| ავტორი: მარი ჟანრი: პროზა 15 ოქტომბერი, 2011 |
მამ, ჩვენი დრო მეტად მცირედია იმისათვის, რომ გულახდილობით ავღსილებმა, ერთმანეთის აზრები გავითავისოთ. ყოველთვის მინდოდა ისე გვესაუბრა, რომ ჩემი შინაგანი თავისუფლება შენთვის მეჩვენებინა, ყოველგვარი შენიღბვების გარეშე. ვახერხებდით თუ არა- ეს მეორე საკითხია. იცი?! ეხლა მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ჩვევათაგანი(მე ხომ უამრავი მქონდა ასეთი) ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი ქუჩას ვათვალიერებდი, და როდესაც დაგინახავდი მძიმედ მომავალს, სევდანარევი გამომეტყველებით, დუმილით ვებრძოდი შენთვის ამაზრზენ რეალობას... ეს მჟავე, ყოვლისმომცველი დუმილი იპყრობდა სივრცეს.. როცა შენზე ლექსი დავწერე ,,ჭაღარა მამის" ტუჩის კუთხეში ღიმილი შეგეპარა, ეს ამდენად თავშეკავებული ღიმილი მე შევამჩნიე არა, უფრო ვიგრძენი. კითხვა დასრულებული არ მქონდა მითხარი,,ჩემი სული გააშიშვლე და აღარაფერი დამიტოვეო''. ეს ფაქტი გამიხარდა, შენ ხომ ნამდვილ სახეს არავის აჩვენებდი, გეწადა თუმცა არ შეგეძლო. რატომღაც თავი ყოვლისშემძლე დევიდ კოპერფილდად წარმოვიდგინე. მამ, ვგრძნობ, ჩემთვის დიდის თქმას ვესწრაფები თუმცა ვერ ვძლევ, აი ისეთის, შენ რომ დაიტევ, სამყარო კი- ვერა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მაგარიიაა ძააააან...ძააან მომეწოონააა...წარმაატეებეებიიიიი მაგარიიაა ძააააან...ძააან მომეწოონააა...წარმაატეებეებიიიიი
6. მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელი ნაწერი ჩანს, განზოგადება დააკლდა ჩემთვის...ძალიან პირადულია, ალბათ. იქნებ ვცდები კიდეც. წარმატებები! მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელი ნაწერი ჩანს, განზოგადება დააკლდა ჩემთვის...ძალიან პირადულია, ალბათ. იქნებ ვცდები კიდეც. წარმატებები!
5. მომეწონა, ძალიან მრავლისმთქმელია და მგრძნობიარე. მომეწონა, ძალიან მრავლისმთქმელია და მგრძნობიარე.
3. აი ისეთის, შენ რომ დაიტევ, სამყარო კი- ვერა. გულწრფელია. წარმატებები აი ისეთის, შენ რომ დაიტევ, სამყარო კი- ვერა. გულწრფელია. წარმატებები
2. მარიამ.. :) კარგად წერ :) მარიამ.. :) კარგად წერ :)
1. ვესწრაფები<<<ვესწრაფვი
თბილი და წრფელი ნაწერია!!! +5 ვესწრაფები<<<ვესწრაფვი
თბილი და წრფელი ნაწერია!!! +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|