ვიღვიძებ, არ ვიცი სად, ან როგორ აღმოვჩნდი აქ. თავი საშინლად მტკივა, მისკდება. რა მოხდა, არაფერი მახსოვს. თანსაცმელი როგორც იქნა ვიპოვე და ჩავიცვი, ისიც არ ვიცი ჩემია თუ არა. გარეთ გავედი, ქუჩები ცარიელია, ცივა, ძალიან ცივა, სიცივე ძვლამდე ატანს. ვგრძნობ, რომ განსხვავებული ღამეა, ხეებსაც ემჩნევათ სასიხარულო განწყობა, მაგრამ ხეები ვერაფერს მეტყვიან. ირგვლივ არავინ ჩანს, ყველა ფანჯრიდან შუქი ანათებს. ჩემი სახლი გამახსენდა, ალბათ მეც სახლში უნდა ვიყო და იქიდანაც უნდა ანათებდეს ნათურის შუქი. ნელნელა ქუჩები ახმაურდა, ხალხი გამოჩნდა, შეყვარებული წყვილები, მეგობრები, ცოლ–ქმარი, და–ძმა, ყველა ერთად სეირნობს. ყველაფერი განათდა, ლამპიონები და "შუქის წვიმები" ცდილობენ ეს ღამე განსაკუთრებით გაალამაზონ. აი, ერთი მოხუცი კაცი გამოჩნდა, ის მარტოა, ჩემსავით. ჩემსკენ მოდის, მე გავჩერდი, როცა მომიახლოვდა დაბალ ხმაზე მითხრა, "შობას გილოცავ", და გამიღიმა. გაყინულ ცხვირზე ფანტელი დამეცა და თითქოს გამათბო, ზევით ავიხედე, ცაზე რამდენიმე მაშხალა ერთად განათდა. მინდოდა ეს წამი დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ დამთავრდა, დამთავრდა სიჩუმეც, თავის ტკივლიც, სიცივეც, სევდაც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არაა კატეგორია "ჩანახატი" თორე ჩანახატი როა მეც ვიცი არაა კატეგორია "ჩანახატი" თორე ჩანახატი როა მეც ვიცი
1. ჩანახატია უფრო...:) ჩანახატია უფრო...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|