ერთ მშვენიერ დღეს გეტყვი, რომ უშენობას მივეჩვიე და აღარ აწვიმს ჩემს ბალიშს, ჩემს სხეულზე შემოხვეულ შენს ფიქრებს სკალპელის სიზუსტით ავიცლი სხეულიდან და გარეთ გავკიდებ გასახმობად / ხსოვნაშიც რომ არ ჩარჩეს მოგონებებად/, სხეულში ჩაბუდებულ იმ გრძნობას კი, თოთო ბავშვივით რომ ვზრდიდი და ვეფერებოდი, ვიმშობიარებ და უღრან ტყეში გადავმალავ, მონადირემ იპოვოს იქნებ და ჩემს მაგიერ ესროლოს ტყვია, მე ახლა მივხვდი, როგორი მძიმე ყოფილხარ ჩემთვის / სათუთი კი მეგონე დიდხანს/.... ტყვიასავით ჩამეკირე სულში და ... ჰო, ერთ მშვენიერ დღეს გეტყვი, რომ უშენობას მივეჩვიე და მაშინ მივხვდებით, რა საოცრად ლამაზ გრძნობას დავადეთ ლოდი და არც კი ვეცადეთ მის გადაგორებას... უფრო სწორად არ გვეყო ძალა, და ახლა, შენ შენს სამყოფელში, მე ჩემს სიმარტოვეში სანთლებს ვუნთებთ ფიქრებს და ვფიქრობთ: იქნებ მონადირეს არ ქონდეს ტყვია /მაგრამ მონადირე რისი მონადირეა/ და არ გათენდეს ის დღე, როცა გეტყვი, რომ უშენობას მივეჩვიე. მე ხომ მიყვარხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მარტივია ძალიან მარტივია ძალიან
11. ძალიან მომწონს, გმადლობთ :) ++
ტყვიასავით ჩამეკირე სულში და ... ჰო, ერთ მშვენიერ დღეს გეტყვი, რომ უშენობას მივეჩვიე და მაშინ მივხვდებით, რა საოცრად ლამაზ გრძნობას დავადეთ ლოდი და არც კი ვეცადეთ მის გადაგორებას... უფრო სწორად არ გვეყო ძალა, და ახლა, შენ შენს სამყოფელში, მე ჩემს სიმარტოვეში სანთლებს ვუნთებთ ფიქრებს და ვფიქრობთ ძალიან მომწონს, გმადლობთ :) ++
ტყვიასავით ჩამეკირე სულში და ... ჰო, ერთ მშვენიერ დღეს გეტყვი, რომ უშენობას მივეჩვიე და მაშინ მივხვდებით, რა საოცრად ლამაზ გრძნობას დავადეთ ლოდი და არც კი ვეცადეთ მის გადაგორებას... უფრო სწორად არ გვეყო ძალა, და ახლა, შენ შენს სამყოფელში, მე ჩემს სიმარტოვეში სანთლებს ვუნთებთ ფიქრებს და ვფიქრობთ
9. როგორი მძიმე ყოფილხარ ჩემთვის / სათუთი კი მეგონე დიდხანს/....
და არ გათენდეს ის დღე, როცა გეტყვი, რომ უშენობას მივეჩვიე.
მე კი გისურვებ ამას... :*
როგორი მძიმე ყოფილხარ ჩემთვის / სათუთი კი მეგონე დიდხანს/....
და არ გათენდეს ის დღე, როცა გეტყვი, რომ უშენობას მივეჩვიე.
მე კი გისურვებ ამას... :*
8. მადლობა ყველას. თოთოეულის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მადლობა ყველას. თოთოეულის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია
7. გულწრფელია...
გულწრფელია...
6. ტყვიასავით ჩამეკირე სულში...
მომეწონა :) ტყვიასავით ჩამეკირე სულში...
მომეწონა :)
5. იქაც ვნახე, კარგია:) იქაც ვნახე, კარგია:)
4. ვერაფერი დავაკოპირე, წავიყვან ამ ლექსს ჩემს დღიურში,სანაცვლოდ დავტოვებ შეფასებას. ვერაფერი დავაკოპირე, წავიყვან ამ ლექსს ჩემს დღიურში,სანაცვლოდ დავტოვებ შეფასებას.
3. იქნებ მონადირეს არ ქონდეს ტყვია.. იქნებ... იქნებ მონადირეს არ ქონდეს ტყვია.. იქნებ...
2. "ჰო, ერთ მშვენიერ დღეს გეტყვი, რომ უშენობას მივეჩვიე და მაშინ მივხვდებით, რა საოცრად ლამაზ გრძნობას დავადეთ ლოდი და არც კი ვეცადეთ მის გადაგორებას..."
სევდიანი ფინალია სიყვარულისთვის, მაგრამ ასეც ხდება, ალბათ, ზოგჯერ!.. ტრაგიკული ლირიზმია აქ! "ჰო, ერთ მშვენიერ დღეს გეტყვი, რომ უშენობას მივეჩვიე და მაშინ მივხვდებით, რა საოცრად ლამაზ გრძნობას დავადეთ ლოდი და არც კი ვეცადეთ მის გადაგორებას..."
სევდიანი ფინალია სიყვარულისთვის, მაგრამ ასეც ხდება, ალბათ, ზოგჯერ!.. ტრაგიკული ლირიზმია აქ!
1. მძიმეა, მაგრამ გიხდება სევდა ნელიკო. მძიმეა, მაგრამ გიხდება სევდა ნელიკო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|