაააა ძალიან მაგარიაააა
61. და ახლა, როცა გვახსენდება ის ღამე, ვაღებთ პირს ისე, თითქოს სასულეში გადაგვცდა ლუკმა. ...
ვტყუოდით ყველა ისევე, როგორც ერთი :)
ჰო :) და ვერტერის არ იყოს,მეც მედამდენჯერ ვკითხულობ და ახლაც არ ვიცი რა ვთქვა... გარდა იმისა,რომ ,,ძალიან მაგარი" ლექსია :)
და ახლა, როცა გვახსენდება ის ღამე, ვაღებთ პირს ისე, თითქოს სასულეში გადაგვცდა ლუკმა. ...
ვტყუოდით ყველა ისევე, როგორც ერთი :)
ჰო :) და ვერტერის არ იყოს,მეც მედამდენჯერ ვკითხულობ და ახლაც არ ვიცი რა ვთქვა... გარდა იმისა,რომ ,,ძალიან მაგარი" ლექსია :)
60. სიმართლეა ნათქვამი......... და მაგარი ლექსია.........
ძალიან მომეწონა.........
+5 სიმართლეა ნათქვამი......... და მაგარი ლექსია.........
ძალიან მომეწონა.........
+5
59. ვერც ერთი შემოსვლისას ვერ მოვახერხე მეთქვა, რომ მაგარი ლექსია!
ძალიან მაგარი, ნიკოლაოზ ჩემო!
გავროშა ვერც ერთი შემოსვლისას ვერ მოვახერხე მეთქვა, რომ მაგარი ლექსია!
ძალიან მაგარი, ნიკოლაოზ ჩემო!
გავროშა
58. გენიალურია :) გენიალურია :)
57. "ვააჰ "-მგონი ყველაზე ზუსტი კომენტარია... "ვააჰ "-მგონი ყველაზე ზუსტი კომენტარია...
56. ამით დამთავრდა ყველაერი?.... ამით დამთავრდა ყველაერი?....
55. ნიკააააა მაგარიაააა.ისევ ამაფორიაქა როგორც ყოველთვის.გაიხარე და ღმერთი იყოს შენი ლამაზი ოჯახის მფარველი.ამინ! მიყვარხარ ნიკააააა მაგარიაააა.ისევ ამაფორიაქა როგორც ყოველთვის.გაიხარე და ღმერთი იყოს შენი ლამაზი ოჯახის მფარველი.ამინ! მიყვარხარ
54. ++++++++++++++ მადლობა ავტორს! ++++++++++++++ მადლობა ავტორს!
53. გენაცვალე მაგარი ლექსია :) გენაცვალე მაგარი ლექსია :)
52. აღფრთოვანებული ვარ თქვენი პოეზიით......... დიდი მადლობა, რომ არსებობთ და წერთ! :) აღფრთოვანებული ვარ თქვენი პოეზიით......... დიდი მადლობა, რომ არსებობთ და წერთ! :)
51. "არ შეგვიძლია. რაც შევძელით ის იყო მხოლოდ"
ეჰ. ძალიან რთული პოეზიაა... ძალიან მომეწონაა რა ძმაო, სიმართლე გითხრა ზოგიერთმა გადააჭარბა..
მტკივნეული თემაა და ზედ გულის კოვზზე მომხვდა ძმაო +++ "არ შეგვიძლია. რაც შევძელით ის იყო მხოლოდ"
ეჰ. ძალიან რთული პოეზიაა... ძალიან მომეწონაა რა ძმაო, სიმართლე გითხრა ზოგიერთმა გადააჭარბა..
მტკივნეული თემაა და ზედ გულის კოვზზე მომხვდა ძმაო +++
50. +, მოკითხვა ნიკას, ბევრის სათქმელს ამბობ შენი სახელით და კარგია ეგ.
კომენტარებში არაა ცუდი განსხვავებული შეხედულებებიც, თქვან როგორც ეფიქრებათ, რაღაც საწინააღმდეგოსმაგვარი მეც გამეფიქრა კითხვისას, მაგრამ მთლიანობაში კარგი რამეა და რომ დამაფიქრა ესეც კარგია...
ლექსის ადრესატიც მოვიკითხე და კომენტარების ავტორებიც:) +, მოკითხვა ნიკას, ბევრის სათქმელს ამბობ შენი სახელით და კარგია ეგ.
კომენტარებში არაა ცუდი განსხვავებული შეხედულებებიც, თქვან როგორც ეფიქრებათ, რაღაც საწინააღმდეგოსმაგვარი მეც გამეფიქრა კითხვისას, მაგრამ მთლიანობაში კარგი რამეა და რომ დამაფიქრა ესეც კარგია...
ლექსის ადრესატიც მოვიკითხე და კომენტარების ავტორებიც:)
49. ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
48. ნიაკო დაწყნარდი თუ ღმერთი გწამს :) ნიაკო დაწყნარდი თუ ღმერთი გწამს :)
47. კიდევ ერთხე წავიკითხე. ზუსტად არის ემოცია გამოხატული... არც გადაჭარბებულია რამე და არც დაკლებული... კიდევ ერთხე წავიკითხე. ზუსტად არის ემოცია გამოხატული... არც გადაჭარბებულია რამე და არც დაკლებული...
46. მოვედი აქ ისევ... ნაზარეველის კომენტარმა დამაბრუნა... ანერვიულებულად მოაზროვნე კაცის შეხედულებებიაო, წერს გიგა... ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ ამ ლექსზე და ზოგადად, ნიკას შემოქმედებაზე: ანერვიულებული კაცები წერენ, იგლეჯენ ნერვებს, გულს, საფეთქლებსაც კი, და ასეთი კაცების ცხოვრება ძალიან ჰგავს მწერალთა კავშირში პაოლოს მიერ გასროლილ ტყვიას, რომ დაადუმოს ტყუილუბრალოდ აყაყანებული, გადარეული ბრბო... მხოლოდ ასეთი კაცები დგანან ჯიუტად იქ, "სადაც ქარიშხალია"... ანერვიულებას კი სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა იწვევს უპირველესად: "ნუ მომასვენებ ნურასდროს, მამყოფე შეძრწუნებული"... თუ მოსვენებული ხარ, ნერვები წესრიგში გაქვს და არაფერზე გეშლება, თუ გულსაც არ იგლეჯ და თავს არ იღლი ფიქრებით, აღარ გეწერება ან თუ გეწერება, ისეთი მოტკბო-მოტკბო, ხუტა ბერულავა რომ წერდა... ნერვებმოშლილებს შეუძლიათ ოცნებაც ისე... იმიტომ, რომ აღარ მოსწონთ ეს იდიოტური რეალობა და სამყარო, დედამიწა მეოცნებეებმა გადაარჩინეს... კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნიკას ეს ლექსი მართლა ეპოქის სახეა და დროს რომ გაუძლებს, აქედანვე ეტყობა... მოვედი აქ ისევ... ნაზარეველის კომენტარმა დამაბრუნა... ანერვიულებულად მოაზროვნე კაცის შეხედულებებიაო, წერს გიგა... ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ ამ ლექსზე და ზოგადად, ნიკას შემოქმედებაზე: ანერვიულებული კაცები წერენ, იგლეჯენ ნერვებს, გულს, საფეთქლებსაც კი, და ასეთი კაცების ცხოვრება ძალიან ჰგავს მწერალთა კავშირში პაოლოს მიერ გასროლილ ტყვიას, რომ დაადუმოს ტყუილუბრალოდ აყაყანებული, გადარეული ბრბო... მხოლოდ ასეთი კაცები დგანან ჯიუტად იქ, "სადაც ქარიშხალია"... ანერვიულებას კი სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა იწვევს უპირველესად: "ნუ მომასვენებ ნურასდროს, მამყოფე შეძრწუნებული"... თუ მოსვენებული ხარ, ნერვები წესრიგში გაქვს და არაფერზე გეშლება, თუ გულსაც არ იგლეჯ და თავს არ იღლი ფიქრებით, აღარ გეწერება ან თუ გეწერება, ისეთი მოტკბო-მოტკბო, ხუტა ბერულავა რომ წერდა... ნერვებმოშლილებს შეუძლიათ ოცნებაც ისე... იმიტომ, რომ აღარ მოსწონთ ეს იდიოტური რეალობა და სამყარო, დედამიწა მეოცნებეებმა გადაარჩინეს... კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნიკას ეს ლექსი მართლა ეპოქის სახეა და დროს რომ გაუძლებს, აქედანვე ეტყობა...
44. ლექსს - ჩემი უმნიშვნელო ხუთიანი. ტექსტს - "ჯერ არაფერი დამთავრებულა"! "კომენტატორებს" - თემის პოლიტიზირება ანდა პატრიოტიზმში შეჯიბრი რეალოაბას ვერ შეცვლის. ამისათვის სხვა რაღაცეებია საჭირო.. ლექსს - ჩემი უმნიშვნელო ხუთიანი. ტექსტს - "ჯერ არაფერი დამთავრებულა"! "კომენტატორებს" - თემის პოლიტიზირება ანდა პატრიოტიზმში შეჯიბრი რეალოაბას ვერ შეცვლის. ამისათვის სხვა რაღაცეებია საჭირო..
43. ეს მე ვთქვი- ჩემი აზრია, დიახ, ეს ლექსი გადაჭარბებულად პესიმისტურია. ეს მე ვთქვი- ჩემი აზრია, დიახ, ეს ლექსი გადაჭარბებულად პესიმისტურია.
42. ადამიანები იმდენად გამოვხატავთ რამდენადაც გვტკივა... შესაბამისად იმის თქმა რომ გადამეტებული პესიმიზმია ვფიქრობ რომ სრული უაზრობაა, რადგან თქვენ თუ არ იზიარებთ, იმას არ ნიშნავს რომ მწუხარება არ არსებობს...:) უბრალოდ მე მივედი ცრმლებამდე და ცრემლებს იქითამდე... გილოცავთ ბატონო მიშა . . . მადლობა ავტორს... :) ადამიანები იმდენად გამოვხატავთ რამდენადაც გვტკივა... შესაბამისად იმის თქმა რომ გადამეტებული პესიმიზმია ვფიქრობ რომ სრული უაზრობაა, რადგან თქვენ თუ არ იზიარებთ, იმას არ ნიშნავს რომ მწუხარება არ არსებობს...:) უბრალოდ მე მივედი ცრმლებამდე და ცრემლებს იქითამდე... გილოცავთ ბატონო მიშა . . . მადლობა ავტორს... :)
41. მე არ ვიცი რა ვთქვა... მართალია თორნიკე ჭელიძე, ეს ლექსი კი არა, ეპოქაა. შენ ყველას სათქმელი თქვი და უმთავრესი მისია შეასრულე თითქოს: თქვი... თუმცა სათქმელი ჯერ კიდევ ბევრია, იტყვი... უდავოდ... ისე იმოქმედა ლექსმა... ჰო, სიმართლე... სახეში ნასროლი სიმართლე სასიამოვნო არაა, ხომ იცი? შენ ყველაზე უკეთ იცი... ეს ლექსიც... ნიკა, ნეტა ბევრი გრძნობდეს შენგვარად. ანდა არა, ისიც სამყოფია, რომ შენ გრძნობ... და იცი... აი, მე მეამაყები... ჰო, მარადისობას გამოკერებული ლექსია... იხარე მე არ ვიცი რა ვთქვა... მართალია თორნიკე ჭელიძე, ეს ლექსი კი არა, ეპოქაა. შენ ყველას სათქმელი თქვი და უმთავრესი მისია შეასრულე თითქოს: თქვი... თუმცა სათქმელი ჯერ კიდევ ბევრია, იტყვი... უდავოდ... ისე იმოქმედა ლექსმა... ჰო, სიმართლე... სახეში ნასროლი სიმართლე სასიამოვნო არაა, ხომ იცი? შენ ყველაზე უკეთ იცი... ეს ლექსიც... ნიკა, ნეტა ბევრი გრძნობდეს შენგვარად. ანდა არა, ისიც სამყოფია, რომ შენ გრძნობ... და იცი... აი, მე მეამაყები... ჰო, მარადისობას გამოკერებული ლექსია... იხარე
40. მიმეწონა, კარგია ძალიან!++ მიმეწონა, კარგია ძალიან!++
39. არ მომწონს, გადაჭარბებულად პესიმისტურია... არ მომწონს, გადაჭარბებულად პესიმისტურია...
38. ალაზნისპირელს (კარგია, რომ თქვენი ნამდვილი სახე-გვარიც შევიტყვე):
მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ მეუხერხულება ამ ნაწერზე ზედმეტი სიტყვის თქმა (გასაგები მიზეზების გამო), თქვენთვის ნაწარმოების სათაური უკვე უნდა ყოფილიყო საიმისო გასაღები, რომ არანაირი პრეტენზია არ გაგჩენოდათ მის მიმართ... ანუ, "სხვა კაცებს"...
ანუ, ლექსს არც დაარქმევდა და ვერც დაარქმევდა ნიკა - "ყველა კაცს", ან "ქართველ კაცებს", ან "ზოგადად კაცებს" და ან "ჩვენ, კაცებს"... აქ საუბარია იმ ძალიან ვიწრო წრეზე (კარგზე თუ ცუდზე, ეს უკვე სხვა საკითხია), სხვა კაცებზე, რომლებიც სწორედ ასე ფიქრობენ, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარ სისუსტეებს კაცურად გაუსწორონ თვალი და... როგორც თავად აღნიშნა ავტორმა, საუბარია თუნდაც იმ კაცებზე, რომლებსაც თავი არ დაუზოგავთ ომებსა და ცხოვრებაში, მაგრამ ბედის წყალობით ცოცხლები დარჩნენ და ეს სიცოცხლე სტკივათ ახლა.
უნერვოდ კი ძერჟინსკი აზროვნებდა და თუ მაინცა და მაინც არ გხიბლავთ "ანერვიულებული კაცის აზროვნება", ნაწარმოები ყველა ვარიანტში მისი სამრეკლოდან უნდა განიხილოთ და არა, საკუთარი. ალაზნისპირელს (კარგია, რომ თქვენი ნამდვილი სახე-გვარიც შევიტყვე):
მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ მეუხერხულება ამ ნაწერზე ზედმეტი სიტყვის თქმა (გასაგები მიზეზების გამო), თქვენთვის ნაწარმოების სათაური უკვე უნდა ყოფილიყო საიმისო გასაღები, რომ არანაირი პრეტენზია არ გაგჩენოდათ მის მიმართ... ანუ, "სხვა კაცებს"...
ანუ, ლექსს არც დაარქმევდა და ვერც დაარქმევდა ნიკა - "ყველა კაცს", ან "ქართველ კაცებს", ან "ზოგადად კაცებს" და ან "ჩვენ, კაცებს"... აქ საუბარია იმ ძალიან ვიწრო წრეზე (კარგზე თუ ცუდზე, ეს უკვე სხვა საკითხია), სხვა კაცებზე, რომლებიც სწორედ ასე ფიქრობენ, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარ სისუსტეებს კაცურად გაუსწორონ თვალი და... როგორც თავად აღნიშნა ავტორმა, საუბარია თუნდაც იმ კაცებზე, რომლებსაც თავი არ დაუზოგავთ ომებსა და ცხოვრებაში, მაგრამ ბედის წყალობით ცოცხლები დარჩნენ და ეს სიცოცხლე სტკივათ ახლა.
უნერვოდ კი ძერჟინსკი აზროვნებდა და თუ მაინცა და მაინც არ გხიბლავთ "ანერვიულებული კაცის აზროვნება", ნაწარმოები ყველა ვარიანტში მისი სამრეკლოდან უნდა განიხილოთ და არა, საკუთარი.
37. იტყვიან ლაპარაკი ადვილიაო, თავის დამნაშავედ წარმოჩენაცო, მაგრამ... ცოტა დაინახავს სულ სხვანაირ სინანულს, სხვანაირ სიძლიერეს...
იტყვიან ლაპარაკი ადვილიაო, თავის დამნაშავედ წარმოჩენაცო, მაგრამ... ცოტა დაინახავს სულ სხვანაირ სინანულს, სხვანაირ სიძლიერეს...
36. ეს ლექსი დარჩება... უკვე დარჩა.... ეს ლექსი დარჩება... უკვე დარჩა....
35. დრო, როგორც წესი, არასოდეს ბრუნდება უკან... და ახლა, როცა გვახსენდება ის ღამე, ვაღებთ პირს ისე, თითქოს სასულეში გადაგვცდა ლუკმა.
ყველა, - ვინც ასე უარვყავით, გავწირეთ, მოვსპეთ, რიგი და რიგი, წყება-წყება, დასტა და დასტა ჩვენი ბინძური საქმეების, დაცინვა, გმობა ღმერთის... და აღარ შეგვიძლია... ეს არის ბოლო, რისკენაც მთელი ცხოვრებაა (ჯიქურ) მივიწევთ, არ შეგვიძლია. რაც შევძელით ის იყო მხოლოდ, რომ ამ სიზმრიდან ვერასოდეს გამოვიღვიძებთ.
ემოციურად და მხატვრული შესრულებით ძლიერი ლექსია, როგორც ამ ავტორის შემოქმედების დიდი ნაწილი. პოეზიის ჭრილში ჩემი აზრით, რა კრიტერიუმიც არესებობს, მაღალ შეფასებას იმსახურებს.
რაც ეხება სინამდვილეს, სამწუხაროდ, უნდა დავამატო, რომ გაცილებით მძაფრი და დამთრგუნველია ის, რისი მსხვერპლიც აღმოჩნდა ეს ქვეყანა ცოცხლებიანად და მკვდრებიანად, ქალიანად და კაციანად, ვაჟკაციანად და ლაჩრიანად, გმირიანად და მოღალატიანად. დროა ყველაფრის განაჩენი და სირცხვილი მაშინ იქნება, როცა უჩვენოდ შეფასდება ის, რაც უკვე მოხდა, პოეზიაში ობიექტურად არასდროს (ვერასდროს) ფასდება ამგავრი მოვლენები და გულს ნუ ატკენთ ერთმანეთს. ამ ლექსში ჩადებულ ხალას პოეტურ ნიჭს თავის გასაკეთებელი უკვე გაუკეთებია. დრო, როგორც წესი, არასოდეს ბრუნდება უკან... და ახლა, როცა გვახსენდება ის ღამე, ვაღებთ პირს ისე, თითქოს სასულეში გადაგვცდა ლუკმა.
ყველა, - ვინც ასე უარვყავით, გავწირეთ, მოვსპეთ, რიგი და რიგი, წყება-წყება, დასტა და დასტა ჩვენი ბინძური საქმეების, დაცინვა, გმობა ღმერთის... და აღარ შეგვიძლია... ეს არის ბოლო, რისკენაც მთელი ცხოვრებაა (ჯიქურ) მივიწევთ, არ შეგვიძლია. რაც შევძელით ის იყო მხოლოდ, რომ ამ სიზმრიდან ვერასოდეს გამოვიღვიძებთ.
ემოციურად და მხატვრული შესრულებით ძლიერი ლექსია, როგორც ამ ავტორის შემოქმედების დიდი ნაწილი. პოეზიის ჭრილში ჩემი აზრით, რა კრიტერიუმიც არესებობს, მაღალ შეფასებას იმსახურებს.
რაც ეხება სინამდვილეს, სამწუხაროდ, უნდა დავამატო, რომ გაცილებით მძაფრი და დამთრგუნველია ის, რისი მსხვერპლიც აღმოჩნდა ეს ქვეყანა ცოცხლებიანად და მკვდრებიანად, ქალიანად და კაციანად, ვაჟკაციანად და ლაჩრიანად, გმირიანად და მოღალატიანად. დროა ყველაფრის განაჩენი და სირცხვილი მაშინ იქნება, როცა უჩვენოდ შეფასდება ის, რაც უკვე მოხდა, პოეზიაში ობიექტურად არასდროს (ვერასდროს) ფასდება ამგავრი მოვლენები და გულს ნუ ატკენთ ერთმანეთს. ამ ლექსში ჩადებულ ხალას პოეტურ ნიჭს თავის გასაკეთებელი უკვე გაუკეთებია.
34. ნიკა არც კი ვიცი რა ვთქვა. ბრავო. ძალიან მაგარიააააა. ნიკა არც კი ვიცი რა ვთქვა. ბრავო. ძალიან მაგარიააააა.
33. ძალიან კარგია რომ ასე გტკივა გული სამშობლოსთვის და ზოგადად დაღუპული ბიჭებისთვის...... ეს შენი შინაგანი ბუნების ამოძახილია და ეს კარგია......
მე კიდე ნერვები მეშლება იმაზე რომ ბინძური პოლიტიკის ფასად გაყიდული იქნა ამ გმირების სიცოცხლე......
ამ წინასწარ წაგებულ ჭადრაკში.......ჩვენ მხოლოდ პაიკები ვიყავით..... მხედრები კიდე მიწაში ჩააწვინეს.....
გული მტკივა ამ თემაზე ძალიან..... დარწმუნებული ვარ ასეა ყველა პატრიოტი......
თუ რამე გეწყინა ჩემგან შემიძლია ბოდიშიც მოვიხადო უბრალოდ ჩემი აზრი ლექსისადმი გამოვთქვი და არა პიროვნებისადმი........ და ბოღმა და შური აქ არაფერ შუაშია...... ეს მინდა რომ სწორად გაიგო......
ბევრ შენს ლექსზე მითქვამს რომ ძალიან კარგია და ძალიან მაგარია...... და რაც არ მომწონებია ისიც ასევე/........ ასე რომ ერთი ორი კრიტიკა არ გაწყენს არც შენ და არც მეე.. :)
პატივისცემით..... გიგა ცაგარეიშვილი ძალიან კარგია რომ ასე გტკივა გული სამშობლოსთვის და ზოგადად დაღუპული ბიჭებისთვის...... ეს შენი შინაგანი ბუნების ამოძახილია და ეს კარგია......
მე კიდე ნერვები მეშლება იმაზე რომ ბინძური პოლიტიკის ფასად გაყიდული იქნა ამ გმირების სიცოცხლე......
ამ წინასწარ წაგებულ ჭადრაკში.......ჩვენ მხოლოდ პაიკები ვიყავით..... მხედრები კიდე მიწაში ჩააწვინეს.....
გული მტკივა ამ თემაზე ძალიან..... დარწმუნებული ვარ ასეა ყველა პატრიოტი......
თუ რამე გეწყინა ჩემგან შემიძლია ბოდიშიც მოვიხადო უბრალოდ ჩემი აზრი ლექსისადმი გამოვთქვი და არა პიროვნებისადმი........ და ბოღმა და შური აქ არაფერ შუაშია...... ეს მინდა რომ სწორად გაიგო......
ბევრ შენს ლექსზე მითქვამს რომ ძალიან კარგია და ძალიან მაგარია...... და რაც არ მომწონებია ისიც ასევე/........ ასე რომ ერთი ორი კრიტიკა არ გაწყენს არც შენ და არც მეე.. :)
პატივისცემით..... გიგა ცაგარეიშვილი
32. ..
მე მყავს ძმაკაცები, ვინც იყვნენ ამ ომში და აწუხებთ ის, რომ ცოცხლები დაბრუნდნენ წაგებული ომიდან. არ და ვერ ივიწყებენ იქ დატოვებული ბიჭების სახეებს. ..
მე მყავს ძმაკაცები, ვინც იყვნენ ამ ომში და აწუხებთ ის, რომ ცოცხლები დაბრუნდნენ წაგებული ომიდან. არ და ვერ ივიწყებენ იქ დატოვებული ბიჭების სახეებს.
31. ..
გაგიმართლა. ე.ი. სავარაუდოდ რეზერვში იქნებოდი.
მე კიდევ სახლში ვიყავი, როგორც არაერთი სხვა და დღემდე მაწუხებს ეს ამბავი. სხვა საქმეა, ჩემს იქ ყოფნას ექნებოდა თუ არა აზრი, რადგან ეს იყო უთანასწორო ომი. ჰოდა, აქ მხოლოდ საკუთარ თავზე ვწერ და კიდევ იმათზე, ვისაც ჩემნაირად აწუხებს იმ ომში არამონაწილეობა. შენ თუ იბრძოდი, არაფერი გქონია სანერვიულო, ყოველშემთხვევაში არ გეხება ამ ლექსის პირველი ნაწილი, შეიძლება არც სხვა რომელიმე გეხება. მე მეხება ყველა. ..
გაგიმართლა. ე.ი. სავარაუდოდ რეზერვში იქნებოდი.
მე კიდევ სახლში ვიყავი, როგორც არაერთი სხვა და დღემდე მაწუხებს ეს ამბავი. სხვა საქმეა, ჩემს იქ ყოფნას ექნებოდა თუ არა აზრი, რადგან ეს იყო უთანასწორო ომი. ჰოდა, აქ მხოლოდ საკუთარ თავზე ვწერ და კიდევ იმათზე, ვისაც ჩემნაირად აწუხებს იმ ომში არამონაწილეობა. შენ თუ იბრძოდი, არაფერი გქონია სანერვიულო, ყოველშემთხვევაში არ გეხება ამ ლექსის პირველი ნაწილი, შეიძლება არც სხვა რომელიმე გეხება. მე მეხება ყველა.
30. ომში....... ომში.......
29. ..
სად იყავი აგვისტოს ომის დროს? ..
სად იყავი აგვისტოს ომის დროს?
28. თუ ეგრეა მაშინ ჩვენ რა შევძელით მით უმეტეს არაა შენნაირების სალაპარაკო..........
და თუ შენს თავზე საუბრობ თუ რა შეძელი შენ და როგორ მოიქეცი მაშინ ადეკვატურია ჩემი პირველი კომენტარი ამ წერილზე......
და მართლა ბოღმა ნუ გკლავს ვინმე თუ კრიტიკულად მოგიდგება თორე ასე ვერ გაფრინდები ცოტა კრიტიკაც უნდა აიტანო თან სამართლიანი.......
თუ ეგრეა მაშინ ჩვენ რა შევძელით მით უმეტეს არაა შენნაირების სალაპარაკო..........
და თუ შენს თავზე საუბრობ თუ რა შეძელი შენ და როგორ მოიქეცი მაშინ ადეკვატურია ჩემი პირველი კომენტარი ამ წერილზე......
და მართლა ბოღმა ნუ გკლავს ვინმე თუ კრიტიკულად მოგიდგება თორე ასე ვერ გაფრინდები ცოტა კრიტიკაც უნდა აიტანო თან სამართლიანი.......
27. ..
შეხედულება უნდა გამოხატო ნაწარმოებზე და არა ავტორზე. მე სად მოვკვდები და როგორ, ყველაზე ნაკლებად არის - შენი და შენნაირების სალაპარაკო. ..
შეხედულება უნდა გამოხატო ნაწარმოებზე და არა ავტორზე. მე სად მოვკვდები და როგორ, ყველაზე ნაკლებად არის - შენი და შენნაირების სალაპარაკო.
26. რა შუაშია აქ ბოღმა..... :))
ადამიანმა თავისი შეხედულება თუ გამოხატა ეგრევე ბოღმა და შურია ხო? :))
აი რაშია თქვენი პრობლემა....... :)) რა შუაშია აქ ბოღმა..... :))
ადამიანმა თავისი შეხედულება თუ გამოხატა ეგრევე ბოღმა და შურია ხო? :))
აი რაშია თქვენი პრობლემა....... :))
25. ..
როგორ არ გღლით ეს ბოღმა. ..
როგორ არ გღლით ეს ბოღმა.
24. დადუს გამოვეხმაურები და ვეტყვი რომ ნუ აღაფრთოვანებ ადამიანს იმით რაც არ არის ......
განსკუთრებული არაფერია ამ ლექსში ისეთი რომ გადაირიოს კაცი....... ჩემი აზრით ბევრი რამ გადამეტებულია და ანერვიულებულად მოაზროვნე კაცის შეხედულებებია ....... ვერ მივხვდი რატომ წერს ავტორი ასე გაბრაზებით....... იმის თქმა რომ ისინი კაცურად მოკვდნენ და ჩვენ დავლპით .......ეს სრული უაზრობაა...... რადგან ჯერ არ მომკვდარხარ და ღმერთმა იცის მომავალში რა ხვედრი გარგუნა უფალმა იქნებ უკვდავი გმირის სტატუსით მოკვდე........ ჯერ რაც არ იცი გთხოვ ნუ ლაპარაკებ ამაზე.......
თემა ზოგადად რთული და კარგია........
პატივისცემით: ,,,,............. დადუს გამოვეხმაურები და ვეტყვი რომ ნუ აღაფრთოვანებ ადამიანს იმით რაც არ არის ......
განსკუთრებული არაფერია ამ ლექსში ისეთი რომ გადაირიოს კაცი....... ჩემი აზრით ბევრი რამ გადამეტებულია და ანერვიულებულად მოაზროვნე კაცის შეხედულებებია ....... ვერ მივხვდი რატომ წერს ავტორი ასე გაბრაზებით....... იმის თქმა რომ ისინი კაცურად მოკვდნენ და ჩვენ დავლპით .......ეს სრული უაზრობაა...... რადგან ჯერ არ მომკვდარხარ და ღმერთმა იცის მომავალში რა ხვედრი გარგუნა უფალმა იქნებ უკვდავი გმირის სტატუსით მოკვდე........ ჯერ რაც არ იცი გთხოვ ნუ ლაპარაკებ ამაზე.......
თემა ზოგადად რთული და კარგია........
პატივისცემით: ,,,,.............
23. გამორჩეული ლექსი! კითხვის დროსაც კი სპაზმი მაქვს ყელში! მახრჩოობს!!! საოცრად ემოციური! როგორც ნიკას თითქმის ყველა ლექსი! როგორ მინდოდა ავტორის წაკითხული მომესმინა :) იმედია ეგ დროც არაა შორს :) 555555555 გამორჩეული ლექსი! კითხვის დროსაც კი სპაზმი მაქვს ყელში! მახრჩოობს!!! საოცრად ემოციური! როგორც ნიკას თითქმის ყველა ლექსი! როგორ მინდოდა ავტორის წაკითხული მომესმინა :) იმედია ეგ დროც არაა შორს :) 555555555
22. მოგიკითხე დიდი სიყვარულით
არ შეგვიძლია. რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ, რომ ჩვენს საკუთარ სამშობლოში წავაგეთ ომი.
მიხარიხარ !
შენ და ლექსი
მოგიკითხე დიდი სიყვარულით
არ შეგვიძლია. რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ, რომ ჩვენს საკუთარ სამშობლოში წავაგეთ ომი.
მიხარიხარ !
შენ და ლექსი
21. დარბაზში ნამდვილად არ ისმოდა ეს ლექსი. არადა, სათანადოდ წაკითხული ორმაგ ემოციას მოიტანს.
’’რომ სხვები მოკვდნენ კაცებად და ჩვენ ცოცხლად დავლპით’’ - ეს სტრიქონი ყველაზე მეტად მომხვდა გულზე.
(ერთადერთი, რაც მეხამუშა პირადად მე, არის რეფრენი, რაც იგივე რიტმის სხვა ლექსის ასოციაციას იწვევს ჩემში. თუმცა, იმდენად ბუნებრივადაა შინაარსში, არც კი ვიცი, თუნდაც ჩემთვის რით ჩავანაცვლებდი.)
დანარჩენი კი - მრავლისმომცველი და დამტეველი... ნაღდი და სათქმელი.
დარბაზში ნამდვილად არ ისმოდა ეს ლექსი. არადა, სათანადოდ წაკითხული ორმაგ ემოციას მოიტანს.
’’რომ სხვები მოკვდნენ კაცებად და ჩვენ ცოცხლად დავლპით’’ - ეს სტრიქონი ყველაზე მეტად მომხვდა გულზე.
(ერთადერთი, რაც მეხამუშა პირადად მე, არის რეფრენი, რაც იგივე რიტმის სხვა ლექსის ასოციაციას იწვევს ჩემში. თუმცა, იმდენად ბუნებრივადაა შინაარსში, არც კი ვიცი, თუნდაც ჩემთვის რით ჩავანაცვლებდი.)
დანარჩენი კი - მრავლისმომცველი და დამტეველი... ნაღდი და სათქმელი.
20. მძაფრი, ემოციური, მართალი, გადამდები ემოციური მუხტით!!! გ ი ლ ო ც ა ვ! უამრავი წარმატებები შენ და შენს ოჯახს!!! გაიხარეთ!!!
მძაფრი, ემოციური, მართალი, გადამდები ემოციური მუხტით!!! გ ი ლ ო ც ა ვ! უამრავი წარმატებები შენ და შენს ოჯახს!!! გაიხარეთ!!!
19. იქაც გითხარი, აქაც ვიტყვი, მარადიულობას გამოკერებული ლექსია...
სულ წარმატებას გისურვებ, ბევრად მეტს... იქაც გითხარი, აქაც ვიტყვი, მარადიულობას გამოკერებული ლექსია...
სულ წარმატებას გისურვებ, ბევრად მეტს...
18. უკომენტაროდ! უკომენტაროდ!
17. ვაიმეე დავდუმდი,ასეთი დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს...გაოცებული ვარ,რაღა უნდა ვთქვა მე...დიდებულია! +++ ვაიმეე დავდუმდი,ასეთი დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს...გაოცებული ვარ,რაღა უნდა ვთქვა მე...დიდებულია! +++
16. რამდენი... ვითომ მას არ ეხება...! რამდენი... ვითომ მას არ ეხება...!
15. ეს სულ სხვა სიმაღლეა... ეს სულ სხვა სიმაღლეა...
14. ყველგან ვკითხულობ! :) ყველგან ვკითხულობ! :)
13. ნიკა! იცი შენ, რაც მემართება შენს ლექსებზე! ახლაც კბილს კბილზე ვაჭერ-ცრემლს მაინც ვერ იკავებ.. ყველა სიკეთე შენ- ჩემო ადამიანო! ბატონო მიშა ! გითვლით მოკითხვას და უამრავ თბილ სიტყვას:)
რადგან წავაგეთ ყველაფერი, - სულების ჩათვლით... და დღემდე ჟონავს ცხოვრებიდან ჩვენი სირისტი, ჩვენი სისუსტე, ჩვენი, ჩვენი და არა - მათი
უჰ! როგორ იტყვი ხოლმე:(
ნიკა! იცი შენ, რაც მემართება შენს ლექსებზე! ახლაც კბილს კბილზე ვაჭერ-ცრემლს მაინც ვერ იკავებ.. ყველა სიკეთე შენ- ჩემო ადამიანო! ბატონო მიშა ! გითვლით მოკითხვას და უამრავ თბილ სიტყვას:)
რადგან წავაგეთ ყველაფერი, - სულების ჩათვლით... და დღემდე ჟონავს ცხოვრებიდან ჩვენი სირისტი, ჩვენი სისუსტე, ჩვენი, ჩვენი და არა - მათი
უჰ! როგორ იტყვი ხოლმე:(
12. ბატონო მიშა მიიღეთ მილოცვა:)
ნიკას კი მივულოცე გუშინ:)
იმოქმედა ამ ლექსმა ჩემზე...განსაკუთრებით რამოდენიმე ფრაზამ...
ბატონო მიშა მიიღეთ მილოცვა:)
ნიკას კი მივულოცე გუშინ:)
იმოქმედა ამ ლექსმა ჩემზე...განსაკუთრებით რამოდენიმე ფრაზამ...
11. ნიკა, შენ დაისვენე ახლა, გადაღლილი იქნები, განცდაგამოვლილი... მე მივიღებ მოლოცვებს:) ნიკა, შენ დაისვენე ახლა, გადაღლილი იქნები, განცდაგამოვლილი... მე მივიღებ მოლოცვებს:)
10. ეს ყველაფერია... ეს ყველაფერია...
9. არ შეგვიძლია. რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ, რომ ვერ მოვთოკეთ ჩვენი ჟინი, ჩვენი აზარტი და დავივიწყეთ მშობლების და შვილების ყოლა, - ვინც ჩვენ გაგვზარდა და ვინც თვითონ ვეღარ გავზარდეთ...
რომ გვეპატიოს პურიტანთა რიგებში დგომა და დახურული ფანჯრებიდან ნეკერჩხლის ტოტი...
სერიოზული.გამართული.შინაარსიანი.
პ.ს.და მიკვირს, კონკურსზე პირველი ადგილისთვის რომ ვერ შეირჩა ლექსი. მართლა მიკვირს. არ შეგვიძლია. რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ, რომ ვერ მოვთოკეთ ჩვენი ჟინი, ჩვენი აზარტი და დავივიწყეთ მშობლების და შვილების ყოლა, - ვინც ჩვენ გაგვზარდა და ვინც თვითონ ვეღარ გავზარდეთ...
რომ გვეპატიოს პურიტანთა რიგებში დგომა და დახურული ფანჯრებიდან ნეკერჩხლის ტოტი...
სერიოზული.გამართული.შინაარსიანი.
პ.ს.და მიკვირს, კონკურსზე პირველი ადგილისთვის რომ ვერ შეირჩა ლექსი. მართლა მიკვირს.
8. ჭეშმარიტი პოეზია!!!
555555 ჭეშმარიტი პოეზია!!!
555555
7. .
არცერთი კონკურსი, სიმპოზიუმი, პოდიუმი და შოუ არ ღირს ამ ლექსად...
ეს არის, მარტივად, ე პო ქა... ეპოქა!
”არ შეგვიძლია. რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ, რომ ჩვენს საკუთარ სამშობლოში წავაგეთ ომი.” - მარტო ეს ორი ხაზი რად ღირს...
ჩემთვის, რატიანის ”ნეგატივი. 20 წლის შემდეგ” სიმაღლის ლექსია ეს და არც ფუფალა ვარ პოეზიაში, ”გემოვნებაში”, რომ ვცდებოდე... .
არცერთი კონკურსი, სიმპოზიუმი, პოდიუმი და შოუ არ ღირს ამ ლექსად...
ეს არის, მარტივად, ე პო ქა... ეპოქა!
”არ შეგვიძლია. რაც შევძელით, ის იყო მხოლოდ, რომ ჩვენს საკუთარ სამშობლოში წავაგეთ ომი.” - მარტო ეს ორი ხაზი რად ღირს...
ჩემთვის, რატიანის ”ნეგატივი. 20 წლის შემდეგ” სიმაღლის ლექსია ეს და არც ფუფალა ვარ პოეზიაში, ”გემოვნებაში”, რომ ვცდებოდე...
6. მე მომეწონა ეს ლექსი. და მე ძალიან იშვიათად მომწონს :) მე მომეწონა ეს ლექსი. და მე ძალიან იშვიათად მომწონს :)
5. ეს არის იმ ლექსთაგან ერთ-ერთი, რომელსაც უპირობოდ ეკუთვნოდა საპრიზო ადგილი და არც თუ მთლად მესამეც...
ყოჩაღ, ნიკუშ! არაჩვეულებრივი ლექსები გაქვს! ჩემი დიდი სიმპატია ავტორსაც, ადრესატსაც და თავად ლექსსაც! 5555555555555555 ეს არის იმ ლექსთაგან ერთ-ერთი, რომელსაც უპირობოდ ეკუთვნოდა საპრიზო ადგილი და არც თუ მთლად მესამეც...
ყოჩაღ, ნიკუშ! არაჩვეულებრივი ლექსები გაქვს! ჩემი დიდი სიმპატია ავტორსაც, ადრესატსაც და თავად ლექსსაც! 5555555555555555
4. გენაცვალე...ენაცვალეეეეეეეე...ვტირი და ვტირი...ეს არის ერთერთი საუკეთესო ლექსი ამ კონკურსში კი არა მარტო... მთლიანად პოეზიაში... ს ი ნ ა ნ უ ლ ი უდიდესი სათნოებაა და ეს რომ მოვიდეს, ამისთვის წლობით იდგნენ და დგანან დაყუდებული ბერები და ლოცულობენ... ამ ლექსის წაკითხვისას კი ეს სათნოება , რასაც ს ი ნ ა ნ უ ლ ი ჰქვია, თავისით...ძალდაუტანებლად...ღვაწლის გარეშეც შემოდის ჩვენში... იმდენად მართალი და იმდენად წრფელი ლექსია...საოცარი მუხტი აქვს ზემოქმედების ადამიანის სულზე ...აი, რატომაა გენიალური...5555555555555 გენაცვალე...ენაცვალეეეეეეეე...ვტირი და ვტირი...ეს არის ერთერთი საუკეთესო ლექსი ამ კონკურსში კი არა მარტო... მთლიანად პოეზიაში... ს ი ნ ა ნ უ ლ ი უდიდესი სათნოებაა და ეს რომ მოვიდეს, ამისთვის წლობით იდგნენ და დგანან დაყუდებული ბერები და ლოცულობენ... ამ ლექსის წაკითხვისას კი ეს სათნოება , რასაც ს ი ნ ა ნ უ ლ ი ჰქვია, თავისით...ძალდაუტანებლად...ღვაწლის გარეშეც შემოდის ჩვენში... იმდენად მართალი და იმდენად წრფელი ლექსია...საოცარი მუხტი აქვს ზემოქმედების ადამიანის სულზე ...აი, რატომაა გენიალური...5555555555555
3. მაგარია!
ფრიადი!
ტაშს გიკრავ! მაგარია!
ფრიადი!
ტაშს გიკრავ!
2. ფინალისტ 15 ლექსში ჩემი ფავორიტი..
5. ფინალისტ 15 ლექსში ჩემი ფავორიტი..
5.
1. გილოცავ, ნიკ!
კარგი ლექსი, კარგ ადრესატს:) გილოცავ, ნიკ!
კარგი ლექსი, კარგ ადრესატს:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|