ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2011


მუზა

მუზა
ახლა ვერ ვამბობ, რაც გულით მინდა,
ვდუმვარ, განვიცდი, უძრავად ვდგავარ,
ძილის დრო არის, არ მეძინება,
საათიც მალე თორმეტს ჩამოკრავს.
  ბოლო დროს ჩემს თავს ბევრს ვთხოვ, თან ვებრძვი,
  მგონია, დაღლა არ მემუქრება,
  ჩემს სულზე ვზრუნავ, ლოცვას არ ვიშლი,
  ვემეგობრები, გულით განვიცდი...
ჩემი ცხოვრება ჩემი საქმეა,
ჩემი გრძნობები გულის სარკეა,
შენი ხმის ტემბრი ,,გალობა’’ არის,
მეგობრები კი ჩემი სახეა.
  დილა თენდება და საქმეს ვიწყებ,
  ღამე წაკითხვას ზოგჯერ წერით ვცვლი,
  თუ მეწერება და კალამს დავდებ,
  მთელი საღამო თეთრად განვიცდი.
დავწერ ყოველთვის, თუ ჩემი მუზა
მეწვევა, მკაცრად მომთხოვს დაწერას,
ცრუ პოეტები ბევრია მუდამ,
პოეტობა ხომ ნიჭია, მუზა.
  ვისაც ტკივა და განიცდის მუდამ,
  მას ეწერება და არა მუზას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები