ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგა პავლიაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2011


თუ ოდესმე

თუ ოდესმე განგიცდია სიყვარული,

განგიცდია ორი გულის ერთგულება,

სიყვარულზე კიდევ უფრო დიდი გრძნობა,

ქვეყანაზე, არაფერი მეგულება.

ყველა გრძნობის თეორემა ახსნილია,

ვიცით მათი უამრავი დებულება,

სიყვარულის თეორემას ტაბუ ადევს,

თითქოს, უფალთანა აქვსო შეთქმულება.

თუ ოდესმე განგიცდია სიყვარული,

განგიცდია ორი გულის ერთგულება,

სიყვარულზე კიდევ უფრო დიდი რამე,

არავინ და  არაფერი მეგულება.      გ–პ


21.04.2010 02:51

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს