იქ სადაც ალიონს ძილს უფრთხობს მზის სხივი, იქ სადაც კვირტები ასკდება ალუჩას, იქ სადაც ფოთლებიც თითქოსდა გიცინის, იქ სადაც ოცნებებს ბოლოც კი არ უჩანს
მიჰყვები აღმართებს, ცხოვრების მეგზურებს, და თითქოს ბილიკებს თვალით კრავ კონებდ, თუ ერთხელ იხილე, თუ ერთხელ ესტუმრე, მერე ეს გიღირს ალბათ მთელს ქონებად..
შოვსა და უწერას, ონსა და ბარაკონს თამარის კლდესა და.... ქოლოსს და.. მრავალძალს ბევრისგან მოყოლილს, ბევრისგან განაგონს, ფიქრებში დალოცავ ამ მთების პატარძალს..
დალოცავ ხალხსა და დალოცავ ხეობას, და იტყვი რაც არის, მეგონა მეც ასე, აქ თითქოს ყველა დღე წააგავს დღეობას, მადლობა უფალს და ხელს იშვერ ზეცაზე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მეამაყები!!!!! მეამაყები!!!!!
11. კარგია :) + კარგია :) +
10. საოცრად გავთბი ახლა! საოცრად გავთბი ახლა!
9. ძალიან მომეწონა, რაჭასავით ლამაზი ლექსი! მიყვარს რაჭა და რაჭველები!!! შოვს მოკითხვა დიდი თავისი მშვენიერი მამისონით! უამრავი პლიუსი!!! ძალიან მომეწონა, რაჭასავით ლამაზი ლექსი! მიყვარს რაჭა და რაჭველები!!! შოვს მოკითხვა დიდი თავისი მშვენიერი მამისონით! უამრავი პლიუსი!!!
8. მიყვარს რაჭა... მიყვარს რაჭა...
7. შოვსა და უწერას, ონსა და ბარაკონს თამარის კლდესა და.... ქოლოსს და.. მრავალძალს ბევრისგან მოყოლილს, ბევრისგან განაგონს, ფიქრებში დალოცავ ამ მთების პატარძალს..
ლამაზია რაჭა... + შოვსა და უწერას, ონსა და ბარაკონს თამარის კლდესა და.... ქოლოსს და.. მრავალძალს ბევრისგან მოყოლილს, ბევრისგან განაგონს, ფიქრებში დალოცავ ამ მთების პატარძალს..
ლამაზია რაჭა... +
6. "აქ თითქოს ყველა დღე წააგავს დღეობას"-მართლაცდა. ძალიან მიყვარს რაჭა, განსაკუთრებით ნიკორწმინდა :) +2 "აქ თითქოს ყველა დღე წააგავს დღეობას"-მართლაცდა. ძალიან მიყვარს რაჭა, განსაკუთრებით ნიკორწმინდა :) +2
5. :D რა გაცინებს? :D :D :D რა გაცინებს? :D :D
4. თუ ერთხელ იხილე, თუ ერთხელ ესტუმრე, მერე ეს გიღირს ალბათ მთელს ქონებად..
შოვსა და უწერას, ონსა და ბარაკონს ასეა.. ჯადოსნური ძალა აქვს ნამდვილად...:) თუ ერთხელ იხილე, თუ ერთხელ ესტუმრე, მერე ეს გიღირს ალბათ მთელს ქონებად..
შოვსა და უწერას, ონსა და ბარაკონს ასეა.. ჯადოსნური ძალა აქვს ნამდვილად...:)
3. მოკითხვა ჩემგანაც:::დდ
მოკითხვა ჩემგანაც:::დდ
2. "იქ სადაც ალიონს ძილს უფრთხობს მზის სხივი, იქ სადაც კვირტები ასკდება ალუჩას, იქ სადაც ფოთლებიც თითქოსდა გიცინის, იქ სადაც ოცნებებს ბოლოც კი არ უჩანს "
ლამაზი შედარებებია :) მოგიკითხე, შოთა... :) "იქ სადაც ალიონს ძილს უფრთხობს მზის სხივი, იქ სადაც კვირტები ასკდება ალუჩას, იქ სადაც ფოთლებიც თითქოსდა გიცინის, იქ სადაც ოცნებებს ბოლოც კი არ უჩანს "
ლამაზი შედარებებია :) მოგიკითხე, შოთა... :)
1. გაუმარჯოს რაჭას ! იქ სადაც ოცნებებს ბოლოც კი არ უჩანს. გაუმარჯოს რაჭას ! იქ სადაც ოცნებებს ბოლოც კი არ უჩანს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|