ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაკურ შაკიაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2011


...

მდარე იუმორით ტოტებშემოსილი
სულის სინატიფე კვამლში იკარგება
სიტყვა ტკბილნარევი ხანაც შემუსვრილი
გულში ლაჟვარდივით ლურჯად იქარგება

სიტყვის მოლოდინში მბჟუტავ ვარსკვლავივით
შენკენ მოპყრობილი თვალის ელვარება
აგერ ორატორიც ამბობს მქარგავივით
ცხელი სანთლისფერი გახდა მღელვარება

ისე როგორც ყველგან დადგა ეპილოგი
გაჩნდა სენტიმენტიც აპო კალიფსურად
მგონი დასასრულის ბრძნული დანაზოგი
არის დასაწყისი სევდის დასასრულად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები