| ავტორი: კატო ჯავახი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 21 აპრილი, 2008 |
დაკარგული ბავშვობა
ქუჩის ბავშვები.. თემა, რომელიც დღეს უკვე ჩვეულებრივ ბანალურ მოვლენად იქცა. ჩვენი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებისაგან აბსოლუტურად გამიჯნული სამყარო. სამყარო, რომელიც მათ დანაშაულისა და არაჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ უბიძგებს. სამყარო, სადაც უცხოა სიყვარული, სიკეთე პატივისცემა, რწმენა. სადაც, ყველაფერი თვითგადარჩენასა და ცხოველურ ინსტიქტებზეა დამოკიდებული. სამყარო, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვეხებით, მაგრამ რატომღაც გვერდს ვუვლით დანაშაულის შეგრძნების გარეშე. ქუჩის ბავშვების მშობლები ხშირ შემთხვევაში უკიდურესი გაჭირვების გამო გამოსავალს ნარკოტიკებსა და ალკოჰოლურ სასმელში ეძებენ. თავიანთი შვილების მომავალზე ისინი სწორხაზოვნად ახდენენ გავლენას. უმეტეს შემთხვევაში ისინი, უბიძგებენ და აიძულებენს შვილს გავიდეს ქუჩაში, იმათხოვროს, ხშირ შემთხვევაში იქურდოს კიდეც და ასეთი საშუალებით არჩინოს ოჯახი. საბოლოოდ ასეთი ბავშვები იმდენად ეჩვევიან ქუჩას, რომ თავიანთი სურვილით ტოვებენ ოჯახებს და ხდებიან უსახლკარონი.
ყველა ბავშვს ერთი რამ აერთიანებს-უნდობლობა. ძალიან ძნელია მოიპოვო მათი ნდობა და თუ ბოლოს და ბოლოს მოიპოვე შეგიძლია ჩათვალო,რომ მათი საუკეთესო მეგობარი ხარ.
დღესდღეობით თბილისის ქუჩებში 1000-მდე უსახლკარო ბავშვი ცხოვრობს, მათი ზუსტი რიცხვის დადგენა პრობლემას წარმოადგენს, რადგან ქუჩის ბავშვების უმრავლესობას არ სურს კონტაქტი იქონიოს სოციალურ სამსახურებთან. თითქმის არცერთ მათგანს არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გარკვეულწილად ეს ბავშვები საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის. ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს მათი მსხვერპლი. მათ დიდი აგრესია აქვთ საზოგადოების მიმართ, რადგან თვლიან, რომ ოჯახთან ერთად თავად საზოგადოებამაც გარიყა ისინი. ისინი სხვადასხვა მიზეზით ხვდებიან ქუჩაში, შედეგი კი ასეთია ქუჩას თავს ვეღარ აღწევენ და ამიტომაც მათი ცხოვრების ბოლო საუკეთესო შემთხვევაში რკინის გისოსები ხდება. ეს განაჩენი არ არის, ეს იძულებაა. ბავშვები, რომელთაც დაარღვიეს კანონი, უფრო მსხვერპლად უნდა მოიაზრებოდნენ, ვიდრე დამნაშავეებად.
მათხოვრობასთან ერთად თითქმის ყველა ტოქსიკომანია. წებო ყველასათვის იაფფასიანი და ხელმისაწვდომი `კაიფია~.
ქუჩის ბავშვების ცხოვრების სტილის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ ეს ბავშვები მუდმივად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. ისინი ჯგუფ-ჯგუფად ცხოვრობენ სადარბაზოებში, მიტოვებულ შენობებში, სკვერებში, სავაჭრო ცენტრების მიდამოებში. ქუჩის ბავშვების საცხოვრებელი ადგილების ძირითადი მახასიათებლებია: სიბინძურე, სიცივე, უკიდურესი სიღატაკე, ქაოსი. მათ საცხოვრებელ “ბინებში” არ სუფევს ნებისმიერი ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მყუდროება და სიმშვიდე. ამ ბავშვებს არ გააჩნიათ ელემენტარული საარსებო პირობები. მათი საცხოვრებელი ადგილები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ნათლად წარმოაჩენს მათ დაუცველობას, უსუსურობას, უიმედობას...
რომ არა ეს სტატია, ალბათ თქვენსავით შევეცდებოდი პირობითი გულგრილობის აკვრას სახეზე მათი დანახვისას. გულგრილობა კი ყველაზე იოლი გამოსავალია პრობლემის გადასაჭრელად.
ყველაფერი კი აი ასე დაიწყო:
დეკემბრის რუხი, სუსხიანი საღამო იდგა. გაყინულ გზებზე მანქანები ირეოდნენ და სიგნალებით იკლებდნენ გადატვირთულ ქუჩებს. ყინვანარევი ქარი მუჭით უცნაურ სევდიან ფიფქს აყრიდა გირლიანდებით გადანათებულ ქალაქს. ყველას სადღაც ეჩქარებოდა, ალბათ წინასაახალწლო სამზადისის სწრაფად მოსამთავრებლად. მე კი, ქუჩის ბავშვებს ვეძებდი. მოგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი შუაგულ ქალაქში, პლეხანოვზე ხდება. მეგობრის რჩევა გავითვალისწინე და მარტო არ წავსულვარ. ერთი კვირის განმავლობაში შევეცადე მათი ნდობა მომეპოვებინა. თავდაპირველად საუბარი არ ისურვეს, მაგრამ ნელ-ნელა ზოგიერთი მათგანი მაინც გაიხსნა.
მინდა აქვე შემოგთავაზოთ ინტერვიუ ერთ_ერთ მათგანთან. ჩემი რესპოდენტი ცხრა წლის გოგონაა, ეროვნებით სომეხი,. მას ქნარიკა ჰქვია, თუმცა რატომღაც საკუთარი თავი მარიდ გამაცნო. აქვე მოკლე რეზიუმე მის შესახებ (ანუ ორიოდ სიტყვა მისი ტკივილიანი ავტობიოგრაფიის შესახებ). ქნარიკა ანუ მარი პლეხანოვზე ქუჩაში დაიბადა. ამბობენ დედამისმა სამშობიარომდე მისვლა ვერ მიასწრო და ეს პატარა არსება შუაგულ პლეხანოვზე მოევლინა ქვეყნიერებას, რომელიც მას არც თუ ისე შესაშურ ხვედრს უმზადებდა. ბავშვი ქუჩაში იზრდებოდა, ლოთი დედა მისგან ყოველ საღამოს თანხას ითხოვდა სასმელის საყიდლად. მალე ქნაროს დედა ნარკოტიული ნივთიერების მოხმარების (თუ რელიზაციის) გამო დაიჭირეს და გოგონა აბსოლუტურად უპატრონოდ დარჩა.
გთავაზობთ ინტერვიუს ქნაროსთან, დასკვნების გამოტანა კი თქვენთვის მომინდვია:
-რატომ დგახარ ქუჩაში?
სახლში რა გავაკეთო? დედაჩემი ციხეშია, მამა არ მყავს .თანაც მარტო ეგ არ არის. მომწონს ქუჩაში.
-მოგწონს? აქ ხომ ასეთი სიცივეა
-სამაგიეროდ საინტერესოა, აქ ბევრი ადამიანია. რომლებიც ფულსაც მაძლევენ და ხანდახან რაღაცეებსაც მჩუქნიან ხოლმე.
-არ გინდა ნორმალური ცხოვრება გქონდეს, ისე როგორც სხვა ბავშვებს?
-არა არ მინდა. მომწონს ასეთი ცხოვრება. ეხლა რა მიჭირს, ცოტა გამოვსწორდი, წებოს აღარ ვყნოსავ უკვე ერთი წელია.
-დედა რატომ არის ციხეში?
-რა ვიცი.ნარკოტიკებს ღებულობდა. თანაც სახლში კაცები მოყავდა. ისინი მაიძულებდნენ მათთანაც ვყოფილიყავი. მერე მეზობლებმა იჩივლეს და დედა ციხეში წაიყვანეს. მე კი ბავშვთა სახლში საგურამოში. -მერე იქ არ მოგეწონა,იქ ხომ უკეთესია. ქუჩას და ამ სიბინძურეს არ გირჩევნია იქ ყოფნა?
-არა იქ ძალიან ცუდად მექცეოდნენ, არ მინდა იქ წასვლა. (როგორც გოგონას ნათესავი ამბობს,საგურამოში გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს,რის შედეგადაც ბავშვი ორი თვის განმავლობაში საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იწვა).
-აქ სხვა ბავშვებიც არიან. მათაც არ ჰყავთ მშობლები?
-რა ვიცი ზოგს ჰყავს ზოგს არა.ზოგი გამოქცეულია სოფლებიდან და მარტო სახელი ვიცი. აი ,მაგალითად ირაკლის და გიოს მამა ჰყავთ. ის კაცი ლოთია. ღამე ფული თუ არ მიუტანეს სახლში არ უშვებს და სადარბაზოში სძინავთ. რა ვიცი კიდევ ბევრნი არიან, მაგრამ ზოგი უკვე დიდია და ვეღარ მათხოვრობს. ისინი ჯიბის ქურდობით ირჩენენ თავს.
-მაინც რამდენი ბავშვია დაახლოებით?
-აქ ჩვენთან თხუთმეტამდე იქნება. ზოგიც სადგურისკენ გადავიდა.იქ უკეთესად არიან.ხალხიც უფრო მეტია.მე წებოს აღარ ვსუნთქავ და აქ დავრჩი.
ეს იყო ის მცირედი , რაც ამ პატარა ადამოანისაგან შევიტყვე. ერთს კი ვიტყვი, თვალით ნანახი ბევრად შემაძრწუნებელი იყო, ვიდრე ალბათ გადმოცემული იქნება. საზოგადოებისთვის მათი გარიყვა ადვილია. ისინი ითვლებიან ცუდ, უზრდელ, საშიშ ბავშვებად. რა ხდება სინამდვილეში? ვისი ბრალია მათი ასეთი მდგომარეობა? ვინ ცდილობს გაუგოს მათ და აღმოუჩინოს დახმარება. ისინი ბევრნი არიან. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა მათი მდგომარეობის გაუმჯობესება, თითქმის, წარმოუდგენელია. ვფიქრობ თითოეული ჩვენთაგანის ვალია რამენაირად დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ. გადავარჩინოთ ისინი და გამოვტაცოთ ქუჩის მარწუხებს.
იმ დროს რუსთაველზე ყვაოდნენ ჭადრები და თოვდა უსასრულო სითეთრე ციდან, სტატია მქონდა გადასაცემი ანუ...შეხვედრა \"ერთ უცნობ პირთან\". ვფიქრობდი:\"ხმა რა ნაავდრალი მაქვს თუმცა, ღამეებს თეთრად ვათენებ, ახლაც ტკივილი ფიქრებად დამაქვს წუხელ მელნისფერ გზად რომ გავთელე.\"
დამეხმარეთ რა...სადღაც გამიშტერდა თვალი, ასე გავიცანი ქუჩაში,გოგონა სახელად მარი. ამ პოეტების ამბავი ხომ იცით და ჯიბეს არ მეგდო ლარიც, ცრემლი მოვაგროვე სუნთქვიდან,ცრემლი სინანულის დარი.
ქაშუეთს იყო წირვა და...ტაძრიდან ისმოდა ზარი ირგვლივ უამრავი გამვლელი,ხის სკამზე მე და...მარი.
რა გიჭირს ასეთი პატარავ,ვის უძღვის ამაში ბრალი, სუნთქვა გამიხშირდა,თაკარა მზემ დამაკარგვინა თავი. ვაითუ ცხოვრებამ დაგღალა,ვაითუ არ გჯერა ხვალის, რითი დაგეხმარო,წამოდი,ერთად ვიმარტოვოთ მარი.
ისევ ყვავიან ჭადრები,ისევ სითეთრე ციდან, ისე უძილი ღამე და...\"შეხვედრა უცნობ პირთან\", ისევ უამრავი გამვლელი ისევ ფიქრნაკრავი ქარი ისევ ეს შეგრძნება დამღლელი ხის სკამზე მე...და სად არის მარი?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. სამყარო, სადაც უცხოა სიყვარული, სიკეთე პატივისცემა, რწმენა. სადაც, ყველაფერი თვითგადარჩენასა და ცხოველურ ინსტიქტებზეა დამოკიდებული. [ ჩანჩურა გამახსენდა =( ] გეთანხმები. ეს ისეთი თემა გახდა, რომელსაც შევეჩვიეთ და აღარ გვიკვირს ქუჩაში ამდენი გაუბედურებული ადამიანების დანახვა. . . . სამყარო, სადაც უცხოა სიყვარული, სიკეთე პატივისცემა, რწმენა. სადაც, ყველაფერი თვითგადარჩენასა და ცხოველურ ინსტიქტებზეა დამოკიდებული. [ ჩანჩურა გამახსენდა =( ] გეთანხმები. ეს ისეთი თემა გახდა, რომელსაც შევეჩვიეთ და აღარ გვიკვირს ქუჩაში ამდენი გაუბედურებული ადამიანების დანახვა. . . .
14. !!!!!!!!!!!5 !!!!!!!!!!!5
12. აქტუალური თემაა ჩემო კატო, თუმცა აგრკვეული უზუსტობებით. ქუჩის ბავშვების პირადობის მოწმობის არქონაზე რომ საუბრობ... პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ადამიანი სრულწლოვანების მიღწევისას, ანუ 18 წლის ასაკში იღებს. ამისათვის კი დაბადების მოწმობა სჭირდება. ქუჩის ბავშვებს ეს საბუთიც არ აქვთ, ანუ ისინი საერთოდ დაკარგული ადამიანები არიან - ოფიციალურად არ არსებობენ.
ისინი არიან ნიჭიერები, თბილები, კარგები - თუკი თვითრეალიზების საშუალებას მისცემ და მოეფერები. თუ ენდობი - გენდობიან. არ იციან წერა-კითხვა და შესაბამისად - ვერ იღებენ განათლებას, არ შეუძლიათ პირადი ცხოვრების აწყობა.
ხშირად იტყუებიან. ძალიან დაკვირვებულები არიან და შუძლიათ ის გი[პასუხონ, რაც ტქვენ გინდათ. უყვართ თავის მოსაწყლება და რაღაც ისტორიების მოგონება (შენც ხომ დაწერე - ქნარიკამ ტავიმარიდ გამაცნოო). თუმცა ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც რეალობიდან გაქცევის სურვილი...
რაც შეეხება ბავშვთა სახლებს, უკეთესი მდგომარეობა არც იქაა. იქაცაა ტყუილები და ძალადობა (როგორც მასწავლებლების, ასევე აღსაზრდელების მხრიდან), ქურდობა, წებო... ეს კიდევ უფრო აგრესიულად აყალიბებს ბავშვს. მაგრამ ცოტა მეტი ყურადღება და ტანაგრძნობა რომ იყოს საზოგადოების მხრიდან, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა: ბევრს ეზიზღება ჭუჭყიანი და ჩამოძონძილი ბავშვი, რომელიც თავხედურად სთხოვს ხურდა ფულს და უარის შემთხვევაში აფურთხებს...
არის კიდევ დღის ცენტრები, რომლების დანიშნულებაცაა დღის განმავლობაში (10-დან 6მდე) ქუჩის ბავშვებზე ზრუნვა, გაკვეთილების ჩატარება, ხატვის, ძერწვის და ასეთი რაღაცეების სწავლება. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. იმიტომ რომ ბავშვების შეზღუდულ რაოდენობას ემსახურება და მეორეც, მასწავლებლებიც არ იგიჟებენ თავს მაინცდამაინც ასეთ ბავშვებზე ზრუნვით. აქტუალური თემაა ჩემო კატო, თუმცა აგრკვეული უზუსტობებით. ქუჩის ბავშვების პირადობის მოწმობის არქონაზე რომ საუბრობ... პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ადამიანი სრულწლოვანების მიღწევისას, ანუ 18 წლის ასაკში იღებს. ამისათვის კი დაბადების მოწმობა სჭირდება. ქუჩის ბავშვებს ეს საბუთიც არ აქვთ, ანუ ისინი საერთოდ დაკარგული ადამიანები არიან - ოფიციალურად არ არსებობენ.
ისინი არიან ნიჭიერები, თბილები, კარგები - თუკი თვითრეალიზების საშუალებას მისცემ და მოეფერები. თუ ენდობი - გენდობიან. არ იციან წერა-კითხვა და შესაბამისად - ვერ იღებენ განათლებას, არ შეუძლიათ პირადი ცხოვრების აწყობა.
ხშირად იტყუებიან. ძალიან დაკვირვებულები არიან და შუძლიათ ის გი[პასუხონ, რაც ტქვენ გინდათ. უყვართ თავის მოსაწყლება და რაღაც ისტორიების მოგონება (შენც ხომ დაწერე - ქნარიკამ ტავიმარიდ გამაცნოო). თუმცა ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც რეალობიდან გაქცევის სურვილი...
რაც შეეხება ბავშვთა სახლებს, უკეთესი მდგომარეობა არც იქაა. იქაცაა ტყუილები და ძალადობა (როგორც მასწავლებლების, ასევე აღსაზრდელების მხრიდან), ქურდობა, წებო... ეს კიდევ უფრო აგრესიულად აყალიბებს ბავშვს. მაგრამ ცოტა მეტი ყურადღება და ტანაგრძნობა რომ იყოს საზოგადოების მხრიდან, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა: ბევრს ეზიზღება ჭუჭყიანი და ჩამოძონძილი ბავშვი, რომელიც თავხედურად სთხოვს ხურდა ფულს და უარის შემთხვევაში აფურთხებს...
არის კიდევ დღის ცენტრები, რომლების დანიშნულებაცაა დღის განმავლობაში (10-დან 6მდე) ქუჩის ბავშვებზე ზრუნვა, გაკვეთილების ჩატარება, ხატვის, ძერწვის და ასეთი რაღაცეების სწავლება. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. იმიტომ რომ ბავშვების შეზღუდულ რაოდენობას ემსახურება და მეორეც, მასწავლებლებიც არ იგიჟებენ თავს მაინცდამაინც ასეთ ბავშვებზე ზრუნვით.
11. ეს კარგად მახსოვს,ავტორიც თუ არ ვცდები სხვა ნიკით იყო, თუ ვცდები , მაპატიეთ! 5 ეს კარგად მახსოვს,ავტორიც თუ არ ვცდები სხვა ნიკით იყო, თუ ვცდები , მაპატიეთ! 5
10. ძალიან მომეწონა ძალიან მომეწონა
9. მეც წაკითხული მქონდა! კარგი ხარ! 5 მეც წაკითხული მქონდა! კარგი ხარ! 5
8. ეს წაკითხული მქონდა, ძვირფასო! ძალიან მგრძნობიარე და კარგი ხარ! :) ეს წაკითხული მქონდა, ძვირფასო! ძალიან მგრძნობიარე და კარგი ხარ! :)
7. მდა... კარგია.. მაგრამ შესავალი არ მომეწონა რაღAც... მდა... კარგია.. მაგრამ შესავალი არ მომეწონა რაღAც...
6. კატოს "შვილი" დაკარგვია... კატოს "შვილი" დაკარგვია...
5. მეც :( ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა და თვალი ისე შეეჩვია უკვე რომ :( მეც :( ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა და თვალი ისე შეეჩვია უკვე რომ :(
4. ხოოო, ეს წაკითხული მქონდა კიდევ გადავავლე თვალი გული მეტკინა! ავტორიც მეცნო მგონი...:) ხოოო, ეს წაკითხული მქონდა კიდევ გადავავლე თვალი გული მეტკინა! ავტორიც მეცნო მგონი...:)
3. რა ფაქიზი სული გაქვს კატო... რა ფაქიზი სული გაქვს კატო...
2. იმედია,გაკეთდება რამე ამასთან დაკავშირებით იმედია,გაკეთდება რამე ამასთან დაკავშირებით
1. ძალიან მტკივნეული თემაა..ძალიან. ძალიან მტკივნეული თემაა..ძალიან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|