ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2011


ქვაზიმოდო "2-რამ"

იქ სადაც ხეთა

იქ, სადაც ხეთა იისფერ ლანდებს
უკაცრიელი შებინდება დუმილით მოსავს,
უეცრად მიწყდა შორეული ფეხის ხმა შენი.
იგი ჰაერში განიფანტა,
ვით სურნელება
მინდვრის ყვავილის,
როგორც შორი ძახილის ექო.
შენ გრძნობით ცხოვრობ,
გსურს გრძნობებში იპოვნო აზრი
და გამართლება მოუნახო თვითეულ განცდას.
მე კი სხვა სურათს წარმომიდგენს ჟამთასვლის სარკე:
მე ახლა უკვე თვით სიკვდილი არ მაკრთობს ისე,
ვით სილამაზის უეცარი გამოსხივება.
და მე დავკარგე ყველაფერი, რაც ადრე მქონდა:
უშუალობა,
სიხალისე,
ხალასი ნიჭი
იმიტაციის
და მე იმის უნარიც არ მაქვს,
რომ ვინმეს მოვაჩვენო თავი ბედნიერ კაცად.


ახალ მთვარეს

ღმერთმა ჯერ შექმნა ცა და ხმელეთი.
შემდგომ ამისა,
გაბედულად და გამიზნულად
და ზუსტად იმ დღეს,
იმ წუთს,
როცა იყო საჭირო,
მარად ელვარე ვარსკვლავები დაანთო ცაზე.
გავიდა ხანი.
მილიარდი გავიდა წელი.
და ღმერთის მსგავსად
ადამიანმა,
ოქტომბრის ღამის კრიალა ცაზე,
ააჩირაღდნა
სულ სხვა ვარსკვლავი -
სწორედ ისეთი, რომ ელვარებდა
ცის თაღზე
ქვეყნის გაჩენის დღიდან
და  "ამინ!"
თქვა ადამიანმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები