ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოგიო
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2011


შენი ყვითელი კოცნა

შენი ყვითელი კოცნა...
შემოდგომაა შენში...
ფანჯრიდან მოჩანს ბორცვი,
ბორცვზე დაყრილი შეშა,
ისე, აქა-იქ იწვის,
ისე აქა-იქ გლოცავს
ჩემი ორივე თვალი,
როცა შენ გულ-მკერდს უმზერს,
მზესუმზირები ყვავის
შუბლთან გაწოლილ მოლზე.
თბილ ხელისგულებს აწვდენ
ბორცვად ამოზრდილ მუცელს.
შენი ყვითელი ლექსი,
ფიქრის მარცვლები გულში,
ისე იზრდება, როგორც ჩვენში ნოემბრის ხველა,
როცა გადადგმულ ნაბიჯს ცივი კედლები უშლის
ხელს, რომ იფრინო ყველგან,
ფრენით დაძლიო შიში,
როგორც სიზმარში ძილი,
ან ძილში სიზმრის ბოლო.
მო, ჩემთან, ისე ხვნეშის
კედლის საათი, თითქოს
ისრისმუხლები სტკივა
ან გაჩერებას ებრძვის,
შენ ჩემს მაგივრად გძინავს,
მე - შენს მაგივრად ვფიქრობ:
შემოდგომაა შენში...
შენი ყვითელი კოცნა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები