 | ავტორი: ავთო ჟანრი: პოეზია 27 თებერვალი, 2012 |
ჩვენს ოთახში ციოდა და სიბნელე მართმევდა შენი სულის გასაღებს, ჩვენ ნიღბების თეატრში ვითამაშეთ იუდა, რომ ხვალ ჩემი სიკვდილი სიცოცხლეში გასაღდეს, ღმერთო, როგორ მიყვარხარ?! ეშმაკს სული მივყიდე სისხლის მუქი წვეთები დავურიგე გორგონებს, აღარამაქვს სხეული, ტანჯვას უნდა ვიმკიდე... თუმცა ჩემი სამყარო შენში უნდა მოგროვდეს, რომ არ გავხდე დანტესი, ვიიონი, ვოლტერი მე გათოშილ ქაოსად შენში უნდა ჩავსახლდე... ვერ ვიქნები ვერასდროს, ყველა მუზას მომჭერით როგორც ბართოლომეოს უიმედო სასახლე.
ჩვენს ოთახში ციოდა სიგარეტის კვამლივით მოგვეფინა სინაზე, შენი თმების სურნელი ციდან ისე ცვიოდა, რომ პატარა სამოთხე შემოვრაგე მიწაზე. გავხდი მისი ტუსაღი, როგორც ზამთრის იები ნოტერდამის ქუჩებზე სისულელედ ვედები მაშინ თვითმკვლელობისთვის არ მყოფნიდა ტყვიები... როგორც უსიყვარულოდ არ იღვიძებს ედემი, ისე ვღრღნიდი სიძულვილს მოქანცული ხელებით, ჩემი სულის სიძუნწით, ბედის უკუღმართობით მე და ღამის სიჩუმე ჭლექიანი ხველებით გარეთ ღრუბლებს დავსდევდით და ქარიშხლებს ვაფრთხობდით
ჩვენს ოთახში ციოდა ჯვარზე შვიდჯერ გაგვაკრეს, მე ვიყავი მარცხენა, ქარი ფანჯრებს გადაღმა ღრიალებდა, კიოდა ის ხმა ჩემში მობუდდა და მას შემდეგ არ ცხრება. მოვიგონე ზღაპრები, სონეტები, მითები, ოქროს კოშკებს უმზეო აივნები ვუშენე, მთვარის შუქზე ტიროდნენ შენი თეთრი თითები მე კი მხოლოდ ვუცქერდი და ვერაფრით ვუშველე. შეგვიკედლა სიჩუმემ, როგორც სხვისი შვილები ჩვენ კი მისი არყოფნის სიბრალულით ვკვდებოდით, ეხლა უკვე გავგიჟდი და დროსავით ვილევი, თურმე როგორ მიყვარხარ... მე ვერასდროს ვხვდებოდი
მზე არ ჩანდა იმ ღამით შენს სხეულთან შეხება ტკივილამდე მტკიოდა, გვაიძულა სიცივემ რომ მოგვეხსნა ნიღაბი ჩვენს ოთახში ციოდა... ჩვენს ოთახში ციოდა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. Zalian zalian visiamovne. Sheqeba chemgan Zalian zalian visiamovne. Sheqeba chemgan
13. კარგი ლექსია,მეც ძალიან მომეწონა და დარწმუნებული ვარ ავტორს ბევრად მეტი შეუძლია!წარმატებები!გესტუმრები ხოლმე ამ გვერდზე იმ იმედით,რომ კიდევ დამხვდება კარგი ლექსები. :) 2+ კარგი ლექსია,მეც ძალიან მომეწონა და დარწმუნებული ვარ ავტორს ბევრად მეტი შეუძლია!წარმატებები!გესტუმრები ხოლმე ამ გვერდზე იმ იმედით,რომ კიდევ დამხვდება კარგი ლექსები. :) 2+
12. თქვენი არ ვიცი და მე კი ძალიან მომეწონა.არა,ძალიან ძალიან მომეწონა თქვენი არ ვიცი და მე კი ძალიან მომეწონა.არა,ძალიან ძალიან მომეწონა
11. ჰმ.. მოწონების შეცდომაში შემყვანი ლექსია პირველადი ეფექტით :)))) მეორეჯერ წაკითხვისას უკვე იკლო ეფექტმაც :/
ჰმ.. მოწონების შეცდომაში შემყვანი ლექსია პირველადი ეფექტით :)))) მეორეჯერ წაკითხვისას უკვე იკლო ეფექტმაც :/
10. მოაზროვნე პოეტი ხარ.+ მოაზროვნე პოეტი ხარ.+
9. მთვარის შუქზე ტიროდნენ შენი თეთრი თითები მე კი მხოლოდ ვუცქერდი და ვერაფრით ვუშველე.
კარგია, ძალიან კარგი ++ მთვარის შუქზე ტიროდნენ შენი თეთრი თითები მე კი მხოლოდ ვუცქერდი და ვერაფრით ვუშველე.
კარგია, ძალიან კარგი ++
8. იგრძნობა პოეტური პოტენცია...:) იგრძნობა პოეტური პოტენცია...:)
7. უღრმესი მადლობა ყველას! გაიხარეთ! უღრმესი მადლობა ყველას! გაიხარეთ!
6. ძალიან მომეწონა!!!გაიხარე!წარმატებები... ძალიან მომეწონა!!!გაიხარე!წარმატებები...
5. უდაოდ ნიჭიერი ავტორი, რომელსაც შეუძლია კარგი ლექსები წეროს. 4 უდაოდ ნიჭიერი ავტორი, რომელსაც შეუძლია კარგი ლექსები წეროს. 4
4. შენი თმების სურნელი ციდან ისე ცვიოდა, რომ პატარა სამოთხე შემოვრაგე მიწაზე. გავხდი მისი ტუსაღი, როგორც ზამთრის იები ნოტერდამის ქუჩებზე სისულელედ ვედები მაშინ თვითმკვლელობისთვის არ მყოფნიდა ტყვიები... ++ ძალიან მომეწონა :) შენი თმების სურნელი ციდან ისე ცვიოდა, რომ პატარა სამოთხე შემოვრაგე მიწაზე. გავხდი მისი ტუსაღი, როგორც ზამთრის იები ნოტერდამის ქუჩებზე სისულელედ ვედები მაშინ თვითმკვლელობისთვის არ მყოფნიდა ტყვიები... ++ ძალიან მომეწონა :)
3. კარგი ადგილებია .... საერთო ჯამშიც მომეწონა... კარგი ადგილებია .... საერთო ჯამშიც მომეწონა...
2. აუ საღოლ ძმაო!
აი მე მოვკვდე, კარგა ხანია ასე ლექსი არ მომწონებია!
"მაშინ თვითმკვლელობისთვის არ მყოფნიდა ტყვიები..." ეს ფრაზა განსაკუტრებით.
გაიხარე და წარმატებები!
5! აუ საღოლ ძმაო!
აი მე მოვკვდე, კარგა ხანია ასე ლექსი არ მომწონებია!
"მაშინ თვითმკვლელობისთვის არ მყოფნიდა ტყვიები..." ეს ფრაზა განსაკუტრებით.
გაიხარე და წარმატებები!
5!
1. ბევრი ლამაზი სიტყვა ამოვიკითზე ამ ლექსში და ამით სიამოვნება მივიღე. კარგი ხარ, ავტორო, წარმატებები!!! :) + ბევრი ლამაზი სიტყვა ამოვიკითზე ამ ლექსში და ამით სიამოვნება მივიღე. კარგი ხარ, ავტორო, წარმატებები!!! :) +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|