მიუყვება ქუჩას, წელში ოდნავ მოხრილი, თავჩაღუნული. ფეხს ძლივს მიათრევს, ემძიმება ყოველი ნაბიჯი, ყოველი გრანიტის ფილა, რომლებიც ისეთი სიზუსტით არიან დალაგებულნი, როგორც წამები. ერთს მეორე მოსდევს, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე, მეხუთე... უკვე ორმოცდამეათე. ნეტავი არ უძნელდება თან დაითვალოს თან იფიქროს ? მაგრამ ისეთი სევდიანი დღეა მას არ უჭირს ფიქრი. როგორ უნდა რომ უცებ დაღამდეს, ლამპიონები აენთონ ღამის ფერებით, ლამპიონები რომელნიც მასსავით წელში ოდნავ მოხრილნი გადმოჰყურებენ ზემოდან და თითქოს უთანაგრძნობენ მის დაკარგვას. ნეტა გამოანათებდეს ეს ზარმაცი მთვარეც, რომელიც ასე ახსენებს მის სევდიან გამოხედვას, თვაცრემლიან სახეს, მაშინ ხომ მიათრობს გზებს იმაზე ფიქრით და.... თუმცაღა დღეა, ის კი დღისითაც ფიქრობს მასზე. ას ოცდამეორე გრანიტის ფილა გადათვალა წელში მოხრით თან მიუყვება ვიწრო ქუჩას და იგონებდა ფრაგმენტებს მისი წარსული ცხოვრებიდან. ნეტა ჰქონოდა მაშინ ფოტოკამერე, ჩუმათ შეიპარებოდა სამზარეულოში, გაიხედავდა ობიექტივში, სათანადო რაკურსს შეარჩევდა, ფოკუსს მის ღიმილზე გადაიტანდა და ამ ბედნიერ წამს სამუდამოდ შემოინახავდა წარსულის საკუჭნაოში, სადაც ერთ თაროზეა დალაგებული: ფირი მისი ბედნიერი ხმის ჩანაწერით, მისი სევდა წვეთებად მინის ქილაში ჩაღვრილი, მისი თმების სურნელი დიდ ჟანგბადის ბალონში, გაბრაზება შავ სკივრში ნაცრად ჩაყრილი, რომ უცებ გაიფანტოს როცა წარსულის სიო დაუბერავს. მას ძალიან უნდა თავიდან ნახოს მისი ყოველი გაღიმება, მისი ბედნიერი სახე, მისი სიყვარულით სავსე თვალები. განიცადოს ის შეგრძნება რასაც მისი ჩახუტებისას განიცდიდა. ასე გადათვალა ორას მეათე ფილა და გაიფიქრა, არა სიყვარული არაა რასაც ახლა გრძნობს, ეს სიგიჟეა, ეს უსასრულობაა უკიდეგანო, სამყაროზე ვრცელი, ეს უტოპიაა სულის ხორცად ქცევაზე, ეს გრძნობა არაა, ეს ზეგრძნობაა ენით აუღწერელი, ის ნამდვილად მის სულში შემოვიდა და გულში სამუდამოდ დარჩა ცხოვრების რვეულიდან ამოგლეჯილ ბოლო ფურცლად, რომლის იქეთ აღარაფერია გარეკანის გარდა სადაც ადრე თუ გვიან თარიღს მიაწერენ. უკვე სამას მეექვსე ფილა ჩამოიტოვა და უეცრად ფილები სადღაც გაქრნენ, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ. -ფრთხილად! - ეს იყო ხმა რაღაც არაბუნებრივი, არარეალური სითბოთი სავსე რომელსაც ისეთი ძალა ჰქონდა რომ ირგვლივ ყველას და ყველაფერ აჩუმებდა, ყველას და ყველაფერს აქვავებდა, ამ ხმაში აშკარად იგრძნობოდა მზრუნველობის სურნელი, რომელიც მთელს სხეულში დაგივლიდათ, სულს აგიფორიაქებდათ, თვალზე სევდას მოგგვრიდათ და ბოლოს გაგაჟრჟოლებდათ. ის უცებ წელში გაიმართა, თავი მაღლა ასწია, ბეჭები გაიგანიერა, ნელი მოძრაობით თავი უკან მოატრიალა, თვალები მკვეთრად დაახამხამა და გაუღიმა ქალს რომელიც მის უკანიდგა და იმას ასე გავდა. მისი ნაკვთები ჰქონდა სახეზე, მისი თვალები, მისი ტუჩები და მან გაიფიქრა რომ მასაც ისეთივე ღიმილი ჰქონდა როგორც იმას. უცებ ტკივილი იგრძნო, სამყარო დატრიალდა, ცამ და მიწამ წამიერად ადგილები გაცვალეს, მან განიცადა ფრენის შეგრძნება რომელიც ყოველთვის ესიზმრებოდა, როცა იმასთან იწვა ჩახუტებული და მკლავებ შემოჭდილი. თვალები ძალაუნებურად დაეხუჭა და მან ისევ იგრძნო ტკივილი მთელს სხეულში, გახელისას კი მან ამოიცნო მისი თვალცრემლიანი სახე იმ უამრავ ადამიანს შორის, რომელნიც თავს დაჰყურებდნენ და რაღაცას ლაპარაკობდნენ. მეორე დილით კი მთელს ბათუმს მოედო ამბავი, რომ თურმე ჭავჭავაძის ქუჩაზე პეჟო სამას ექვსის ტიპის ავტომანქანა ხანდაზმულ მამაკაცს დაეჯახა,მისი სახლიდან სამას ექვსი მეტრის დაშორებით, შემთხვევას სამას ექვსი თვითმხილველი ჰყავდა, სწორედ სამას მეექვსე საპატრულო ეკიპაჟი მოვიდა, სამას ექვს წამში. მამაკაცი ქალიშვილის ხელში გარდაიცვალა მისი მეუღლის გარდაცვალებიდან სამას მეექვსე დღეს, ავტომანქანის მძღოლი კი მიიმალა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მიუხედავად ბევრი შეცდომისა, კარგი ნაწერია უდავოდ ნიჭიერია ავტორი და თავისი საუკეთესო მოთხრობები ჯერ დასაწერი აქვს
რაც შეეხება რიცხვი 306-ის საკრალურობას, აქ ყველაფერი მარტივია 306 არის პეჟო რეკლამაც არის მისი და დაახსომდა ავტორს ალბათ ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა მერსედეს 190- ყოფილიყო რიცხვი 190-ით
მთავარი ჩემი აზრით აქ ისაა რომ ხალხისთვის სულერთია რას ფიქრობდა და რას განიცდიდა ის ადამიანი , მთავარია რომ პეჟო 306, 306 მეტრის დაშორებით, 306, 306 306 306 306 და ამ ციფრებს და სენსაციებს გამოდევნებით სულიერებას ვკარგავთ ვეღარ ვხედავთ ადამიანის სულს და პრინციპში სურვილიც აღარ გვაქვს რომ დავინახოთ
მე მგონი ამის თქმა უნდოდა ავტორს მე ასე აღვიქვი
4 ქულა ავანსად, მომავალი კარგი მოთხრობების იმედით მიუხედავად ბევრი შეცდომისა, კარგი ნაწერია უდავოდ ნიჭიერია ავტორი და თავისი საუკეთესო მოთხრობები ჯერ დასაწერი აქვს
რაც შეეხება რიცხვი 306-ის საკრალურობას, აქ ყველაფერი მარტივია 306 არის პეჟო რეკლამაც არის მისი და დაახსომდა ავტორს ალბათ ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა მერსედეს 190- ყოფილიყო რიცხვი 190-ით
მთავარი ჩემი აზრით აქ ისაა რომ ხალხისთვის სულერთია რას ფიქრობდა და რას განიცდიდა ის ადამიანი , მთავარია რომ პეჟო 306, 306 მეტრის დაშორებით, 306, 306 306 306 306 და ამ ციფრებს და სენსაციებს გამოდევნებით სულიერებას ვკარგავთ ვეღარ ვხედავთ ადამიანის სულს და პრინციპში სურვილიც აღარ გვაქვს რომ დავინახოთ
მე მგონი ამის თქმა უნდოდა ავტორს მე ასე აღვიქვი
4 ქულა ავანსად, მომავალი კარგი მოთხრობების იმედით
7. ყოველი გრანიტის ფილა,რომლებიც ისეთი სიზუსტით არიან დალაგებულნი – ეს გაუმართავია გრანიტის ყოველი ფილა, რომლებიც ისეთი სიზუსტით არის დალაგებული...ორთგრაფიულ–სტილისტურად სწორი ასეა...რომ ავხსნა, რატომ, გრამატიკის კურსის წაკითხვა მომიწევს... მკლავებ შემოჭდილი – მკლავებშემოჭდობილი...
ბევრი ორთოგრაფიულ–სტილისტურ–პუნქტუაციური ხარვეზია, მეც გამიჩნდა კითხვა – რატომაა ასე განსაკუთრებულად ხაზგასმული რიცხვი სამას ექვსი? წარმატებები!
ყოველი გრანიტის ფილა,რომლებიც ისეთი სიზუსტით არიან დალაგებულნი – ეს გაუმართავია გრანიტის ყოველი ფილა, რომლებიც ისეთი სიზუსტით არის დალაგებული...ორთგრაფიულ–სტილისტურად სწორი ასეა...რომ ავხსნა, რატომ, გრამატიკის კურსის წაკითხვა მომიწევს... მკლავებ შემოჭდილი – მკლავებშემოჭდობილი...
ბევრი ორთოგრაფიულ–სტილისტურ–პუნქტუაციური ხარვეზია, მეც გამიჩნდა კითხვა – რატომაა ასე განსაკუთრებულად ხაზგასმული რიცხვი სამას ექვსი? წარმატებები!
6. ფოტოკამერე - ფოტოკამერა მასსავით - მასავით (ალბათ, თუმცა მგონი, ეგეც შეცდომაა) აუღწერელი - აღუწერელი უკანიდგა - უკან იდგა მკლავებ შემოჭდილი - თუ ასეთი სიტყვა არსებობს ქართულში, ის უთუოდ ერთად დაიწერება, ადგილის გამოტოვების გარეშე :)
ჰა-რა-ლეს დავეთანხმები აბსოლუტურად :)
წარმატებები!
ფოტოკამერე - ფოტოკამერა მასსავით - მასავით (ალბათ, თუმცა მგონი, ეგეც შეცდომაა) აუღწერელი - აღუწერელი უკანიდგა - უკან იდგა მკლავებ შემოჭდილი - თუ ასეთი სიტყვა არსებობს ქართულში, ის უთუოდ ერთად დაიწერება, ადგილის გამოტოვების გარეშე :)
ჰა-რა-ლეს დავეთანხმები აბსოლუტურად :)
წარმატებები!
5. დიდი მადლობა საღი კრიტიკისთვის, ეს ჩემი პირველი ნაწარმოებია რაც კი ოდესმე დამიწერია. შემდეგში გავითვალისწინებ :) დიდი მადლობა საღი კრიტიკისთვის, ეს ჩემი პირველი ნაწარმოებია რაც კი ოდესმე დამიწერია. შემდეგში გავითვალისწინებ :)
4. თხრობა გამართულია. მცირედ, გასარანდ-შესასწორებელი. სიუჟეტი - გემოვნების მიხედვით. ვერ მივხვდი რიცხვების, ხაზგასმით აუცილებლობას. ან რატომაა 306 ასეთი საკრალური. 306 თვითმხილვლიც გადაჭარბებული მგონია. მთელი ჭავჭავაძის ქუჩა, თითქოს ამ კაცის სიკვდილს ელოდა და შემთხვევის ადილზე წინდაწინ მოიყარეს თავი. ეტყობა გატაკეტილიც ჰქონდათ ქუჩა, თორემ ამდენი თვითმხილვლი, ტროტურზე ვერ დაეტეოდადა მანქანამ როგორ შეძლო, ამდენ ხალხში მიმალვა? თხრობა გამართულია. მცირედ, გასარანდ-შესასწორებელი. სიუჟეტი - გემოვნების მიხედვით. ვერ მივხვდი რიცხვების, ხაზგასმით აუცილებლობას. ან რატომაა 306 ასეთი საკრალური. 306 თვითმხილვლიც გადაჭარბებული მგონია. მთელი ჭავჭავაძის ქუჩა, თითქოს ამ კაცის სიკვდილს ელოდა და შემთხვევის ადილზე წინდაწინ მოიყარეს თავი. ეტყობა გატაკეტილიც ჰქონდათ ქუჩა, თორემ ამდენი თვითმხილვლი, ტროტურზე ვერ დაეტეოდადა მანქანამ როგორ შეძლო, ამდენ ხალხში მიმალვა?
3. არცერთი კუთხით არ მომეწონა. ზედმეტად "ფეხის წვერებზე მოსიარულე" ნაწერია,. არცერთი კუთხით არ მომეწონა. ზედმეტად "ფეხის წვერებზე მოსიარულე" ნაწერია,.
2. იმედია,მაპატიებს ავტორი,ვერ ვიწონებ ნაწერს... იმედია,მაპატიებს ავტორი,ვერ ვიწონებ ნაწერს...
1. სევდიანია..წარმეტებები ავტორს..
სევდიანია..წარმეტებები ავტორს..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|