ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზთ
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2012


ისანი-ზემელი

დილა. ვეგებები ზამთარს, თუმცა გაღვიძება მიჭირს.
მერე სწრაფად ვიწყებ ჩაცმას...მერე ვკეტავ კარებს.ლიფტი
ნელა მიუყვება დაღმართს. ცივად მეგებება ბინდი,
ყვითელ ნათელს უთმობს გზას და მე კი ვიძირები ფიქრში:
ერთად გადავყურებთ ქუჩას. ფრთხება შენს ხმაურზე ჩიტი.
ვითომ გიბრაზდები, მაგრამ ვხვდები შენს უღმერთო ღიმილს.
ანდა რაღა გითხრა ახლა, შენი მონატრება მიჭირს.
თითქოს გვერდით მყავხარ ქალავ, თუმცა მეასეჯერ ვითვლი...
აგერ ეკლესიის ეზო, ხალხი სიცივეში იცდის...
გზებზე მიყინული ყინვა, გოგო მიაბიჯებს ფრთხილი.
გვერდით-უგემოვნო პაპსა, ჩემში-შენი სულის წილი.
შარდენს ჩავუარეთ ახლა, გკითხო?წამომყვები ვიცი...
კაფე, ცხელი,ტკბილი ყავა...............................................
მაგრამ წყდება ძაფი ფიქრის.
(-კიდევ ერთხელ გიმეორებთ, წარმოადგინეთ ბილეთი ახალგაზრდავ.
ჯიბეში ვიქექები, უხერხულად ვეძებ დაჭმუჭნულ, თეთრ ქაღალდს...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები