ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2012


ე-ლენ

სიტყვები გაგეფანტა N,
რა მძიმე ყოფილა საბელშებმული მარტოობა,
ცრემლები გაგიშრა N,
ვერა და ვერ გაღვივდა ტრიალ მინდორში დათესილი
შენი სიყვარული,
წლები გაგიფრინდა N,
სარკეში უკუღმა არეკლილი შენი ცხოვრება
მითია,
რომელიც წარსულსაც კი არ დარჩება,
სხეული დაგიმძიმდა N,
ეს სიბერე კი არა,
აუხდენელი ოცნებების ტვირთია
ვერა და ვერ შეგისრულა ჯინმა
/თუმცა ეს ჯინიც არასოდეს ყოფილა /.
შენი ოთახის კედლებზე დახატული მომავალი
მხოლოდ ერთი გაცრეცილი ფურცელია N,
სულს შეუბერავ და გაიფანტება,
სასახლე ვისთვისაც ააშენე N,
ის საკუთარ სამყოფელშია ჩაკეტილი,
რატომ გგონია რომ კარებს გაგიღებს,
მას კი, ვინც ამ სასახლეშია,
არასოდეს დაუნახია შენში დედოფალი,
მხოლოდ ერთი უბრალო მსახური იყავი N .
შენმა პრინცმა
დაგვიანებული გაზაფხულივთ გადაუარა ამ სასახლეს.
კარი გამოიჯახუნე N,
ეს სასახლე არასოდეს ყოფილა შენი,
იქნებ იპოვო ციცინათელების ქვეყანა
სიტყვები გაგეფანტა N,
უბრალოდ ვერ გაიგეს შენი ძახილი.
შიშველ სხეულზე ეკლიანი კაბა ჩაიცვი N,
და სისხლის წვეთებით დატოვე გზავნილი
ეგებ წაიკითხონ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები