ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანტსულა
ჟანრი: პროზა
26 სექტემბერი, 2008


გამარჯობათ, ბატონო სიკვდილო... (მინიატურა)

* * *
- გამარჯობათ, გაიცანი, ეს სიკვდილია.
- სასიამოვნოა!
- ჩემთვისაც. რა მშვენივრად გამოიყურები!
- გმადლობ, თქვენს სისხლიან თვალებსაც არაუშავს.
- ვიცი, რომ ხშირად თამაშობ ხოლმე, მიზეზს ვერ გამიმხელ? გინდა შოკოლადის ნაყინი?
- გმადლობ. ყველა ბავშვი თამაშობს, ბატონო...
- მაგრამ არა სიკვდილთან, პატარავ...
- სუფრა გაშლილია, დასხედით!

* * *
- ბატონო სიკვდილო, გამარჯობათ! გახსოვართ? ადრე დედამ მომიყვანა თქვენთან, შოკოლადის ნაყინზეც რომ დამპატიჟეთ...
- დიდი ხანია, შენზე არაფერი მსმენია...
- დიახ... მე დღეს თქვენ ჩემი სიყვარული მოგიყვანეთ...
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც..

* * *
საცოდავად მუნჯი შეიქნა სამყარო... სულით ავადმყოფ ბავშვს უფრო დაემსგავსა ქცევით...

უნდა ამოვთქვა! ბოლომდე ვიღრიალო და ვთქვა ჩემი სათქმელი!
მე.... დავიღალე!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები