ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: თარგმანი
9 იანვარი, 2012


მარინა ცვეტაევა /მანდელშტამს/

***

ო. მანდელშტამს

განიბნა ვერცხლის წვრილ ნამსხვრევებად
სარკე, სარკეში განიბნა მზერა.
გედები, ჩემი თეთრი გედები
დღეს შინისაკენ იწყებენ ფრენას.

ღრუბლიანი ცის დაფიონიდან
გულზე ბუმბული დამეცა მჩატე.
ან რა სასწორი აიწონიდა,
იმ ვერცხლს, წუხელ რომ სიზმარში ვფანტე.

ძახილი – ვერცხლის ზარს რომ აქვს, დედოს.
სიმღერა – ესეც ვერცხლის სართებით!
შენ, პირმშოვ ჩემო, პატარა გედო,
შინ ხომ მშვიდობით მიემართები?

წავალ, დიდი ხნით დავემალები
ცალკე დედაჩემს, ცალკე მოყვარეს.
თქვენ დაიფარეთ! თქვენ დაიფარეთ! –
შევთხოვ წმინდანებს ტაძრად მდგომარი, –
ის, ახალგაზრდა გედი რომ არის!..

მარინა ცვეტაევა
1 მარტი, 1916



***

О. Э. Мандельштаму

Разлетелось в серебряные дребезги
Зеркало, и в нем — взгляд.
Лебеди мои, лебеди
Сегодня домой летят!

Из облачной выси выпало
Мне прямо на грудь — перо.
Я сегодня во сне рассыпала
Мелкое серебро.

Серебряный клич — звонок.
Серебряно мне — петь!
Мой выкормыш! Лебеденок!
Хорошо ли тебе лететь?

Пойду и не скажусь
Ни матери, ни сродникам.
Пойду и встану в церкви,
И помолюсь угодникам
О лебеде молоденьком.

Марина Цветаева
1 марта 1916


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები