ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათანა
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2012


ცხოვრობ ნისიად

ცხოვრობ ნისიად
და სიკვდილით გიწევს გადახდა
ვალის,
რომელიც შენი ნებით არ დაგიდია
და რადგან უკვე ყველაფერმა
აზრი დაკარგა,
შენც ყველაფერზე იძახი, რომ

ფეხზე გკიდია

ჰო!
ის რისთვისაც გეგონა, რომ
ღირდა სიცოცხლე
აღმოაჩენ, რომ სიყალბეა
და უფრო მეტიც-
გეცოტავება, ახლა უკვე, სამყაროს სივრცე
ჰო!
ცაზე, თაღად გადაშლილი
შვიდივე ფერი.

და მერე გიპყრობს აპათია,
ნერვებს აწყდები,
გინდა გაქცევა, მაგრამ (ამას) თავს ვერ აკადრებ
და მერე ფიქრობ
ამ ღამითაც თუ გადარჩები,
მერე ყველაფერს სხვანაირად შეალამაზებ.

და მაინც გიწევს უხეირო
სხეულის ზიდვა,
დარდი უაზრო, მაგალითად
თუნდაც, იმაზე:
„ჭაჭის“ სურნელით გაჟღენთილი
ის „ვისკის“ ჭიქა
გუშინ, რომ გატყდა
როგორ მოხდა?!

შემდეგ იმავე

ემოციით სადღაც ბრუნდები
და ირონია
(უცბად ხვდები)
არც კი წასულხარ
როცა დრო არის ლაპარაკის
მაშინ ჩუმდები,
რადგან მომავალს შერკინება უწევს წარსულთან.

და მერე ხვდები
როგორ გწყინს, რომ
რაღაც დამთავრდა
ცაზე ჯერ კიდევ მზე არის და
მაინც ბინდია.
ცხოვრობ ნისიად
და სიკვდილით გიწევს გადახდა
ვალის,
რომელიც შენი ნებით არ დაგიდია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები