 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 28 სექტემბერი, 2011 |
პროვინციალიზმი – ჩამორჩენილობა, თვალსაზრისის, ინტერესთა შეზღუდულობა, რაც დამახასიათებელი იყო პროვინციის (კულტურული ცენტრიდან დაშორებული ადგილის) მცხოვრებთათვის – ასეა განმარტებული ეს სიტყვა უცხო სიტყვათა ლექსიკონში. მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ უმთავრესია არა ის, სად ცხოვრობს ადამიანი, დედამიწის თუ ქვეყნის რომელ შორეულ ადგილას, არამედ მისი გონებრივი და სულიერი ხედვა, დამოკიდებულება მოვლენებისა და გარე სამყაროსადმი. სხვათა შორის, სიტყვა გოიმი სულხა საბა ორბელიანს ამგვარად აქვს განმარტებული: „კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკჳდრობისა ვერ-შემშუჱნებელი“, ანუ აქაც იგივეა, ადამიანის გონებაა მთავარი და არა საცხოვრებელი ადგილი. რატომ ვსაუბრობ ახლა ამაზე? ახლავე მოგახსენებთ და მერე განვავრცობ: რამდენიმე დღის წინ ჩემმა ახლობელმა გააგზავნა თავისი პირადი მონაცემები ერთ-ერთ დაწესებულებაში, რომელიც ვაკანსიას აცხადებდა. განცხადება კი საიტ: www.medgeo.net-ზე იყო განთავსებული. ბუნებრივია, საცხოვრებელ ადგილად თავისი რაიონი მიანიშნა და იქიდან (ურთიერთობა სკაიპით ხდებოდა) იმ წამსვე მიიღო პასუხი: თქვენ ვერ შეძლებთ აითვისოთ თბილისური მენტალიტეტი, ამიტომ არ განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. უარი აბსოლუტურად გასაგები იყო, მიზეზე კი – თითიდან გამოწოვილი. არავის წაუკითხავს პირადი მონაცემები, არავინ დაინტერესებულა იმით თუ რამდენი ტრენინგ-კურსი და სემინარი აქვს გავლილი ამ ადამიანს, ან რამდენი უცხო ენა იცის და რა დონეზე. მოკლედ, ე.წ. CV-ში არც ჩაუხედავთ. იმის გამო არ დაუწუნიათ, რომ სათანადო კვალიფიკაცია არ ჰქონდა, არამედ იმის გამო, რომ იგი რაიონიდან იყო. იმ ადამიანის საქციელი, ვინც ასეთი პასუხით გამოისტუმრა კონკურსანტი, ნამდვილად არის პროვინციალიზმის გამოვლენა. და ეს არაა მხოლოდ ერთი შემთხვევა: დღეს რომ მოდად იქცა რბილი „ლასი“ - პროვინციალიზმია; 52 წლის ქალი რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო – ქალწულობის აღდგენის – ოპერაციას იკეთებს იმიტომ, რომ თავის 60 წლის ქმარს ქალწული ჩაბარდეს – პროვინციალიზმია (ასაკის გარეშედაც, ისედაც პროვინციალიზმი და სამარცხვინოა ეს ფაქტი, რადგან სიყვარული უფრო მეტია და თანაც, თუკი არ ენდობი, სადღაა სიყვარული საერთოდ?); საკუთარ შვილებს რომ მუცელში კლავენ 13-14 წლის გოგონები – პროვინციალიზმია; ქვეყნის პრეზიდენტის ქმედებებზე რომ მსჯელობ და ამ დროს საკუთარი ეზო-კარი დაულაგებელი გაქვს – პროვინციალიზმია; საკუთარი ეზოს წინ კვალის ამოწმენდას ხელისუფლებას რომ სთხოვ, იმიტომ, რომ დაეჩვიე და მიეჩვიე სიზარმაცეს და „სხვისი ხელით ნარის გლეჯა“ გეიოლება აგერ უკვე საუკუნეა ლამის – პროვინციალიზმია; რუსებს რომ აგინებ და რუსულ ესტრადაზე რომ გიჟდები, პუშკინი კი წაკითხული არ გაქვს – პროვინციალიზმია; პროვინციალიზმია, ვაკანსიას რომ აცხადებ სრულიად საქართველოს მასშტაბით და თურმე მხოლოდ თბილისში მაცხოვრებლებზე გაქვს გათვლილი… მეტი რაღა ჩამოვთვალო… მიზეზების ძებნა არ მიყვარს. მთავარი შედეგია, შედეგი კი აი, ასეთია: არაფერი გვეშველება, სანამ სხვისი ხელის შემყურენი ვიქნებით; სანამ პასუხისმგებლობას არ ვიგრძნობთ; სანამ სიზარმაცეს (ძალით თავს მოხვეულს, თორემ დათო ტურაშვილისა არ იყოს, მეეჭვება სვეტიცხოვლის ამგები ერი ზარმაცი იყოს) არ გადავეჩვევით და შრომის რიტმში არ ჩავებმებით; სანამ ჩვენს საკეთებელს არ გავაკეთებთ, არაფერი გვეშველება მანამდე. კი, არიან სხვანაირად მოფიქრალ-მოაზროვნეები, რომლებიც აშკარად შორს დგანან პროვინციალიზმისა და ზოგადად, ყოველგვარი სიმახინჯისაგან, მაგრამ ნაკლებად რომ მათი ვინმეს ესმოდეს. მოსემ ეგვპტიდან გამოყვანილი ებრაელები 40 წელი უდაბნოში ატარა. აღთქმულ ქვეყანაში ეგვიპტელების მონებად ქცეულ ებრაელთა შვილები და შვილიშვილები შევიდნენ, ანუ გონებრივად დაწმენდილი, სხვაგვარად მოაზროვნე თაობა. მოსეც კი არ შესულა აღთქმულ ქვეყანაში. ეს რომ ვთქვი ერთხელ სადღაც, ერთმა მკითხა, მერე რაო? მერე ის, რომ ებრაელები იმ აღთქმულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ კარგად, მანამდე, სანამ ისევ არ განუდგნენ თავიანთ თავს და ისევ არ გაექცნენ პასუხისმგებლობის გრძნობას, რომელიც კი, ასეა, ნამდვილად ასეა, მძიმეა ძალიან და რთული. ჩვენ კი, ვეჭვობ, 40 წელი გვეყოს იმისთვის, რომ გონება დაგვეწმინდოს. თავს მოხვეულმა საბჭოურმა აზროვნებამ დიდი დაღი დაგვასვა უდავოდ. ეტყობა ამიტომაცაა, რომ ვერა და ვერ ამოვძირკვეთ გონებიდან: რა კარგი იყო რუსეთი… ქვეყანა, რომელმაც თვალდაუხამხამებლად გაქცია მონად, აზროვნებით მონად… ხოლო ის, ვინც მონობიდან თავის დახსნას არ ცდილობს, ღირსია მონა იყოს… „ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადიო“ – რამხელა სიბრძნეა ამ სიტყვებში და რამხელა ჭეშმარიტება. ჰო, ჩვენ უნდა ვშვათ… ამიტომ დროა, გარეთ გამოტანილი მტვრიანი ფარდაგივით დავფერთხოთ გონება, თუ გვინდა გვეშველოს და გონება გავისუფთაოთ პროვინციალური აზროვნებისაგან თუ აზროვნების პროვინციალიზმისაგან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ნია–კო’ს:
კარგი სტატიაა. მომეწონა. ნია–კო, თხოვნა მაქვს, იქნებ სიტყვა „პროვინციალიზმის“ ანტონიმზეც დაწეროთ სტატია? ................................... PROVINCIALISM – the quality or state of being provincial წყარო: http://www.merriam-webster.com/dictionary/provincialism ........................ Provincial - a person who lives in or comes from a place that is far away from large cities — often used in a disapproving way to suggest that such a person has narrow or limited concerns or interests წყარო: http://www.learnersdictionary.com/search/provincial[2] ........................................................ ანტონიმები: cosmopolitan, cosmopolite, sophisticate წყარო: http://www.merriam-webster.com/dictionary/provincial .................................................
ნია–კო’ს:
კარგი სტატიაა. მომეწონა. ნია–კო, თხოვნა მაქვს, იქნებ სიტყვა „პროვინციალიზმის“ ანტონიმზეც დაწეროთ სტატია? ................................... PROVINCIALISM – the quality or state of being provincial წყარო: http://www.merriam-webster.com/dictionary/provincialism ........................ Provincial - a person who lives in or comes from a place that is far away from large cities — often used in a disapproving way to suggest that such a person has narrow or limited concerns or interests წყარო: http://www.learnersdictionary.com/search/provincial[2] ........................................................ ანტონიმები: cosmopolitan, cosmopolite, sophisticate წყარო: http://www.merriam-webster.com/dictionary/provincial .................................................
14. ჩემი აზრით ”პროვინციალიზმი” ქართველებს არ შეგვეფერება და ვთვლი ამ ნაწერის არ უხდება ეს ტერმინი.
ზოგადად ნაწერი მომწონს, გულისტკივილითაა დაწერილი. თუ არ გტკივა ე.ი. არც გიყვარს- ეს ასეა! ჩემი აზრით ”პროვინციალიზმი” ქართველებს არ შეგვეფერება და ვთვლი ამ ნაწერის არ უხდება ეს ტერმინი.
ზოგადად ნაწერი მომწონს, გულისტკივილითაა დაწერილი. თუ არ გტკივა ე.ი. არც გიყვარს- ეს ასეა!
13. ძალიან საფრთხილო სიტყვაა, მე ვფიქრობ, და ასე ხელაღებით საუბარი ხმამაღალი მგონია...
ზოგადად კი, საკუთარი თავებიდან უნდა დავიწყოთ ყველამ ნებისმიერი მანკიერების გამოსწორება.
ძალიან საფრთხილო სიტყვაა, მე ვფიქრობ, და ასე ხელაღებით საუბარი ხმამაღალი მგონია...
ზოგადად კი, საკუთარი თავებიდან უნდა დავიწყოთ ყველამ ნებისმიერი მანკიერების გამოსწორება.
12. ეგ პროვინციალიზმი დაღუპავს საქართველოს თუ დაღუპავს.......
ეს უნდა გაქრეს თორე დაგვერხევა მაგრად...... ეგ პროვინციალიზმი დაღუპავს საქართველოს თუ დაღუპავს.......
ეს უნდა გაქრეს თორე დაგვერხევა მაგრად......
10. ჩხირებით კიდე სპაგეტიო ჩხირებით კიდე სპაგეტიო
9. რა შუაშია პროვინციალიზმი.. და საერთოდაც ძალიან მოდებილო კრიტიკა პუბლიცისტიკააა...
გვცალია და საქსოვი ძაფებიც არ გვაქვსო ამაზეა ალბათ ნათქვამი რა შუაშია პროვინციალიზმი.. და საერთოდაც ძალიან მოდებილო კრიტიკა პუბლიცისტიკააა...
გვცალია და საქსოვი ძაფებიც არ გვაქვსო ამაზეა ალბათ ნათქვამი
8. კარგია, ნინ,მეტად საჭირბოროტო თემას ეხები.
ბუნებრივია, პროვინციალიზმი გეგრაფიული გავფენილობიდან არ აითვლება,
კარგია, ნინ,მეტად საჭირბოროტო თემას ეხები.
ბუნებრივია, პროვინციალიზმი გეგრაფიული გავფენილობიდან არ აითვლება,
7. კარგია, მომეწონა, გეთანხმებით. კარგია, მომეწონა, გეთანხმებით.
6. ხო, ნიი, წაკითხული მაქვს ეს პუბლიკაცია და მაშინ რაც ვთქვი, იმას გავიმეორებ ისევ:
ბევრ რამეში დაგეთანხმე,ნინ, უმეტესობაში.
კულტურულ ცენტრთან ახლო მცხოვრებთაც ახასიათებთ - პროვინციალიზმი აზროვნებით და ყველა იმ ქართველ გლეხს ვენაცვალე, ვინც მიწასთან სიახლოვემ - ბევრ "ინტელიგენტზე" გაცილებით მეტად აქცია ბრძენ ადამიანად.
თუმცა, რა უნდა გამიკვირდეს დღეს? დაბინძურებულია აზროვნებაც, ქალაქსა თუ სოფელში და თავისი გადმოსახედიდან აფასებენ მოვლენებს მხოლოდ... ხო, ნიი, წაკითხული მაქვს ეს პუბლიკაცია და მაშინ რაც ვთქვი, იმას გავიმეორებ ისევ:
ბევრ რამეში დაგეთანხმე,ნინ, უმეტესობაში.
კულტურულ ცენტრთან ახლო მცხოვრებთაც ახასიათებთ - პროვინციალიზმი აზროვნებით და ყველა იმ ქართველ გლეხს ვენაცვალე, ვინც მიწასთან სიახლოვემ - ბევრ "ინტელიგენტზე" გაცილებით მეტად აქცია ბრძენ ადამიანად.
თუმცა, რა უნდა გამიკვირდეს დღეს? დაბინძურებულია აზროვნებაც, ქალაქსა თუ სოფელში და თავისი გადმოსახედიდან აფასებენ მოვლენებს მხოლოდ...
5. და რაღაცეებში არ გეტანხმები.სხვისი ცხოვრების განსჯაც პროვინციალიზმია..
და რაღაცეებში არ გეტანხმები.სხვისი ცხოვრების განსჯაც პროვინციალიზმია..
4. ამ საიტზე არაპროვინციელს მენტალობით...ძალიან ცოტას ვხედავ:(
ცხოვრებაშიც:( ამ საიტზე არაპროვინციელს მენტალობით...ძალიან ცოტას ვხედავ:(
ცხოვრებაშიც:(
3. პროვინციალიზმი მენტალური მცნებაა და არა გეოგრაფიული..რაღაც დოზით ალბათ ეს ყველა ადამიანში დევს... აი რამდენად ვაძლევთ ამას გამოსვლის საშუალებას გარეთ,ეს უკვე პიროვნებაზეა დამოკიდებული პროვინციალიზმი მენტალური მცნებაა და არა გეოგრაფიული..რაღაც დოზით ალბათ ეს ყველა ადამიანში დევს... აი რამდენად ვაძლევთ ამას გამოსვლის საშუალებას გარეთ,ეს უკვე პიროვნებაზეა დამოკიდებული
2. მე მიყვარს სიტყვა "გოიმი", საკმაოდ ხშირად ვიყენებ საუბრისას. ცხადია საცხოვრებელი ადგილი არ არის ყოველთვის მსაზღვრელი, მაგრამ ხშირად მნიშვნელოვანია, არა თვითონ მიწა ან ტროტუარის მონაკვეთი, რომელზეც სახლობ, არამედ, უფრო გარემო, რა გარემოსთანაც ურთიერთობ. თუმცა ახლა ყველაფერი უკვე ისეა აზელილი, ვეღარც ირჩევა ვინ საიდან ჩამოდის და ვის რა უნდა...
რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს, აქ უბრალოდ არაეთიკურობასთან და არაპროფესიონალ ხალხთან ჰქონია საქმე თქვენს მეგობარს.
მთავარი კი მენტალობაა და თავისუფალი აზროვნება და არასრულფასოვნების კომპლექსის მინიმალური მაჩვენებელი... და კიდევ უამრავზე უამრავი ფაქტორი, რომელზეც აღარ შევჩერდები, თორემ ჩავიქოლები :))
მე მიყვარს სიტყვა "გოიმი", საკმაოდ ხშირად ვიყენებ საუბრისას. ცხადია საცხოვრებელი ადგილი არ არის ყოველთვის მსაზღვრელი, მაგრამ ხშირად მნიშვნელოვანია, არა თვითონ მიწა ან ტროტუარის მონაკვეთი, რომელზეც სახლობ, არამედ, უფრო გარემო, რა გარემოსთანაც ურთიერთობ. თუმცა ახლა ყველაფერი უკვე ისეა აზელილი, ვეღარც ირჩევა ვინ საიდან ჩამოდის და ვის რა უნდა...
რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს, აქ უბრალოდ არაეთიკურობასთან და არაპროფესიონალ ხალხთან ჰქონია საქმე თქვენს მეგობარს.
მთავარი კი მენტალობაა და თავისუფალი აზროვნება და არასრულფასოვნების კომპლექსის მინიმალური მაჩვენებელი... და კიდევ უამრავზე უამრავი ფაქტორი, რომელზეც აღარ შევჩერდები, თორემ ჩავიქოლები :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|