ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2011


დაბადების დღეს გილოცავ დე...(ჩემს ალექსანდრეს)

შენ გახდი ორი წლის,მე შენი დედა ვარ,
და ისე მიყურებ,რომ სულში მიძვრები,
ახლა შენს თვალებში სამყაროს ხედავენ,
ეს ჩემი თვალები და სითბოდ ვიღვრები...

შენ გახდი ორი წლის,ანუ გაიზარდე
ცოტა... და ვიცი,რომ სულ შენთვის ვიცოცხლებ,
დე ვიცი მნატრობ და თავსაც ვერ ვიმართლებ
მიყვარხარ და მინდა ეს კარგად იცოდე,

ახლა მთელს სამყაროს შენს ირგვლივ მოვხატავ
მერე უჩემობას ვუშველოთ როგორმე...
დე ასე პაწაწას იცოდე რომ გყავარ...
და მინდა სამყაროს ჩემიდან ხედავდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები