ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
23 ოქტომბერი, 2011


ჩანაწერები ნია-გაბუს დღიურიდან... (II ნაწილი)

30.09.2011
საშინელი დღე იყო. გიო-მამა ჩამოვიდა თბილისში, გაგვეხარდა მისი ზარი, თუმცა როდესაც გვნახა ისეთი შოკისმომგვრელი ამბავი გვითხრა, დედა კინაღამ გაგიჟდა.
-მარ, საქართველოდენ უნდა წავიდე ცოტა ხნით.
-რაა? გადაირიე? არსადაც არ წახვალ, მე აქ მჭირდები. არ გაგიშვებ!!! აკივლდა დედიკო
-მარ დაწყნარდი და ნიაზე იფიქრე, გთხოვ, თუ მომისმენ ყველაფერს აგიხსნი.
-გისმენ... ძლივს ამოილუღლუღა დედამ.
-ხომ იცი, ზღვის სეზონი დამთავრდა, ბარში შემოსავალი თითქმის აღარაა შესაბამისად ფინანსებში უკვე მოვიკოჭლებ. ზამთარში უარესი სიტუაცია იქნება. ნიას კი, ათასი რამ სჭირდება და უმოქმედობა არ გამოვა. უნდა წავიდე ცოტა ხნით მაინც, ასე 2 თვით მინიმუმ, ახალ წელს ჩამოვალ გპირდები.
-საით გაგიწევია?
-იქ სადაც ისევ ზაფხულია და ბარები მუშაობენ. ხომ იცი ცუდის და კარგის გარჩევა ყველა ქვეყანაში იციან. მტვირთავად არც იქ მომიწევს ყოფნა, ბარმენად ვიმუშავებ რაღაცას დავაგროვებ და ახალ წელს თქვენთან ვიქნები გპირდები.
არგუმენტები რკინის იყო. დედამ ხმა ვეღარ ამოიღო მხოლოდ ესღა მოახერხაა :
-როდის მიფრინავ?
-გამთენიისას
-ანუ ხვალ დილა რომ გათენდება?
-კი
-გასაგებია.
მთელი დღე დედიკოც და მამიკოც ერთმანეთს უმალავდნენ ცრემლებს. გაურბოდნენ საუბარს. ღამე არც ერთს არ გვძიებია, მხოლოდ ვეხუტებოდით სამივე. ერთმანეთის სხეულების სითბოს ვიგროვებდით მარაგად,..
მამიკო ცრემლიანი თვალებით გავაცილეთ. არ ინერვიულოო გიო-მამამ სთხოვა, მაგრამ დედამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ გული არ წასვლოდა, სხვა ვერაფერი. უაზროდ, ერთ წერტილზე მიშტერებული თვალებით იჯდა და ხმასაც არ იღებდა.

შემდეგი დღეებიც ასე უაზროდ გავიდა, გიო-მამასი არაფერი ვიცოდით. დედა ლოგინიდან ფაქტიურად არ დგებოდა. სალომე ნათლია სულ ტყუილად ცდილობდა მის ხასიათზე მოყვანას... არც ტიროდა, არც რამეს ამბობდა, მხოლოდ იწვა და ცდილობდა დაეძინა. მეც, ჩემთვის ვიყავი ერთ კუნჭულში მიყუჟული და განძრევის სურვილი არ მქონდა.


5.10.2011
დღეს ბებო ჩამოვიდა საქართველოში და გვესტუმრა. ბევრი იცინა ჩემი სქესის ისტორიასა და დედიკოს წონაზე. უამრავი საინტერესო ამბავი გვიამობო თავისი მოგზაურობის შესახებ და გამთენიისას საუბარში ჩაგვეძინა ყველას... მისმა სტუმრობამ ცოტა გაგვახალისა. დედას უთხრა ძალიან ლამაზი საორსულო კაბა ჩამოგიტანეო, ნიას არაფერი, იმიტომ რომ წინასწარ ყიდვა არ შეიძლებაო. მოკლედ დედიკომ ამდენი ხნის მერე ძლივს გაიღიმა და ლოგინიდან ადგა.



6.10.2011
დილით ბებოს მეგობარს ვესტუმრეთ. კახა ბიძიამ აღარ იცოდა ჩემთვის რითი ესიამოვნებინა. მშვენიერი დრო გავატარეთ და სახლში კარგ განწყობაზე დავბრუნდით.
-მარ, როდემდე აპირებ აქ მარტო ყოფნას?
-რატომ მეკითხები?
-გიო აქ არაა, შენ მარტო ხარ. გაგიჟდები ასე, სულ ფიქრით და ნერვიულობით. წამოდი ჩემთან ერთად უკეთ ვიქნებით, მის ჩამოსვლამდე კი დრო ისე გავა, ვერც გაიგებ.
-ვნახოთ, არ ვიცი...
კაი რა დეეეეეეეე, რა არ იცი? აღარ მინდა ასე მოწყენილი სახლში ჯდომა, დათანხმდი უფ. ბებოსთან უკეთესად ვიქნებით, ერთმანეთს გავახალისებთ. დაგველაპარაკება მაინც ვინმე. ვეძახდი აქედან მაგრამ არ ესმოდა.
საღამოს დედამ კომპიუტერი ჩართო და იკივლა:
-ვაიმე გიოს მოუწერია. ბებო და დედა ერთმანეთს ასწრებდნენ ტექსტის წაკითხვას. მერე სკაიპი ჩავრთეთ და გიო-მამა დავინახეთ, ბევრი ველაპარაკეთ ცოტა ვიტირეთ, აქედან მოვეფერეთ... დაროგორც იქნა, დედა ხასიათზე მოვიდა და ადამიანს დაემსგავსა. ბებოსთან გადასვლაც მოიფიქრა და მეც შვბით ამოვისუნთქე. არ მიყვარს დედა რომ ნერვიულობს, მეც ვპატარავდები თითქოს. ვიკეცები სადმე, მყუდრო მხარეს და სულ აღარ მინდა გამოსვლა.


15.10.2011
ვაიმე დღეს როგორ დავიღალეთ რომ იცოდეთ. ნივთები გადმოვიტანეთ და გადმოვედით ბებოსთან საცხოვრებლად. მთელი დღე ვალაგებდით სახლს და ისე დავიღალეთ ლოგინამდე ძლივს მივიტანეთ სხეულები. დანარჩენს მერე მოგიყვებით ახლა ვიძინებ...


22.10.2011
უკვე 6 დღეა ბებოსთან ვცხოვრობთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ბებო ცდილობს გვასიამოვნოს. მე კი, როგორც იცით არ ვარ პრეტენზიული და დედა ძალიან ამაყობს ჩემით. ხედავთ რა მაგარი ვარ? ჯერ არ დავბადებულვარ და დედიკო უკვე ამაყობს, რომ დავიბადები მერე რა მაგარი გოგო ვიქნები წარმოიდგინეთ... გიო-მამას ყოველ დღე ვესაუბრებით ინტერნეტში და მონატრებას ვიკლავთ. დედა ხანდახან კი წაუტირებს ხოლმე მენატრებაო, მაგრამ თავი კარგად უჭირავს. ნერვიულობით არაფერი ეშველება და ნიას შევაწუხებო. ებრაულ სიბრძნეს იყენებს...
5 დღის წინ სადღაც მანდარინს მოვკარი თვალი, ვიღაც ბავშვი ფრცქვნიდა ქუჩაში და ისე მომინდა დედა კინაღამ გავაგიჟე. ბებომაც და ჩემმა ბიძიამაც ყველგან ეძებეს და როგორც იქნა, გუშინ მომიტანეს. დედამ იმხელა იკივლა შემეშინდა... მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც ისე ტკბილია, ნუ სეზონიდან გამომდინარე, მაინც გემრიელად გეახელით. სალომე ნათლია ხშირად გვსტუმრობს, ჩვენც ჩავდივართ მასთან. დედა საქმის არ ქონას უჩივის და თუკი აქამდე სწავლის და შემდეგ სამსახურის გამო რაიმე კარგი ფილმი ვერ ნახა დანაკარგს ახლა ინაზღაურებს. დღეში 4 ფილმს მაინც ვუყურებთ და ასე გაგვყავს გიო-მამას ჩამოსვლამდე დარჩენილი დრო.
უკვე გვიანაა და მეძინება, მერე რა, რომ ხვალ დილით საქმე არ გვაქვს და შეგვიძლია შუადღემდე ვიძინოთ. ღამე ძილისა და დასვენებისათვის მოიგონა უფალმა და ჩვენც დანიშნულებისამებრ უნდა გამოვიყენოთ.
დაგემშვიდობებით შეხვედრამდე.
ტკბილი-ნებისა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები