ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2008


ზღაპარ იყო...

ზღაპარ იყო...ზღაპარ იყო..
შემოდგომა დამდგარიყო...
ვნება, მეხად დაცემული,
ცეცხლის სვეტად დამდგარიყო!
როგორც უცბად აალდა და
ისე უცბად ჩამქრალიყო...
სიყვარული ვეძებე და
ვერ ვიპოვე, არსად იყო!
ერთი ბიჭი ცისთვალება
უგზო-უკვლოდ გამქრალიყო,
მისგან ნაბოძები ტრფობა
თოვლის ფიფქად დამდნარიყო...
შენი სუნთქვა აღარ მესმის,
სულში შიში ჩამდგარიყო.
მოფერებას გევედრები,
გული დარდით აღარ იყო.
მკერდში მძლავრად ჩამიკარი,
ისე, როგორც სიზმრად იყო!
წვიმა სევდად მოსული და
ტანჯვის გუბედ დამდგარიყო.
გრძნობის ნავით შემოვცურე,
ნაპირები აღარ იყო...
მონატრებას ვერ გავუძლებ!
დამარიგე, თქვი რა გიყო?
თქვი, რომ აღარ გიყვარვარ და
ზღაპარ იყო...ზღაპარ იყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები