ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგა პავლიაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2011


ეგებ, წავაკითხო

სანამ, ბედისწერა, მტკიცედ დამამუნჯებს,

სანამ არ ვქცეულვარ, მიწად, მონა ღვთისა,

სანამ, დილა ზეცას, ისევ გაალურჯებს,

ლექსად მოვფრინდები, თქვენთან, დედას ვფიცავ.

სანამ მთვარე მეფობს, ჩაბნელებულ ქუჩებს,

ეგებ  შევხოტბო და არც ლექსს გამოვრიცხავ,

სიმწრის ბგერებს ვასხამ, გალურჯებულ ტუჩებს,

ეგებ ტაბუ ავხსნა, დღემდე გაუკიცხავს.

სანამ შემწევს ძალა, მინდა მივწვდე ბურჯებს,

სანამ წავიკითხავ, დღემდე წაუკითხავს,

სანამ გავაქროლებ, ზეცად, ცხენებს ლურჯებს.

სანამ განმიკითხავს, დღემდე განუკითხავს.

ეგებ, მოვასწრო და ეგებ, წავაკითხო,

ვისაც კარგი ლექსი, ჯერ არ წაუკითხავს.  გ.პ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს