15.09.2011 მშვენიერი დილა იქნებოდა დედას რომ უთენია არ გავეღვიძებინე, არ მიყვარს ადრე ადგომა. რა სჯობს ლოგინში შუადღემდე კოტრიალს, როდესაც საქმე არ გაქვს. მე კიდევ ჯერ არც დავბადებულვარ და რა საქმე უნდა მქონდეს, ჰოდა არ მინდოდა ადგომა.
სამწუხაროდ ჩემი დედიკო საფიქრალში ჩააგდეს. ექიმი დეიდამ ჩემზე უთხრა რა ნია-გაბუ აგიტყდა ბიჭი გეყოლებაო. სულაც არ ესიამოვნა, მაგრამ სახელიც შემირჩია ნუ რადგან ბიჭია, მაშინ ლაზარეს დავარქმევო. ეგეც ექიმი რა, მხედველობა თუ უჭირს ჩემი დედიკოსავით სათვალე ატაროს. თუ არა და წესიერად ვერ დამაკვირდა? ისე, მე თავად არ მივეცი ამისი საშუალება. გახუმრება მინდოდა და ფეხი ფეხზე გადავიდე არ დავანახე არაფერი, მაგრამ ჭიპლარი მომყვა ფეხებს შორის და ამხელა ქალს კაცობა ეგონა. ვინ მისცა ამას დიპლომი და ექიმის ლიცენზია? სად არის ბატონი ანდრია ურუშაძე? ჩამოართვით ამ ადამიანს ლიცენზია დროებით, სანამ მხედველობის პრობლემას არ მოიგვარებს იქამდე მაინც...
შეფიქრიანებული წამოვიდა დედიკო. ღარ იცოდა როგორ მომფერებოდა. იმდენი ხანი მეძახდა ნია-გაბუს, ახლა ბიჭად ვეღარ აღმიქვამდა. სახელიც მოიფიქრა და სანამ ექიმები საბოლოოდ დაადგენდნენ გოგო ვიყავი, თუ ბიჭი, ბაბის მეძახდა. გიო-მამასაც არ ესიამოვნა ახალი ამბავი, რაც თავის მხრივ მე ძალიან გამიხარდა. ესეიგი მამას მე ვუნდივარ, ბიჭი არ უნდა. ზოგად ჩამოყალიბებულ აქსიომას არღვევს და ტიპიური კავკასიელი არაა, რომელსაც პირველი შვილი აუცილებლად ბიჭი უნდა ჰყავდეს და მეტი თუ არც შეეძინება, ამაზე რომ არ სწუხს, მთავარია მის "დიად" გვარს გამგრძელებელი ჰყავს... ერთიგინალი მშობლები მყავს მენდეთ.
რამოდენიმეჯერ მეინც წამოცდა დედას და ნია დამიძახა სალომე-ნათლია ეუბნებოდა: -ქალო ნუ ეძახი ნიას, ხომ გაიგე ბიჭია და ცისფერი არ გამოვიდესო. ბოლოს დედა გაბრაზდა ამდენი ლაზარეს ძახილით და დაახეთქა: -დედა მე ვარ და უკეთ ვიცი გოგოს ველოდები თუ ბიჭს, გეუბნებით ჩემი შვილი გოგო იქნება და რადგან ერთი დურაკი ექიმი შეცდა ეს ჭეშმარიტებას არ ნიშნავსო. მუნჯის ენა დედამ იცისო და აშკარად დედიკო უკეთ ხვდებოდა ჩემს სქესს.
ძილის წინ ბევრი იფიქრა იმაზე, მართლა ბიჭი რომ ვყოფილიყავი რას იზამდა და თავისი თავი ბიჭის დედად ვერაფრით რომ ვერ წარმოიდგინა, დედას პატარა ქალი ხარო მეფერებოდა, ამასობაში ორივეს ჩაგვეძინა...
22.09.2011 საშინელი ერთი კვირა გავატარეთ, დედიკო ხან ლაზარეს მეძახდა ხან ნიას. მამაც რომ რეკავდა უგულოდ მკითხულობდა. დღესაც ადრე გავიღვიძეთ ამჯერად მიხაროდა რადგან სხვა ექიმთან მივდიოდით და იმედი მქონდა ეს მაინც ეტყოდა დედას სიმართლეს. მართლაც ძალიან ცნობილ ექიმს ბატონ ამირან გურგენიძეს ვესტუმრეთ. დედამ უთხრა სქესის გაგება მინდა ყველა სხვადასხვა რამეს მეუბნება და ბოლოსდაბოლოს გამაგებინეთ ვის ვატარებ მუცლითო. ექიმი-ბაბუას გაეღიმა და თვალთვალი დამიწყო თავიდანვე მშვენივრად დამინახა ყველაფერი მაგრამ დედიკოს აღელვება უნდოდა და შემოვლით დაიწყო ლაპარაკი: -ბევრს ჩამ მარიამ? -კი საკმაოდ, რატომ მკითხეთ? -ბავშვიიმაზე ერთი სანტიმეტრით დიდია იმასთან შედარებით, ვიდრე განვითარების ამ ეტაპზე უნდა იყოს. -ეგ ცუდია? -არა რატომ, შესანიშნავია. სლავური სისხლი გააქვთ გენებში? -კი, თუმცა არც ისე დიდი დოზით... დაიბნა დედა. -ჰოდა ნახე რა საყვარელი კურნოსა ცხვირი აქვს. ეკრანზე ანიშნა ექიმი-ბაბუამ. დედას გაეღიმა ჩემი ცხვირის დანახვისთანავე... -მარიამ გულძმარვა არ გაწუხებს? -კი ყოველ დღე, ხან დღეში რამოდენიმეჯერ გადამივლის და ისევ მეწყება. -პატარა ღინღლები უკვე აქვს თავზე და იმიტომ საყვარელო, ამ ბავშვს თმა შესაჭრელი ექნება რომ დაიბადება თუმცა მაინცდამაინც პრობლემას არ წარმოადგენს, უთმო ქალი რა სანახავია... თქვა და გაეღიმა -ანუ გოგოა? დარწმუნებული ხართ? -მარიამ მე ვერ გადავაკეთებ ამ ბავშვის სქესს და რაც არის იმას გეუბნები. -უბრალოდ იმდენჯერ შეცდნენ, რომ... -სხვები არ ვიცი და მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს პასუხზე. დაუწერეთ სქესი მდედრობითი და წავიდეს მიხედოს პატარა ქალბატონს. გასძახა მდივანს ექიმი-ბაბუამ...
დაბნეული და გახარებული წამოვიდა დედიკო. აბა რა მოათმენინებდა და მაშინვე გიო-მამას აცნობა ახალი ამბავი. -უკვე დაცლილი ვარ მაგ თემაზე ემოციებით მარ... -მესმის მაგრამ მაინც როგორ ფიქრობ რას მეტყოდნენ? -რა მნიშვნელობა აქვს ბიჭიც შვილია... -ჰო მაგრამ გოგო შენი სანატრელი შვილია. -ეგ შემდეგზე ალბათ... -სულაც არა მამიკო, შეგიძლია ვარდისფერი ნივთების შეძენა დაიწყო ქალბატონ ნიას იმდენი რამე დასჭირდება, ერთიანად გაგიჭირდება... -მართლაააა? არ მატყუებ? კიდევ ხომ არ შეცდნენ? -არც გატყუებ და არც შეცდნენ 100 % გოგოაო. -მამას დედოფალა... გენაცვალეთ, ჩემი გოგოები... უფ, ეგრე რა მამ, ძლივს არ გაგეღიმა მთელი კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც?.. -მიხარია რომ გაგახარე. -მარ, მადლობა რომ გადაგიხადო დამცინებ? -არა რატომ? -ყველას კი არ უჩენს შენნაირი ქალი საოცნებო შვილს... -შევიფერო? -აუცილებლად... გკოცნით მერე გადმოგირეკავთ ეხლა საქმე მაქვს რაღაც. მიმიხედე ქალბატონს, ვიცი არ შეგეშლება. -ოკ, ჩვენც გაკოცეთ.
ბედნიერი მოვიდა დედიკო სახლში. აბა რა იქნებოდა ქალს თავგზა აუბნიეს არა გოგოა, არა ბიჭიას ძახილით. ჯერ დავიბადო და იმ ექიმი დეიდას თვალწინ რომ ჩავიხდი ტრუსებს, ნეტავ ერთი მერეც იტყვის ბიჭიაო? როგორც იქნა ბედიერს და მშვიდს ჩაეძინა დედიკოს, მეც მასთან ერთად რაღა თქმა უნდა...
მოკლედ გოგო ვარ, გოგო ნია-გაბუ და ისევ მოთმინებით ველოდები ამქვეყნად მოვლინებას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან, ძალიან მომეწონა. ყველა პატარა ჯანმრთელი მოვლენოდეს ამ ქვეყანას! ძალიან, ძალიან მომეწონა. ყველა პატარა ჯანმრთელი მოვლენოდეს ამ ქვეყანას!
3. იჰ! :) ციც, შე ცელქო შენა :)))) ვინა თქვა, მამებს პირველი ბიჭი უნდათ რომ ჰყავდეთ მაინცა და მაინცო?! გოგო გვყავს ჩვენც, მაგრამ 10 ბიჭი ენაცვალოს :) მშვიდობიანად მოევლინე ქვეყანას! იჰ! :) ციც, შე ცელქო შენა :)))) ვინა თქვა, მამებს პირველი ბიჭი უნდათ რომ ჰყავდეთ მაინცა და მაინცო?! გოგო გვყავს ჩვენც, მაგრამ 10 ბიჭი ენაცვალოს :) მშვიდობიანად მოევლინე ქვეყანას!
2. შემიყვარდა ნია–გაბუ და..ავტორიც:) შემიყვარდა ნია–გაბუ და..ავტორიც:)
1. სასიამოვნო ნაწერია.......პატარას ფიქრები...კარგია აგტაცებული ვარ.. სასიამოვნო ნაწერია.......პატარას ფიქრები...კარგია აგტაცებული ვარ..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|