ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2011


იუბილარ დედას

შენს ზღვისფერ თვალებს შემორჩათ ღელვა,
მათ გამორიყეს ქვიშები შორი.
ცაზე კიდეა ეული ელვა,
აქ კი, ნაპირზე, ვართ მხოლოდ ორნი: 

მე და შენ, დედი! მე და შენ, დედი!
ყველგან ჩვენ ორის დუეტი დადის.
შინაც, გარეთაც, სულ ხარ ჩემს გვერდით,
არ არის ქვეყნად შენგვარი ხატი.

იყო, “გოგონას” გიხმობდა ბევრი,
ბიჭებმაც ხშირად გირტყეს გუნდები!
“მე მეგონეთო უთუოდ დები”,
როცა ერთმანეთს ვესათუთებით.

არ გვქონდა ჩხუბი, კამათი, დავა
თითქმის არასდროს – ეს იცის ღმერთმა.
ალბათ, ბუნებამ ასე ჩათვალა,
და ავასრულეთ ეს ურთიერთმა.

არ ვიცი, რითი გადაგიხადო
შენი ამაგი – ალბათ, დედობით?
შენი ნატვრაა, მე დამინახო
შვილებთან ერთად როგორ ვერთობი.

                            12.11.2011



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს