 | ავტორი: natinat ჟანრი: პოეზია 14 თებერვალი, 2012 |
ამ ყველაფრისგან და ამ ყველასგან თანაც სავსე ხარ, თან ცარიელი. იქუხე ისე, ისე იჩქეფე, ნუ შეგაშინებს დასალიერი. ოხ, რა ვუშველო ასე დამშრალ სიცოცხლეს, ჩემსას, ბედნიერება ვერ ვაჩუქე, მწყურვალმა, შესვას. მკერდზე მომადე თავი გადაღლილო სიცოცხლევ, ჩემო... შემომატოვე ეგ განცდები, მსურს მოგეფერო. მოგეფერები, მარტოსულო ჩემო სიცოხლევ და ფიქრიანი ტანჯვაგამოვლილს შემოგხვევი. ჩამონისლული მთის მწვერვალზე ამაყად მდგარო, მჯერა, ტკივილის მისადგომთან არ დაეცემი. იტირე, ჩემო მიღამულო სევდის სადგომო, ცრემლებმა მაინც გიმეგობრონ და არ დაგტოვონ... ხანდახან სითბოდ დაივლიან დამშრალ თვალებზე, ციურ მალამოდ გედებიან გულის დარდებზე. ძველ სიყვარულზე მსურს გიამბო, გეამოს იქნებ... ხელი ჩამჭიდე, სიძლიერით გავუსწროთ სივრცეს. გამაგრდი, ჩემო, ყოველ დილით სხივი ინთება, მე გეყოლები, თუმცა ერთ დღეს არც ეგ იქნება. და როცა წავალ, ჩემი სული დაგტოვებს, როცა, სხეული როცა ვეღარაფერს გააწყობა დროსთან... არ დაგავიწყდეს, რომ ცოცხოლბდი, სიცოცხლევ, ჩემო.. არ დაგავიწყდეს, ჩემი სული დაგტოვებს როცა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ბანალური მეჩვენა!.. (ნუ მიწყენთ...) ბანალური მეჩვენა!.. (ნუ მიწყენთ...)
1. წარმატებები :) :) წარმატებები :) :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|