ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მწვანეთვალება
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2008


ჭადრების ჩრდილი

დღეს ისევ წვიმდა, როგორც მაშინ. . .
ჭადრების ჩრდილში ვიდექით ერთად
და არ ვიცოდით რა იყო შიში,
განშორება და დარჩენა კენტად.

ჩვენ არ ვიცოდით რა იყო დარდი
და, როგორც ახლა, არ გვკლავდა სევდა.
რა ბედნიერნი ვიყავით მაშინ,
იმ წვიმიან დღეს, მზეც რომ დასველდა.

ბევრჯერ იწვიმებს კიდევ ისე კოკისპირულად,
და კიდევ დიდხანს იარსებებს ჭადრების ჩრდილი,
მაგრამ ერთი რამ დააკლდება წარსულის სურათს-
ჩვენ არ ვიდგებით ამ ჩრდილის ქვეშ გარინდებულნი.

17.03.1998წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები